x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მოეთრიე, ქალო, გეძახიან, შენი სადღეგრძელოა!“ - რას წერს ისრაელში მცხოვრები ექიმი
image.

ისრაელში მცხოვრები ექიმი, ანა კოლი (შიმშილაშვილი) სოციალურ ქსელში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ წერს.

.

გთავაზობთ მის სტატუსს ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულთან დაკავშირებით:


.

„ანუ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე დამთავრდა და პრობლემაც დამთავრდა, ხო? ეს მიყვარს ჩემი ხალხის, ერთი დღე აღვშფოთდებით, აქციობანას ვითამაშებთ, მუშტებს მკერდში ჩავირტყამთ, გავტელევიზორდებით და მორჩა კინო, ხვალ ახალი სათამაშო! საიდუმლოს გაგიმხელთ და მარტო მე არ მიყვარს ჩემი ხალხის ეს თვისება, ჩვენს მთავრობასაც უყვარს, იაქციებენ და დაიშლებიანო... მოძალადეებსაც : აღშფოთდებიან და ხვალ ახალი აღშფოთება იქნებაო...
...
პ.ს. ტაში კუკური!
..
პ.ს.პ.ს.
ამ სასმისით ქალბატონების სადღეგრძელო მინდა შევსვა!!!
მოეთრიე, ქალო, გეძახიან, შენი სადღეგრძელოა! - წერს ანა.
.
25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება, რომელიც 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მთავრდება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „საქართველო ყოველწლიურად უერთდება გლობალურ კამპანიას და აქცენტს აკეთებს ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შესახებ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებაზე. 2019 წლის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ძირითადი თემა სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება. მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირების და შესაბამისი პრაქტიკის განვითარების მხრივ“.
.

0
276
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0