საზოგადოება იყო თუ არა ჟაკლინ კენედი ლამაზი? 2022, 2 ნოემბერი, 9:50 ჟაკლინ კენედი ჩვეულებრივ ქალთა რიცხვს არ მიეკუთვნება. ბევრი თვლის, რომ იგი არაჩვეულებრივი ლამაზმანი იყო, და ბევრიც–პირიქით. მისდამი გულგრილს იშვიათად შეხვდებით, მის კოპირებას დღესაც ცდილობენ. და მაინც, იყო თუ არა ჟაკლინი ლამაზი, თუ ლამაზი ის მრავალი ადამიანის თვალში გახდა? შეიძლება ითქვას, რომ ჟაკლინს არ გაუმართლა გარეგნობაში, მაგრამ გაუმართლა იმაში, რომ შეძლებულ და სახელოვან ოჯახში დაიბადა. ადეკვატურად აღიქვა რა თავისი მონაცემები, ჟაკლინმა შესძლო თავისი გარეგნობიდან მაქსიმუმის გამოწურვა და მეტიც, სტილის ხატი გამხდარიყო. სტილის ხატები კი ყოველთვის უფრო ლამაზებად და მომხიბვლელებად გვეჩვენება და აქ უკვე ერთვება და მუშაობას იწყებს რეპუტაცია. ჟაკლინის სტილზე და აღზრდაზე დიდი ზეგავლენა იქონია მკაცრმა, მაგრამ რა თქმა უნდა მოსიყვარულე დედამ, ჟანეტ ლი ბუვიემ. დედა შვილს ვარდისფერი სათვალის გარეშე უყურებდა და ჟაკლინიც შეაჩვია იმას, რომ მასაც ასევე შეეხედა თავის თავისთვის. ამის წყალობით ქალიშვილმა ადრეული ასაკიდანვე შეისწავლა თავისი სახის თავისებურებები და შეეძლო ნაკლის დაფარვა. განიერი ცხვირის ხიდი, ძალიან დაშორებული თვალები და მძიმე ქვედა ყბა–მისი არამომგებიანი ქალური ნაკვთებია. თუმცა შესანიშნავი პროფილი, ხშირი თმა და ნაზი იდეალური კანი ეხმარებოდა ჟაკლინს ნაკლოვანებებისგან ყურადღების გადატანაში. ჟაკლინი მთელი ცხოვრება ერთი სიგრძის თმას და ერთიდაიგივე ვარცხნილობას ატარებდა–ამით იგი სახის ოვალის კორექტირებას ახდენდა. ფოტოებზე საჭირო რაკურსიც მისი საყვარელი ილეთი იყო. ჟაკლინი ყოვეთვის მკაცრად აკონტროლებდა წონას–მისი ფიგურის მქონე ადამიანისთვის გასუქება კატეგორიულად არ შეიძლებოდა. იგი საკმაოდ მაღალი იყო, კარგი ფეხებით და თხელი ხელებით, მაგრამ მძიმე ტორსით და ქალური სინაზის გარეშე, თუმცა ვინ მიხვდებოდა ამას, ის ხომ ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში იყო და მხოლოდ იმ სტილის ჩაცმულობით, რომელიც ყველაზე მომგებიანი იყო მისთვის. სტილის ხატად გახდომა იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჩაიცვა მხოლოდ ყველაზე მოდური ტანსაცმელი, არამედ იმას, რომ ნებისმიერ დროს მაქსიმალურად კარგად გამოიყურებოდე, რაც ხალხის თვალში მოდურად, მოვლილად და ძვირფასად გაქცევს. ოთხი შვილის გაჩენის, უამრავი სტრესების გადატანის (თვალწინ მეუღლის სიკვდილი, გაჩენისთანავე ორი შვილის სიკვდილი) შემდეგაც ჟაკლინი პოულობდა თავის თავში ძალას, რომ გამართული ევლო და ცხოვრებისთვის თვალებში ჩაეხედა. ძლიერი ადამიანები კი დიდი მიმზიდველობით გამოირჩევიან, ამაშია ჟაკლინის მომხიბვლელობის კიდევ ერთი საიდუმლო. და კიდევ, "ჯეკის" მხარეს იყო ბრწყინვალე აღზრდა და ნებისმიერ სიტუაციაში თავის დაჭერა. ჟაკლინს ბავშვობიდანვე ამზადებდნენ მაღალი საზოგადოებისთვის და სრულებით არ არის შემთხვევითი, რომ იგი ორჯერ გათხოვილი იყო მაღალი თანამდებობის მამაკაცზე. ამიტომ, არდაბადებული ლამაზად, იგი გახდა ლამაზი, რომელმაც ღირსეულად იცოდა თავის წარმოჩენა. იხილეთ სხვა სტატიები:რას მალავდა მთელი ცხოვრება თაყვანისმცემლებისგან მერილინ მონრო როგორები იქნებოდნენ დღეს, ადრე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები ბელმონდო: მომხიბვლელი ავანტურისტი, რომელიც ყოველთვის უყვარდათ ქალებს კიანუ რივზი და სხვა ცნობილები, რომლებსაც ცოლად უბრალო ქალბატონები ჰყავთ მელანია ტრამპის წარსულის ფოტოები, როცა ჯერ კიდევ სამოდელო ბიზნესში იყო მერილინ მონროს აფრიალებული კაბა - როგორ იმოქმედა ამ ფაქტმა მის ცხოვრებაზე? პომადის შემადგენლობა, მისი ისტორია და საშიშროება ჟერარ დეპარდიეს ყოფილი საყვარლების სიაში შერონ სტოუნი და ვუპი გოლდბერგიც არიან ცნობილი მოდელების და მსახიობების პროვოკაციული ფოტოსესიები ძალიან ახალგაზრდა ასაკში ყველაზე ცნობილი ბრილიანტის სამკაულები კინოს ისტორიაში 1055 4-ს მოსწონს |