ქალი და მამაკაცი "არაფერია შენზე ლამაზი და სრულყოფილი ამ ჯუნგლებში, ჩემო სიყვარულო" - რა მისწერეს თაკო ტაბატაძეს 2022, 12 ნოემბერი, 18:40 გია ბაღაშვილის ყოფილი ცოლი, მსახიობი თაკო ტაბატაძე სოციალურ ქსელში შეყვარებულთან ფეხბურთელ - ნუგზარ სპანდერაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოს აქვეყნებს. „არამარტო პეპლები, მე შენთან ერთად მთელ ჯუნგლებს ვგრძნობ...“ - წერს ტაბატაძე. კომენტარებში კი ფეხბურთელმა უპასუხა: „არაფერია შენზე ლამაზი და სრულყოფილი ამ ჯუნგლებში, ჩემო სიყვარულო...“ მუსიკოს გია ბაღაშვილის და მსახიობის თაკო ტაბატაძის დაშორების შესახებ ჭორები ამა წლის თებერვალში გავრცლედა, მოგვაინებით თავად წყვილმა დაადასტურა, რომ ისინი უკვე სამი წელია ერთად ღარ ცხოვრობენ, თუმცა ეს ამბავი ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო და მხოლოდ ვიწრო საახლობლო წრეში იცოდნენ. როგორც გაირკვა თაკოს, რომელსაც ოთხი ქალიშვილი შეეძინა გიასთან ქორწინების პერიოდში ახალი რჩეული გახლავთ ფეხბურთელი სპანდერა, ანუ ნუგზარ სპანდერაშვილი, რომელიც მასზე 8 წლით უმცროსია. თაკო ტაბატაძე ამ ზაფხულს ბათუმში ისვენებს თავის საყვარელთან, ნუგზარ სპანდერაშვილთან ერთად. თაკო ტაბატაძის მიმართ მეუღლესთან დაშორების და ახალი პარტნიორის გამოჩენის შემდეგ, საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან მის მიმართ აგრესია წამოვიდა. 212 2-ს მოსწონს
|