საზოგადოება ბათუმის ზღვაში 39 წლის კაცს ეძებენ 2022, 1 ნოემბერი, 21:42 ბათუმში ზღვაში ეძებენ კაცს, რომელიც პირსიდან გადახტა. შემთხვევა დღეს დაახლოებით 19 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით პირსზე სამი ტურისტი იმყოფებოდა ორი კაცი და ერთი ქალი. ერთ-ერთ მათგანს 39 წლის კაცს ტანსაცემლი გაუხდია და ზღვაში გადამხტარა. დიდი ტალღების გამო კაცმა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ადგილზე მისულმა პოლიციამ თანმხლები ქალი და კაცი პილიციის მეექვსე განყოფილებაში დასაკითხად გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება ექსპერტიზა. ფოტო შემთხვევის ადგილიდან / ბათუმის ცენტრალური ბულვარი, პირსი 95 შეფასება არ არის
|