საზოგადოება 17 წლის ლგბტ წარმომადგენელი აცხადებს, რომ მას ავტობუსში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ (ვიდეო) 2022, 7 ნოემბერი, 13:11 17 წლის ლუკა აბლოთია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ. "ეს "კაცი" თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო. რატო გაცვია შეხსნილი ღილებითო. მეთქი რაშენი საქმეა მე რა მეცმევათქო და დავიწყეთ კამათი. მერე ეს კაცი წამოდგა და ხელის დასარტყამად გამოიწია მერე კიდევ ერთმა წამოიწია და თითქმის ბრბოს ქვეშ მოვხვდი რომელიც მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. მერე გოგონებმა გამარიდეს და ავტობუსის წინა ნაწილში გადავედი სადაც 112 დავრეკ. ეს კაცი მოვლით მემუქრებოდა სხვა გზა არ მქონდა. დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ. მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ. მერე წერეთლის 126 გააჩერა მძღოლმა პოლიციას ველოდებოდით. ეს კაცი წინ გადმოვიდა და ხელი დამარტყა. მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა. ავტობუსში ზოგიერთი "ქალი" მე მაბრალებდა ამას. ვერ გიყვებით ღრმად დეტალებს რადგან ცუდა ვარ ამას რო ვწერ. მერე პოლიცია მოვიდა და სასწრაფო გამოიძახეს. ამ ნაძირალას და ყველას იმ ავტობუსში ვინც ჩემი უფლებები შელახა აუცილებლად ვგებინბ პასუხს! გახსოვდეთ ეს ომია თავისუფალი ადამიანების და უმცირესობების წინააღმდეგ. ეს თავდასხმაც ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა. გახსოვდეთ ჩვენ გავიმარჯვებთ!
634 2-ს მოსწონს
|