x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
წყვილმა 56 სანტიმეტრიანი სხვაობით, პრობლემებზე და სარგებელზე ისაუბრა
image

25 წლის ბრუკ დოსტილიომ და მისმა 24 წლის ბოიფრენდმა დილან პეინტერმა გერმანიიდან გააზიარეს ურთიერთობის გამოცდილება, საქმე იმაშია, რომ სინაღლეში მათ შორის სხვაობაა. ამის შესახებ The Mirror-ი წერს.


გოგონას სიმაღლე 152 სანტიმეტრია, პარტნიორი კი 208 სანტიმეტრი. წყვილის თქმით, ზოგჯერ სიმაღლის დიდი სხვაობის გამო სირთულეებს განიცდიან, მაგრამ „არაფრის შეცვლა არ სურთ“. „პირველად, როდესაც ერთმანეთს ვაკოცეთ, ამისთვუს ჩამოვსხედით. ახლაც, როცა ერთმანეთს ვკოცნით, დილანი იძულებულია ძლიერად დაიხაროს. მაგრამ მე ეს მომწონს“, - ამბობს ბრუკი.


გოგონამ დაამატა, რომ სიმაღლის სხვაობას სარგებელიც მოაქვს. ”თუ მე ვერ ვიღებ რამეს სამზარეულოში ან კარადიდან, მას შეუძლია ამის გაკეთება. და თუ რამე დაეცემა ძირს ან საწოლის ქვეშ შეგორდება, მაშინ ჩემთვისაა უფრო ადვილი მისი აღება, ”- ამბობს ის.



შეყვარებულებმა ერთმანეთი 2020 წელს გაცნობის საიტის მეშვეობით გაიცნეს, როდესაც სწავლობდნენ დელავერის უნივერსიტეტში, რომელიც ამერიკულ ქალაქ ნიუარკში მდებარეობს.


როცა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, მათ არ იცოდნენ სიმაღლეში სხვაობის შესახებ.

image

ბრუკი იხსენებს: „როდესაც პირველად შევხვდით, მახსოვს, როცა დავინახე, მე ვიჯექი ჩემს მანქანაში და ვფიქრობდი: "ღმერთო ჩემო, ის უზარმაზარია!" მან დაამატა, რომ სიურეალისტური მომენტი იყო იმის გაცნობიერება, რომ ის მასზე ბევრად მაღალი იყო.


ახლა ისინი გერმანიის ქალაქ ტრიერში ცხოვრობენ. დილან პეინტერი თამაშობს ადგილობრივ კალათბურთის გუნდში- "Trier Gladiators, ", ბრუკ დოსტილიო კი დისტანციურად იღებს განათლებას, მისი მიზანია გახდეს მრჩეველი ფსიქოლოგიის დარგში.


წყვილს ხშირად აჩერებენ ქუჩაში და ეკითხებიან, ბრუკი მართლა ასეთი დაბალია თუ დილანია ნამდვილად ძალიან მაღალი – პასუხი ორივეზე დადებითია.


”მე ძალიან დაბალი ვარ, ამიტომ ყველა ჩემთვის მაღალია, დილანი კი ისეთი მაღალია, ყველა მისთვის დაბალია, ამიტომ ამას ჩვენთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა.


„სხვა ადამიანებისთვის ეს ნამდვილი შოკია, როცა ისინი გვხედავენ.


”ისინი ჩვეულებრივ კომენტარს აკეთებენ ჩვენი სიმაღლის სხვაობაზე და ძირითადად ესაუბრებიან დილანს, რადგან ის უჩვეულოდ მაღალია."-ამბობს ბრუკ დოსტილიო.


ასევე გოგონას თქმით, ინტერნეტ მომხმარებლებს გამუდმებით აინტერესებთ, სიმაღლეში ასეთი სხვაობის გამო ინტიმურ კავშირში ხომ არ ეშლებათ ხელი. დოსტილიო ირწმუნება, რომ ამის გამო პრობლემები არ ექმნებათ.

2
264
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
264
  
2022, 23 ნოემბერი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 ნოემბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2