საზოგადოება სანამ ასეთი "ვარსკვლავები" გვეყოლება, ამ ქვეყნის წინსვლა არ იქნება - მაია დარსმელიძის სამარცხვინო განცხადება 2022, 26 ნოემბერი, 15:11 ![]() ორი ბოროტმოქმედი შეიჭრა დედათა მონასტერში გაძარცვის მიზნით, მონასტერში მყოფმა 70 წლამდე ასაკის მონაზონმა სცადა მათი მათი შეჩერება, მაგრამ ვერ შესძლო, მონასტერში შეჭრილმა კრიმინალებმა მონაზონს ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს, ხოლო შემდეგ კი მონაზონი გააუპატიურეს. ვიმეორებ: საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მე არ ვამტკიცებ რომ მონაზონი დადასტურებულადაა გაუპატიურებული. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, მონაზონი კლინიკაშია გადაყვანილი და ჯერ კიდევ იქ რჩება. ფაქტი აღმაშფოთებელია გაუპატიურების გარეშეც, დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ადრე ნასამართლევი არიან. ფაქტი ამაზრზენია, მაგრამ უფრო ამაზრზენია ქართული ესტრადის "ვარსკვლავის" ვინმე მაია დარსმელიძის პოსტი, რომელშიც დეგრადირებული აზროვნების "ამოფრქვევა ბრწყინავს". ![]() არ დავასახელებ იმ მომღერლებს, მაგრამ ფაქტს 20-ზე მეტი ზუგდიდელი და არა მარტო ზუგდიდელი შეესწრო. როგორც ჩანს ვინმე მაია დარსმელიძე გამოსწორების ნაცვლად "დაძირვის" კურსს მიჰყვება. 306 4-ს მოსწონს |