x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეჭვი მაქვს, ჩემი დაქალი შვილს ჩემი ქმრისგან ელოდება"(ლიზი 25 წლის)

image

დედაჩემს არასოდეს უთქვამს, ამასთან იმეგობრე და ამასთან არაო.


თუმცა, სულ მაფრთხილებდა: შვილო, იქნებ გაახილო თვალი და დაინახო, შენს სადაქალოში ისეთებიც არიან, ვისაც შენი კარგად ყოფნა შურსო. ამაზე, ხშირად გვიკამათია. თავს ვიკლავდი: ჩემი რა უნდა შეშურდეთ, დებივით ვართ, გამორიცხულია, გეჩვენება რაღაცები-მეთქი. პირველად მაშინ მივხვდი, დედა რომ მართალი იყო, როცა შეყვარებული და ჩემი ერთი დაქალი უმიზეზოდ დამშორდნენ და მერე გავიგე, რომ ერთად იყვნენ. ძალიან მეტკინა გული, თუმცა ამის გამო სადაქალო არ მომიძულებია და არც ეჭვის თვალით შემიხედავს რომელიმესთვის.
თემო რომ გავიცანი და მასთან დავიწყე ურთიერთობა, ყველგან სადაქალოსთან ერთად დავდიოდი. თემოს თავისი ძმაკაცები მოჰყავდა, მე – ჩემი დაქალები და ძალიან კარგად ვერთობოდით. დედა მაშინაც მაფრთხილებდა: ყურადღებით იყავი, შვილო, არ მომწონს ყველგან სადაქალო რომ დაგყავს, ისევ რამე არ მოხდეს. პირველ შეყვარებულს რომ დაშორდი, ისე ინერვიულე, ამას მეორედ ვეღარ გადაიტანო. მესმის, დედაა და განიცდიდა, მაგრამ მე სიცილით ვპასუხობდი: მოიცა რა, დე, თვალი არ მეცეს, გიშერს ჩამოვიკიდებ და ისე ვივლი-მეთქი. მოკლედ, თემოს გაცნობიდან მალევე გავყევი ცოლად.
არაჩვეულებრივ ოჯახში მოვხვდი, მშობლებმა ქორწილიც ზღაპრული გადაგვიხადეს და შევქმენით თბილი ოჯახი. ცალკე გადავედით საცხოვრებლად და ჩვენი სადაქალ-საძმაკაცო ხშირად გვსტუმრობდნენ და ზოგჯერ ღამითაც კი რჩებოდნენ. ნინი, ჩემი ყველაზე ახლო დაქალი და მესაიდუმლე იყო. თუ რამე ხდებოდა, პირველს მას ვუყვებოდი. სხვათა შორის, დედას დიდად არ მოსწონდა ნინი და ამას ხშირად აღნიშნავდა: დაკვირვებული ვარ, ისეთი თვალით უყურებს ბიჭებს, ვიღაცას ან შეყვარებულს „აახევს“ ან ოჯახს დაუნგრევსო. დედა ახალგაზრდაა და თანამედროვედ მოაზროვნე, მასთან დაქალივით ვარ და მწყინდა, ასე რომ მელაპარაკებოდა. ამის გამო ვცდილობდი, როცა სტუმრები მყავდა, მისთვის მეთქვა, არ მოხვიდე-მეთქი. ერთხელაც, ნინიმ მითხრა: მგონი, შეყვარებული ვარ, ერთი ბიჭი მომწონსო. ჩავეკითხე, ვინ არის-მეთქი და არ მითხრა. მიპასუხა: ჯერ გრძნობებში კარგად გავერკვევი და მერე გეტყვი, არ დამაძალოო. მეწყინა. ვიფიქრე: მე ყველაფერს ვუყვები და ეს რატომ მიმალავს-მეთქი. არც ის ტიპი ვარ, ვინმეს რამე დავაძალო. თუ უნდა, მეტყვის, თუ არადა, ამის გამო მასთან გაბუტვებს ვერ დავიწყებ. ერთ დღესაც, ნინი ამოვიდა ჩემთან. მარტო ვიყავი. დავსხედით, ყავა მოვადუღე და ვსვამდით. ვერ იყო ხასიათზე და ჩავეკითხე: არ მომწონხარ, რა მოხდა-მეთქი. შემომხედა, თვალი თვალში გამიყარა და მითხრა, ორსულად ვარო. ჯერ დავიბენი, მერე გამიხარდა, მერე გაურკვევლობაში ჩავვარდი და დავაყარე კითხვები: ვინაა მამა? ის ბიჭია, ვინაობა რომ დამიმალე? ახლა, რას აპირებთ? ცოლად მოგიყვანს. ნინი ჯიუტად დუმდა, მიყურებდა და იღიმებოდა. ამ დროს მოვიდა ჩემი ქმარი. ნინიმ მთხოვა, მასთან არაფერი მეთქვა. რასაკვირველია, არ შევიმჩნიე, თუმცა, იმდენად ცივად შეხვდნენ ერთმანეთს, ეჭვი გამიჩნდა, ნეტავ რამეზე ხომ არ წაკამათდნენ და მე არ ვიცი-მეთქი. მათი უცნაური მზერაც დავიჭირე, მერე, ოთახიდან რომ გავედი და შემოვედი, საუბარი უცბად შეწყვიტეს... ვერ მივხვდი, რა ხდებოდა.
ნინიმ მოიმიზეზა, ვერ ვარ კარგადო და წავიდა. ვეხვეწე: თუ თავს ცუდად გრძნობ, დარჩი-მეთქი, მაგრამ თავი გაიგიჟა, არაო. არადა, ჩვენთან დარჩენა ყოველთვის უხაროდა. მეორე დღეს, ჩემს ქმარს ვესაუბრებოდი და შევამჩნიე, ფიქრებში ისე იყო წასული, არც კი მისმენდა, მაგრამ ნინი რომ ვახსენე, თითქოს მაშინ გამოფხიზლდა, დაბნეულად რაღაც ჩაილუღლუღა, ადგა და მოსაწევად აივანზე გავიდა. თემო ასეთ ხასიათზე, პირველად ვნაზე. რამდენიმე დღეში, ისევ ამოვიდა ნინი და ისიც შეცვლილი მომეჩვენა. თემოს თუ ვახსენებდო, წითლდებოდა, იბნეოდა, უცნაურ მოძრაობებს იწყებდა. იმ ბიჭზე საუბარს კი, ვისგანაც ორსულად იყო, საერთოდ თავს არიდებდა. თემო მოვიდა თუ არა, ადგა და წავიდა. იმ ღამეს დავფიქრდი, დავაკავშირე ფაქტები ერთმანეთს და ეჭვი გამჩნდა: არ არის გამორიცხული, ნინი ჩემი ქმრისგან იყოს ორსულად. სანამ ბავშვის ამბავს გავიგებდი, მანამდე მიყვებოდა ერთ გოგოზე, როგორ შეუყვარდა დაქალის ქმარი, გააჩინა შვილი და დღეს ერთად არიან. ისიც გამახსენდა, რომ მეუბნებოდა: ლიზი, თემო ძალიან გიყვარს და რას იზამ ერთ დღესაც რომ გამოგიცხადოს, შენგან მივდივარო. გამეცინა: გოგო, საიდან მოგდის ეგ დებილური აზრები-მეთქი. თავი ჩაღუნა და ჩაილუღლუღა:(განაგრძეთ კითხვა )
0
119
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0