სასარგებლო პროდუქტები ვამსხვრევთ მითს მურაბის შესახებ 2022, 10 ნოემბერი, 9:12 მას შემდეგ, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მოხდა და მას ბევრმა აუწყო ფეხი, მურაბის სასარგებლო თვისებების შესახებ, ბევრმა დაივიწყა და მას, ზოგიერთი, იმის გამო, რომ დიდი რაოდენობის შაქარს შეიცავს, მავნე პროდუქტადაც კი მიიჩნევს. მაგრამ, ინფორმაცია მურაბის მავნებლობის შესახებ, მხოლოდ მითია. სინამდვილეში, მურაბა, ნებისმიერი სახის, ძალიან სასარგებლო პროდუქტი არის ორგანიზმისთვის – ნატურალური კენკრის, შაქრის და წყლის ნაზავი В ჯგუფის ვიტამინების ნაკრებს, PP და Е ვიტამინს შეიცავს. თერმული დამუშავების შემდეგ, რა თქმა უნდა, ცოცხალ ხილში და კენკრაში არსებული ბეტა-კაროტინი და ასკორბინის მჟავა არ ინახება, სამაგიეროდ ინახება სხვა ვიტამინები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის მთელი კენკრის ან ხილის არის და არა ჯემის მაგვარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტკბილი პროდუქტი დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს და მნიშვნელოვანია მისი მცირე დოზებით მიღება, რომ მითი არ ახდეს და სარგებლობის ნაცვლად, ზიანი არ მოგიტანოთ. თუ გადაწყვიტეთ, ჩაის მურაბით მირთმევას, მაშინ ჩაის შაქარი აღარ უნდა დაუმატოთ. ხოლო, თუ მურაბას თეთრ პურზე წაისვამთ და ისე მიირთმევთ, მაშინ ნახშირწყლებს, ნახშირწყლები დაემატება, რაც მსუბუქად რომ ვთქვათ, სასარგებლო არ არის. საერთოდ, ყველაზე სასარგებლო, მურაბის და ჩაის კომბინაციაა: ის აუმჯობესებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ეხმარება ორგანიზმს სეროტონინის გამომუშავებაში, და თუ ადამიანი, რაიმე მიზეზის გამო, შოკოლადზე ამბობს უარს, მაშინ შეუძლია მურაბა მიირთვას, ოღონდ ნატურალური, ყოველგვარი დანამატების გარეშე, ანუ საუკეთესო ვარიანტი, სახლში მომზადებული მურაბაა. ზოგიერთი მურაბა მხოლოდ სასარგებლო და გემრიელი კი არა, კარგი სამკურნალო საშუალებაც არის. ქვემოთ კი, «წამალი» მურაბების სიას წარმოგიდგენთ: ჟოლოს მურაბა. საუკეთესო საშუალებაა გაციების და გრიპის დროს. არის სიცხის დამწევი და ოფლმდენი, სასარგებლოა დაქვეითებული იმუნიტეტის დროს, აუმჯობესებს გულის მუშაობას და ასტიმულირებდა სისხლწარმოქმნას. ჟოლოს მურაბას აქვს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი თვისებები. ბაბუაწვერას მურაბა. სასარგებლოა ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის და შარდ-კენჭოვანი დაავადება დროს. ის აღადგენს ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაზიანებულ უჯრედებს და არის კარგი პროფილაქტიკური საშუალება ასთმის და ბრონქიტის დროს. შავი მოცხარის მურაბა. ეს მურაბა მინერალების, ვიტამინების და ანტიოქსიდების ნამდვილი საკუჭნაოა. თუ მურაბა სწორედ არის მომზადებული, ის საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. ძახველას მურაბა. ძალიან სასარგებლოა გაციების პირველი ნიშნების დროს. ასევე, ძალიან კარგია კანისთვის – აქრობს ანთებას და შველის აკნეს. ცირცელის მურაბა. არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ამცირებს არტერიულ წნევას. სასარგებლოა ათეროსკლეროზის, სისხლის შედედების დარღვევის, რევმატიზმის, ალერგიის და შაქრიანი დიაბეტის დროს. აუმჯობესებს ღვიძლის და ენდოკრინული სისტემის მუშაობას, აძლიერებს იმუნიტეტს. ქაცვის მურაბა. ქაცვის მურაბა აძლიერებს იმუნიტეტს, მაგრამ მისი ყოველდღე მირთმევა არ შეიძლება. ის გაჯერებული არის ნახშირწყლებით, რაც ორგანიზმისთვის რთულად მოსანელებელი არის. მარწყვის მურაბა. რაც შეეხება ხენდროს (მას შეცდომით მარწყვს ვეძახით) მურაბას, ის სასარგებლოა თირკმელების დაავადებების დროს, იმიტომ რომ დადებითად მოქმედებს თირკმელების ფილტრაციის ფუნქციაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მურაბას შარდმდენის ფუნქცია აქვს. ალუბლის მურაბა. აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული ეფექტი, ამცირებს არტერიულ წნევას და ამაგრებს ძვლებს. კომშის მურაბა. აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს განწყობას და განსაკუთრებით სასარგებლოა ასთმის მქონე ადამიანებისთვის. ნესვის მურაბა. ხელს უწყობს ჰემატოპოეზს (სისხლის უჯრედების წარმოქმნა), სასარგებლოა სტრესის და ნევროზების დროს. გარგარის მურაბა. ეს მურაბა დადებითად მოქმედებს გულის ფუნქციონირებაზე. ვაშლის მურაბა. არეგულირებს წნევას და აძლიერებს გულს. ვარდის ფურცლების მურაბა. სასარგებლოა ყელის ტკივილის და გაციების დროს. გირჩის მურაბა. გამოიყენება ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ. ახდენს გულის სისტემის გაძლიერებას და მისი მუშაობის ნორმალიზებას. არხის სხვა სიახლეები:* ქალის სილამაზისა და სექსუალობის იდეალები სხვადასხვა ქვეყანაში* ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება მარტივად და თან, იაფად (გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!)* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები. რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები?* რატომ არის სახიფათო სინათლე საძინებელში? (თუნდაც ის მბჟუტავი იყოს)* თუ რამე გაწუხებთ, ეს ტესტი გაიარეთ. შესაძლოა, ავადმყოფობის მიზეზი ვიტამინების ნაკლებობა იყოს* სტილის და სილამაზის 9 გაკვეთილი ბრწყინვალე სოფი ლორენისგან* ფაუნის სამყაროს ვარდისფერი წარმომადგენლები* ვარდებისადმი არაჯანსაღი სიყვარული, ფსიქიკური პრობლემები, დევნის მანია – საინტერესო ფაქტები ლუი დე ფიუნესის შესახებ1899 3-ს მოსწონს
|