x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ბედნიერი მაშინ ხარ, როცა ,,არავინ” არ ხარ და ისე გცემენ პატივს"-პეტრე კოლხი
image

მამა პეტრე კოლხი(კვარაცხელია) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ავრცელებს მოსაზრებას, რომ წარმატებული ადამიანი სულაც არ ნიშნავს მდიდარს და გავლენიანს:


"წარმატებული ადამიანი არ ნიშნავს შეძლებულს და გავლენიანს…


ბევრი მინახავს მატერიალურად მდიდარი, მაგრამ შინაგანად ღარიბი და უსუსური, რომელიც საკუთარი ქონებით ცდილობს საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას და ამაში მასზე უფრო ღარიბები, მაგრამ ფულის ტომრები რომ ეხმარებიან…



რა უბედური უნდა იყო, ვიღაც რომ იმის გამო გიკმევს გუნდრუკს, იქნებ ცოტა მაინც გამოგძალოს…


იქნებ რაღაცაში გამოგიყენოს და მხოლოდ ამის გამო არ იშურებს ეპითეტებს…


თუმცა ასეთ “წარმატებულ” ადამიანს შინაგანი მოსვენება მაინც ეკარგება, რადგან შეუძლებელია არ გრძნობდეს, რომ სინამდვილეში ის არავის სჭირდება და მხოლოდ მის ფულებს არიან დახარბებულები…


ასეთი პატარა ადამიანები კი ანადგურებენ ყველაფერ ღირებულს და ნერგავენ შიშს, აგრესიას, ნიჰილიზმს…


წარმატებული და ბედნიერი მაშინ ხარ, როცა “არავინ” არ ხარ და ისე გცემენ პატივს, ისე უყვარხართ და ისე გაფასებენ…


სინამდვილეში ეს არის ფასდაუდებელი სიმდიდრე… სინამდვილეში ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა…


მსოფლიოს უდიდესი დამპყროველი მაკედონელი მივიდა დიოგენესთან, რა გსურს მითხარი და ყველაფერს შეგისრულებო…


ფილოსოფოსმა უპასუხა, გაიწიე, მზეს ნუ ეფარებიო…


დიოგენეს სიტყვამ უფრო მეტის “დაპყრობა” შეძლო, ვიდრე ალექსანდრეს ომებმა…


ადამიანის ინტელექზე, განათლებაზე და შინაგან განვითარებაზე დიდი წარმატება არ არსებობს!.."-წერ სმამა პეტრე კოლხი.


3
128
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
128
  
2022, 23 ნოემბერი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 ნოემბერი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 18 ნოემბერი, 16:41
რატომ უნდა სცე პატივი "არავინს"?
0 1 3