x
image
თორ ნიკე
საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-4
საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-4


1) 2022 წელს ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ნაწილაკთა ინჟინრის ალბერტო ბალდელის ხელმძღვანელობით შექმნეს ინსულინის ორალური აბები, რომელიც მალე ადამიანებზე გაიტესტება. მან უკვე წარმატებით დაამტკიცა თავისი ეფექტურობა ვირთაგვებზე ჩატარებულ პრეკლინიკურ ცდებში. მისი ადამიანებზე წარმატებით გამოცდის შემდეგ, ის დაინერგება და დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს აღარ დასჭირდება ინსულინის ინექციების გაკეთება შპრიცით. ეს ორალური ტაბლეტები ისევე, როგორც სწრაფად მოქმედი ინსულინის ინექცია, ნახევარი საათის შემდეგ შეიწოვება და ორიდან ოთხ საათამდე მოქმედებს (იხ. წყარო).


მეცნიერებმა შექმნეს ინსულინის ორალური აბები,  რომელიც შპრიცით ინექციას ჩაანაცვლებს



2) 2022 წელს, უმძლავრესმა ონოუეს მზის ტელესკოპმა ჩვენს ვარსკვლავს აქამდე არნახულ დეტალებში ახალი ფოტოები გადაუღო:



მზის ზედაპირის დეტალური ფოტო (2022 წ.)მზის ზედაპირის დეტალური ფოტო (2022 წ.)



3) 2022 წელს ექსპერიმენტულმა სამკურნალო საშუალებამ ფილტვის კიბოს ერთ-ერთი უმძიმესი ფორმა თაგვებში სრულად შეაჩერა. ეს მიღწევა გააკეთეს სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა პათოლოგ-იმუნოლოგი ნიმა მოსაპარტასის ხელმძღვანელობით. პრეპარატმა სახელად ციკლოფოსფამიდმა თავისი ეფექტურობა დაამტკიცა ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს წინააღმდეგ. (იხ. წყარო).


ექსპერიმენტულმა სამკურნალო საშუალებამ ფილტვის კიბოს ერთ-ერთი უმძიმესი ფორმა თაგვებში სრულად შეაჩერა



4) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს ორი ტიპის სიმსუქნე, რომელთაგან ერთი ჯანმრთელობისთვის უფრო საზიანოა. საზიანო ტიპის სიმსუქნე ხასიათდება ცხიმის უფრო დიდი მასით, ხოლო ნაკლებად საზიანო ხასიათდება როგორც ცხიმით, ასევე მჭლე კუნთოვანი მასის მატებით. მხოლოდ ცხიმის მატებით გამოწვეული სიმსუქნე დაკავშირებულია ხშირ ანთებებთან, რაც თავის მხრივ იწვევს კიბოსა და სხვა დაავადებების რისკის ზრდას. (იხ. წყარო).


მეცნიერებმა დაადგინეს,  რომ არსებობს ორი ტიპის სიმსუქნე,  რომელთაგან ერთი ჯანმრთელობისთვის უფრო საზიან




5) შვედეთის უფსალას უნივერსიტეტის პალეონტოლოგებმა 2022 წელს 380 მილიონი წლის წინანდელ ნამარხში სრულყოფილად შემონახული გული შეისწავლეს, რომელიც აღმოჩენილი იქნა ავსტრალიაში, გოგოს ფორმაციაზე. ნამარხი ადრეული ხერხემლიანების, ჯავშნიანი თევზების, ართროდირების ერთ-ერთ სახეობას ეკუთვნის. გული "S"-ის ფორმისაა, ორსაკნიანია, გააჩნია წინაგული, პარკუჭი, გამომავალი ტრაქტი და გაცილებით უფრო დახვეწილია, ვიდრე პალეონტოლოგებს წაემოედგინათ. გულის გარდა ასევე კარგადაა შემონახული სხვა ორგანოებიც სამ განზომილებაში, რაც ამდიდრებს ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას ორგანოთა ევოლუციის შესახებ. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ამ აღმოჩენის შედეგად პირველად მოხერხდა პრიმიტიული ყბიანი თევზის ყველა ორგანოს ერთად ხილვა, განსაკუთრებით კი ისაა საინტერესო, რომ ისინი ჩვენგან არც ისე დიდად განსხვავდებოდნენ. გოგოს ფორმაცია არის ევოლუციის შესასწავლად ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი დედამიწაზე და წარმოადგენდა სიცოცხლით სავსე ვრცელ რიფს დასავლეთ ავსტრალიაში, დევონურ ეპოქაში (419.2 - 358.9 მილიონი წლის წინ) და საოცრად მდიდარია ამ დროის ნამარხებით. ეს ძეგლი კიდევ ბევრ პალეონტოლოგიურ განძს მალავს. (იხ. წყარო).


380 მილიონი წლის წინანდელ ნამარხში სრულყოფილად შემონახული გული და სხვა ორგანოები აღმოაჩინეს380 მილიონი წლის წინანდელ ნამარხში სრულყოფილად შემონახული გული და სხვა ორგანოები აღმოაჩინეს380 მილიონი წლის წინანდელ ნამარხში სრულყოფილად შემონახული გული და სხვა ორგანოები აღმოაჩინეს



ასევე იხილეთ: საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მესამე;



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0