საზოგადოება "საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა არ არის ადგილი, სადაც პარტიის თავმჯდომარის არჩევაზე ბრიფინგები იმართებოდეს" - მიხეილ სააკაშვილი 2022, 14 ნოემბერი, 19:36 საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის აზრით, პრეზიდენტის ბიბლიოთეკა არ არის ადგილი, სადაც ბრიფინგები უნდა იმართებოდეს. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჩაატარა ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გადადგეს და ამ თანამდებობისთვის შიდა არჩევნები უნდა დაინიშნოს. . „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ პარტიის ამომრჩეველთა უმრავლესობა იდეით არის გაჟღენთილი და არჩევანს ღირსებასა და ფულს შორის, ყოველთვის ღირსებაზე აკეთებდნენ. ამის შესახებ მან „რუსთავი 2-ს“ განუცხადა. . „დარწმუნებული ვარ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა არის იდეით გაჟღენთილი, არიან პრინციპებისადმი ერთგულნი და არჩევანს - ღირსებასა და ფულს შორის, ისინი ყოველთვის აკეთებდნენ ღირსების, მათ შორის, ქვეყნის ღირსების სასარგებლოდ. . დარწმუნებული ვარ, როგორც არასდროს, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი გააკეთებს ძალიან სწორ არჩევანს და მიხვდება, თუ რომელ წლებთან უნდა გაავლოს ანალოგია. ის პროცესი, რომელიც წამოიწყეს კოლეგებმა, არის მათი ლეგიტიმური უფლება, უბრალოდ ფორმა აბსოლუტურად მიუღებელია და კონტექსტს დიდი მნიშვნელობა აქვს. თავისთავად ბევრი ეჭვი გააჩინა, მათი ქმედებები და რიტორიკა უკანასკნელი დღეების განმავლობაში საუკეთესო საკვებს აძლევს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს ფიქრისთვის. ყველა კითხვაზე იქნება პასუხი, ძალიან მკაფიო, ყოველგვარი განსხვავებული ინტერპრეტაციების გარეშე. პასუხები იქნება ცხადი“, - განაცხადა მელიამ. . „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელახლა უნდა იპოვოს ის ადამიანი, ვის გარშემოც გაერთიანდება“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ის გულშემატკივრობს ენმ-ის, რომ გახდეს პოლიტიკური ძალა. „ვგულშემატკივრობ გარკვეულობის შემოტანას „ნაცმოძრაობაში“, რომ ვიცოდე ვინ არის ენმ-ის ნამდვილი და რეალური ლიდერი. „ნაციონალური მოძრაობა“ მინდა გახდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც შეთანხმებაუნარიანი იქნება და შეეძლება, შეთანხმებას, რომელსაც დადებს, შეასრულოს. პარტიაში პოლიტიკური ბრძოლა რომ მიმდინარეობს და გავლენებისთვის იბრძვიან, ეს გასაკვირი არ არის. წინასწარ არავინ იცის, რა გამოვა ამ პროცესებიდან“, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი. 28 შეფასება არ არის
|