x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"დამიჯერეთ, ამაზე ბედნიერი სურათი ძალიან იშვიათად მინახავს... ყოველთვის ვამბობ: სულ ცოტაა საჭირო, რომ სიკეთით გაანათო ეს სამყარო" - ნიკო მიქაია
image

პოლიტიკოსი ნიკო მიქაია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", სოციალურ ქსელში თბილისში, კერძოდ რსებუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარ ამბავს აზიარებს, რომელსაც გულგრილად ვერ წაიკითხავთ:


"რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდითა შესასვლელთან არის ერთი მაღაზია, სადაც იყიდება ხაჭაპურები სურსათთან ერთად.


გუშინ ვიდექი სიგარეტის საყიდლად როგში. ციოდა. იქვე იჯდა პატარა კატა, რომელიც მობუზულიყო სიცივისგან და კნაოდა. ერთი ბიჭი იდგა, ხაჭაპური უნდოდა.



თითქოს არც არაფერი. ერთი მოხუცი ქალბატონი(70-75 წლის იქნებოდა) მოვიდა. კატას ეფერებოდა შემდეგი სიტყვებით: რაო პატარა? გშია? რა გშია? თან საოცრად იცინოდა, როცა ამ სიტყვებს ამბობდა. დაიხრებოდა, მოეფერებოდა კატას და ისევ ხმამაღლა იმეორებდა იგივეს.


-ვუყიდოთ პატარას ხაჭაპური?-კითხა ბიჭმა.


-რას ამბობთ? ძალიან გაუხარდება-ისევ სიცილით უპასუხა მოხუცმა და სიხარულისგან თვალები გაუნათდა-მაგრამ ამდენს ვერ შეჭამს.


-რომელი ვუყიდოთ? თქვენ აურჩიეთ-გაუღიმა ბიჭმა მოხუცს.


-მემგონი ეს მოეწონება-დაადო ქალბატონმა ხელი ნახევრადფენოვან ხაჭაპურს.


-მომეცით ეს ხაჭაპური!-უთხრა ბიჭმა გამყიდველს. გადაიხადა ფული და ხაჭაპური მოხუცს მიაწოდა.


ქალმა თითქოს იუხერხულა, გაიმეორა ამდენს ვერ შეჭამსო და მოტეხა პატარა ნაჭერი და დანარჩენს ბიჭს უბრუნებდა.


-ქალბატონო რამდენსაც შეძლებს, იმდენ ჭამოს, დანარჩენს შეინახავსო-გაუღიმა ქალბატონს და გაბრუნდა.


მოხუცმა პატარა ნაჭერი დაუგდო კატას და ბედნიერი სახით უყურებდა როგორ ჭამდა პატარა კნუტი ხაჭაპურს.


ახალგაზრდა ბიჭიც ცოტა შორიახლოს იდგა, ჭამდა თავის ხაჭაპურს და შორიდან უყურებდა როგორ ჭამდნენ მოხუცი ქალბატონი და პატარა კატა მის ნაყიდ ხაჭაპურს ერთად.


დამიჯერეთ ამაზე ბედნიერი სურათი ძალიან იშვიათად მინახავს. ყოველთვის ვამბობ: სულ ცოტაა საჭირო, რომ სიკეთით გაანათო ეს სამყარო.


კარგი მემორი"...

1
286
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
286
  
2022, 3 დეკემბერი, 22:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1