x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა ხიფათებს შეიცავს საუზმეზე და 18 საათის შემდეგ საკვებზე უარის თქმა? – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

არიან ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო, უარს ამბობენ საუზმეზე. მაგრამ, როგორც ექიმები ამტკიცებენ, არ არსებობს მიზეზი, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებას გაამართლებს, რადგან ცხოვრება საუზმის გარეშე და ასევე, 18.00 საათის შემდეგ, საკვებზე უარის თქმა, სახიფათოა ორგანიზმისთვის.


image


საუზმეზე უარის თქმა — ეს იგივეა, მანქანით მგზავრობა, საწვავის ცარიელი ავზით, რომ სცადოთ. სრულფასოვანი საუზმე მხოლოდ ენერგიას კი არ გვაძლევს, კუჭ-ნაწლავის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და შაქრის დიაბეტის II ტიპის განვითარების რისკებს ამცირებს. დილის ტრაპეზა ყველა საჭირო მინერალს, მიკროელემენტს, ვიტამინს და ამინომჟავას შეიცავს. გარდა ამისა, ის აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ძვალ–კუნთოვანი ქსოვილების მდგომარეობას.
imageკარგი საუზმის შემდეგ, ადამიანები სტრესისადმი ნაკლებად მგრძნობიარეები არიან და უფრო თავშეკავებულები არიან სხვებთან ურთიერთობისას, ნაკლებად ეფანტებათ ყურადღება მუშაობისას, უფრო სწრაფად ფიქრობენ და ადვილად იმახსოვრებენ, მხნეობას მთელი დღის მანძილზე ინარჩუნებენ და ნაკლებად იღლებიან სამუშაოზე.
ადამიანების ერთი ნაწილისთვის, საუზმე — ჩვევაა, ხოლო მეორე — მასზე საერთოდ უარს ამბობს. რატომ არ საუზმობენ? ზოგისთვის მიზეზი დროის სიმცირე, სხვებისთვის — წონაში მომატების შიში ან უმადობა არის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი მიზეზებიდან, ყველაზე ხშირად, უმადობას ასახელებენ.
როგორც დიეტოლოგები ამტკიცებენ, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი, რომელიც დილაობით უმადობას უჩივის, გაღვიძებიდან, არაუგვიანეს ნახევარი საათისა, ყოველდღიურად ისაუზმებს, 2-3 კვირის შემდეგ, მადა აუცილებლად გაუჩნდება.

რაც შეეხება გასუქების შიშს, ზედმეტი წონის გაჩენა საუზმის გამო, ფაქტიურად შეუძლებელია — ორგანიზმს წინ მთელი დღე აქვს, რომ დილით მიღებული კალორიები დახარჯოს. გვიანი საუზმე, ან კალორიული სადილი და ვახშამი, ბევრად უფრო საზიანოა გარეგნობისთვის, ვიდრე საუზმე.

imageამას გარდა, ძილის დროს, ორგანიზმში მიმდინარე ბევრი პროცესის შენელება ხდება. გაღვიძების და საუზმის შემდეგ, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი. საუზმის გარეშე კი, ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს და ორგანიზმი უფრო ნაკლებ კალორიას ხარჯავს. ამასთან, ორგანიზმში არ იქნება ფერმენტები, რომლებიც საუზმობის დროს და მის შემდეგ გამომუშავდება. სხვადასხვა შეფასებით, ადამიანები, რომლებიც არ საუზმობენ, მხოლოდ შენელებული მეტაბოლიზმის გამო, წელიწადში 4-7კგ-ს იმატებენ.

არსებობს გასუქების მეორე მიზეზიც: ის ვინც არ საუზმობს, სადილისთვის ისეთი მოშიებულია, რომ საჭიროზე მეტ საკვებს იღებს.

და ბოლოს, ყველაფერში ზომიერების დაცვა არის საჭირო. საუზმე არ უნდა იყოს მეტისმეტად უხვი და კალორიული. თუ, რა თქმა უნდა, სპორტით არ ხართ დაკავებული, ან მძიმე ფიზიკური სამუშაო არა გაქვთ შესასრულებელი. გარდა ამისა, მეტისმეტად კალორიული საუზმე სიმხნევის ნაცვლად, ძილიანობას იწვევს.


image


კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც საკვების მიღებას უკავშირდება, გავრცელებული აზრია იმის შესახებ, რომ ვისაც გახდომა, ან არსებული წონის შენარჩუნება უნდა, 18:00 საათის შემდეგ, საკვების მიღებაზე უარი უნდა თქვას.

imageვიდრე ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ, უნდა აღინიშნოს, რომ აზრი, გვიანი წახემსების ზიანის შესახებ, მხოლოდ მითია, ამასთან, ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათო. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დილის 8 სთ-ზე საუზმობს და 18:00 საათის შემდეგ, საკვების მიღეისგან, თავს იკავებს, მისი ორგანიზმი, 14 საათი მანძილზე, ენერგიის წყაროს გარეშე რჩება. რაც მეტისმეტად ხანგრძლივი პერიოდია და ამასთან, ამ ადამიანების უმრავლესობა, საღამოს საათებში, შიმშილის გრძნობას განიცდის და მის "გადასაგორებლად", კითხულობენ ან ტელევიზორს უყურებენ. მაგრამ, საკმარისია, ეკრანზე საჭმელი გამოჩნდეს, ან მისი სუნი შეიგრძნონ, რომ კუჭის წვენის გამომუშავება ეწყებათ. რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი საკვების გადამუშავებისთვის მომზადებას იწყებს. ამ დროს, კუჭში საკვების არ არსებობის შემთხვევაში, კუჭის წვენის ნაწილი ნაწლავებში გადადის და მის ამოჭმას იწყებს. გარდა ამისა, იზრდება კუჭის წყლულის და გასტრიტის გაჩენის რისკებიც. ამიტომ, დაძინებამდე, 3–4 საათით ადრე, მსუბუქ წახემსებას, ზიანის კი არა, მხოლოდ სარგებლობის მოტანა შეუძლია.

imageამასთან, საკვების მიღებაზე, ხანგრძლივი დროით, თავის შეკავების შემთხვევაში, ორგანიზმი სტრესს განიცდის და როგორც კი საკვები მოხვდება მასში, მაშინვე ცდილობს მარაგის აღებას, რაც ადრე, თუ გვიან, ჭარბი წონის წარმოქმნას იწვევს.
ამრიგად, თავიდან რომ ავიცილოთ გასტრიტი, კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადებები, დისბაქტერიოზი, ჭარბი წონა და სხვა დაავადებები, დიეტოლოგების რჩევა უნდა გავითვალისწინოთ: მოვუსმინოთ სიგნალებს, რომლებსაც ორგანიზმი იძლევა და საკვები მაშინ მივიღოთ, როდესაც ამის მოთხოვნილება გაგვიჩნდება. თუმცა, არასდროს არ უნდა გამოვტოვოთ საუზმე, მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა, დილის საათებში, მადა, დრო ან იმ მომენტში, არსებული საკვების მიღების სურვილი.

და ბოლოს, თუ დასაძინებლად 23:00 სთ–ზე წვებით, შეგიძლიათ 20:00 საათზე ივახშმოთ, ან 21:00 სთ–ზე მსუბუქად წაიხემსოთ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ქალის სილამაზისა და სექსუალობის იდეალები სხვადასხვა ქვეყანაში

* ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება მარტივად და თან, იაფად (გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!)

* ვამსხვრევთ მითს მურაბის შესახებ

* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები. რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები?

* რატომ არის სახიფათო სინათლე საძინებელში? (თუნდაც ის მბჟუტავი იყოს)

* თუ რამე გაწუხებთ, ეს ტესტი გაიარეთ. შესაძლოა, ავადმყოფობის მიზეზი ვიტამინების ნაკლებობა იყოს

* ლამაზებს შორის, ყველაზე ლამაზები – კატის გამორჩეული ჯიშები (TOP - 10)



4
926
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
926
  
2022, 3 დეკემბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 23 ნოემბერი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 ნოემბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 12 ნოემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4