x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრიტანეთში გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელსაც 411 დღე ჰქონდა კორონავირუსი

image

დიდ ბრიტანეთში გამოჯანმრთელდა მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი უსაშველოდ გაუხანგრძლივდა და მიაღწია რეკორდულ ნიშნულს:411 დღეს. ინფორმაციას არხი Sky News ავრცელებს.



59 წლის მამაკაცს 2020 წლის დეკემბერში COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მიუხედავად სიმპტომების გაქრობისა, ტესტები დადებითი 2022 წლის იანვრამდე. ექიმების თქმით, ბრიტანელ მამაკაცს ვირუსის ადრეული შტამი ჰქონდა.


გაირკვა, რომ მამაკაცს თირკმლის გადანერგვის შემდეგ იმუნური სისტემა დასუსტებული ჰქონდა. შტამის იდენტიფიცირების შემდეგ, ექიმებმა შეძლეს პაციენტის განკურნება ცნობილი ამერიკული წამლის Regeneron-ის დახმარებით, რომელიც ასევე დაეხმარა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.



2022 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ COVID-19-ის ყველაზე ხანგრძლივი შემთხვევა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში - პაციენტი 18 თვის განმავლობაში განუწყვეტლივ ავადობდა. ექსპერტების თქმით, პაციენტი საბოლოოდ გარდაიცვალა, მას სერიოზული იმუნოდეფიციტი ჰქონდა.


რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ დიდ ბრიტანეთში Covid-19-მა იმსხვეროლა 15 წლის გოგონა, რაც ძალზე მოულოდნელი იყო ექიმებიისთვის.


15 წლის ჯორჯა ჰალიდეი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა კოვიდით გამოწვეული მიოკარდიტით ანუ გულის კუნთის ანთებით.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯორჯას აწუხებდა "მძიმე" მიოკარდიტი - გულის კუნთის ანთება - გამოწვეული Covid-19-ით.



ბავშვებში კოვიდ მიოკარდიტი "უკიდურესად იშვიათია" და ჯორჯას მდგომარეობა იმდენად უნიკალური იყო, რომ ექიმებმა, რომლებიც მკურნალობდნენ ჯორჯას, თქვეს, რომ ის იყო "ერთადერთი ბავშვი და მსგავსი ადრე არ შეხვედრიათ".

1
81
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
81
  
2022, 4 ნოემბერი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1