x
image
თორ ნიკე
საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-3
საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-3


1) ასთმის სამკურნალო ახალმა საშუალებამ თაგვებზე ჩატარებული ადრეული ცდები წარმატებით გაიარა. 2022 წლის მონაცემებით ასთმა მსოფლიოში აწუხებს 250 მილიონზე მეტ ადამიანს და ამ დაავადებით ყოველ წელს ასობით ათასი ადამიანი იღუპება. ასთმის განკურნების ან მისი სიმძიმის ხარისხის საფუძვლიანად შემამცირებელ საშუალებაზე წარმატებით მუშაობს ბრიტანეთის ასტონის უნივერსიტეტის ბიოლოგთა და ფარმაკოლოგთა ჯგუფი ჯილ ჯონსონის ხელმძღვანელობით. (იხ. წყარო)


ასთმის სამკურნალო ახალმა საშუალებამ თაგვებზე ჩატარებული ადრეული ცდები წარმატებით გაიარა




2) რამდენად დიდი შეიძლება იყოს ვარსკვლავი? დღემდე ჩვენ მიერ აღმოჩენილი ვარსკვლავი სახელწოდებით R136a1 დაახლოებით 150-230 მზის მასისაა - საშუალოდ დაახლოებით 196 მზის მასა აქვს. ის მდებარეობს ვარსკვლავთგროვაში სახელწოდებით R136, რომელიც ზოგადად გამოირჩევა დიდი ზომის ვარსკვლავებით. თავად ეს ვარსკვლავთგროვა არის ტარანტულას ნისლეულში, მაგელანის გალაქტიკის დიდი ღრუბლის ერთ-ერთ ვარსკვლავურ ინკუბატორში. ჯერჯერობით არ ვიცით, თეორიულად რა არის ვარსკვლავის მასის ზედა ზღვარი, მაგრამ ცნობილია, რომ არსებობს ე.წ. "ედინგტონის ზღვარი", რომლის გადაკვეთისას ვარსკვლავის ბირთვის რადიაციის გარეთ მიმართული წნევა აჭარბებს შიგნით მიმართულ გრავიტაციის წნევას და ვარსკვლავის გარე ფენების მატერიას აიძულებს რომ გამოიტყორცნოს. ადრე ედინგტონის ზღვარი განისაზღვრებოდა 150 მზის მასით, მაგრამ შემდეგ, 2009 წელს ჰაბლის ტელესკოპით აღმოაჩინეს ამაზე უფრო გიგანტური ვარსკვლავების შემცველი ზემოთაღნიშნული გროვა - R136. მოდელირებების მიხედვით ვარაუდობენ, რომ ასეთი მონსტრები შეიძლება ორი ან რამდენიმე ვარსკვლავის შერწყმის შედეგადაც წარმოიქმნას. ზოგადად, მასიური ვარსკვლავი სიკვდილისას შავ ხვრელს წარმოქმნის ხოლმე, მაგრამ არსებობს ბევრად იშვიათი შემთხვევა, როცა ვარსკვლავი არის 130 მზის მასაზე დიდი. ასეთი გიგანტის სიკვდილისას შეიძლება მოხდეს აფეთქება ე.წ. წყვილურ-არასტაბილური სუპერნოვას სახით, რა დროსაც ფეთქდება მთელი ვარსკვლავი, თავის ბირთვიანად. სწორედ ამ კატასტროფული ძალის აფეთქების დროს სუბატომურ პროცესთა შედეგად წარმოიქმნება მძიმე ელემენტები. (იხ. წყარო).



რამდენად დიდი შეიძლება იყოს ვარსკვლავი?




3) ვანადიუმის დიოქსიდი (VO2) - 2022 წელს მეცნიერებმა გამოავლინეს ქიმიური ნაერთი, რომელსაც მეხსიერება აქვს. ასე არც ერთი სხვა ნივთიერება არ იქცევა. მას შეუძლია "დაიმახსოვროს" წარსულში გადატანილი გარე სტიმული მიუხედავად იმისა, რომ ცხადია ის არც ცოცხალია და მით უმეტეს არც ნეირონები აქვს. ამ აღმოჩენას დიდი გავლენა ექნება ახლო მომავალში ელექტრონული მოწყობილობების განვითარებაზე. ის არის ყველა აქამდე არსებულზე უკეთესი ნახევარგამტარი და ასევე შეიძლება ნეირომორფული კომპიუტერული გამოთვლების და მრავალდონიანი მეხსიერების გზა შემოგვთავაზოს (იხ. წყარო).


ვანადიუმის დიოქსიდი (VO2) - ქიმიური ნაერთი,  რომელსაც მეხსნიერება ა



4) 2022 წელს აღმოაჩინეს კიდევ ერთი დედამიწისებრი პლანეტა, რომელიც დედამიწიდან დაშორებულია 100 სინათლის წლით და სავარაუდოდ, თითქმის მთლიანად მისი ზედაპირი დაფარულია წყლით. მას TOI-1452b უწოდეს. აღნიშნული პლანეტა წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს და მისგან ისეთ გამოსხივებას იღებს, რომ მის ზედაპირზე ოკეანეების თხევად მდგომარეობაში არსებობა მეტად სავარაუდოა. ის დედამიწაზე დაახლოებით 1.6-ჯერ უფრო დიდია. (იხ. წყარო)


სუპერდედამიწა TOI-1452b თხევადი ოკეანეებით



5) 2022 წელს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგებმა ლი ბინ ვანგის ხელმძღვანელობით მოახერხეს და ლაბორატორიულ პირობებში, თაგვებში შეცვალეს ქრომოსომების რაოდენობა ისე, რომ მათგან წარმატებული და ჯანმრთელი შთამომავლობა მიიღეს. დააკვირვება კვლავ მიმდინარეობს, თუ რა შედეგებს გამოიღებს ეს ყველაფერი მათ მიერ გაჩენილი თაგვების ახალ-ახალ თაობებში. მეცნიერებმა ფაქტობრივად უკიდურესად დაჩქარებულად მოახერხეს ბიოლოგიურ ორგანიზმში გამოეწვიათ ისეთი გენეტიკური ცვლილება (ქროსმოსომების რიცხვის ცვლა), რასაც ბუნებრივ პირობებში ევოლუცია მილიონობით წელს ანდომებს, მაგალითად ბუნებრივ პირობებში ქრომოსომების გადალაგებით გამოწვეული ცვლილებები მღრღნელებში ხდება მილიონ წელიწადში 3.2-3.5 გადალაგების სიხშირით, ხოლო ადამიანებში და სხვა პრიმატებში უფრო ნელა - მილიონ წელიწადში დაახლოებით 1.6 ქრომოსომული გადალაგება ხდება. ჩინელმა მეცნიერებმა თაგვების ორი ჯგუფი გამოყვეს, პირველში ერთმანეთს შეურწყეს ამ თაგვების მე-4 და მე-5 ქრომოსომა, ხოლო მეორე ჯგუფში - 1-ლი და მე-2 ქრომოსომა. წარმატებული გამოდგა მე-4 და მე-5 ქრომოსომა-შერწყმული თაგვების შთამომავლობა, ხოლო 1-ლი და მე-2 ქრომოსომა-შერწმული თაგვების შთამომავლები უფრო დიდები, ნელები და აგრესიულები გამოვიდნენ. ასეთი მასშტაბის ცვლილებები გენომში ახალი სახეობების წარმოქმნასაც კი უდებს ხშირად სათავეს და შთამომავლებში დრამატულ ცვლილებებს იწვევს. მაგალითად გორილებს და სხვა პრიმატებს 48 ქრომოსომა აქვთ, ხოლო ადამიანებში ორი მათგანი შეწყვილებულია ისე, რომ საბოლოო ჯამში 46 ქრომოსომას ქმნის, რაც ზოგადად ქვესახეობათა და სახეობათა შეწყვილებას შეუძლებელს ხდის და აქედან გამომდინარე აყალიბებს დიდად განსხვავებულ არსებებს (ქვესახეობებს და სახეობებს) დროთა განმავლობაში. ამ კონკრეტული ცვლილებებით თაგვებში ჯერჯერობით უცნობია რა თვისებები განვითარდება, მაგრამ შეიძლება ცვლილებები მომავალ თაობებში დრამატული იყოს. კაცობრიობამ კი დაიწყო ამ უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიის ათვისება, რამაც შეიძლება ახლო მომავალში ფართომასშტაბიანი გენეტიკური ინჟინერიის შესაძლებლობა მოგვცეს, რაც დაასრულებს მრავალ დაავადებას და გააუმჯობესებს კაცობრიობას, როგორც სახეობას (იხ. წყარო).


ჩინელებმა თაგვების ქრომოსომების რაოდენობა ხელოვნურად წარმატებით შეცვალეს



ასევე იხილეთ: საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეორე;



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
184
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0