x
მეტი
  • 10.08.2022
  • სტატია:121426
  • ვიდეო:354801
  • სურათი:493464
ყველაზე ცნობილი ბრილიანტის სამკაულები კინოს ისტორიაში

image


შთამბეჭდავი დეკორაციების, რეკვიზიტების და ერთი შეხედვით, თითქოს მეორეხარისხოვანი აქსესუარების შერჩევა გადასაღები მოედნისთვის-კინოწარმოების ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. სწორედ ეს წვრილმანი დეტალები ქმნიან საჭირო ატმოსფეროს და შეიძლება რიგითი სურათიც კი, არც თუ ისე ძლიერ მსახიობთა შემადგენლობით, კინოგაქირავების ლიდერი გახადოს. ასე, საიუველირო სამკაული, რომელიც რომელიმე ხმაურიანი ძარცვის ან სასიყვარულო დრამის ცენტრში ხვდება, ან უბრალოდ ეხმარება პერსონაჟის პიროვნების ამოცნობაში-ის უფრო ცნობილი ხდება, ვიდრე თვითონ ფილმი. თუ გავიხსენებთ ძვირფასეულობას კინომატოგრაფიის ისტორიიდან, მაშინვე თვალწინ წარმოგვიდგება "საუზმე ტიფანისთან" და ოდრი ჰეპბერნის მარგალიტის კოლიე ბრილიანტებით, მერილინ მონროს ბრილიანტები ან ჯულია რობერტსის ყელსაბამი "ლამაზმანი"-დან.

აქ გაგაცნობთ არა მხოლოდ ცნობილ და ძვირფას სამკაულებს კინოს ისტორიიდან, არამედ მათთან დაკავშირებულ ლეგენდებსაც.


"ოკეანის გული" და რეალური როუზის და ჯეკის ისტორია


ლეგენდარული ფილმის "ტიტანიკი"-ს სცენა, სადაც შიშველი როუზი მხატვარ ჯეკს (ლეონარდო დი კაპრიო) პოზირებს, მასზე მხოლოდ ერთადერთი რამ არის-გულის ფორმის ლურჯი ბრილიანტის გულსაკიდი.


image

კადრ ფილმიდან "ტიტანიკი"

ფილმის მიხედვით, ქვა როდესღაც ლუდოვიგო XVI ეკუთვნოდა, ხოლო გულის ფორმა საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ მისცეს. სინამდვილეში, ეს სამკაული ცისფერი ტანზანიტისგან შექმნა საიუველირო კომპანიამ Asprey & Garrad, რომელიც თეთრ ოქროშია ჩასმული და ცირკონებითაა ინკრუსტირებული. სურათის კოლოსალური წარმატების შემდეგ "ოკეანის გულის" ძვირფასი ქვებისგან დამზადების მსურველების შეკვეთები გაჩნდა. რეპლიკა (რეპლიკა-ნივთის ზუსტი ასლი ან მოდელი) დამზადებული იქნა გულის ფორმის 171 კარატიანი საფირონისგან, რომელიც გარშემორტყმულია 1, 4 მილიონი დოლარის ღირებულების 103 ბრილიანტით. სწორედ ეს კოლიე ამშვენებდა სელინ დიონს ოსკარის პრემიის დაჯილდოვების ცერემონიალზე 1998 წელს. და ეს არ იყო ერთადერთი რეპლიკა, რომელიც "ტიტანიკის" გამოსვლის შემდეგ შეიქმნა.

მსახიობი გლორია სტიუარტი, რომელმაც ფილმში ხანდაზმული როუზი ითამაშა, "ოსკარზე" მსგავსი 15 კარატიანი ცისფერი ბრილიანტის გულსაკიდით გამოჩნდა, რომელიც 20 მილიონადაა შეფასებული.


image

გლორია სტიუარტი

ითვლება, რომ ფილმის სამკაულის პროტოტიპია "ჰოუპის ალმასი", წონით 67, 125 კარატი და ღირებულებით 250 მილიონი დოლარი, რომელიც თავდაპირველად ლუდოვიგო XIV აჩუქეს.


image

ლუდოვიგო XIV-ს ჰოუპის ალმასი

პირველი მფლობელის სიკვდილის შემდეგ ქვა მოხვდა მარია-ანტუანეტას და მთელი მმართველი დინასტიის ხელში. შემდეგ ბრილიანტი საფრანგეთის რევოლუციის დროს გატაცებული იქნა და გამოჩნდა 30 წლის შემდეგ, ამ დროს ის უკვე ბრიტანელ ჰენრი ფილიპ ჰოუპს ეკუთვნოდა (მისი სახელობისაა აღნიშნული ბრილიანტი).



image

ჰენრი ჰოუპი და მის მიერ ნაყიდი ბრილიანტი (ისტორიული ქვის თანამედროვე იმიტაცია)

ითვლება, რომ "ჰოუპი" დამზადებული იყო ფრანგული გვირგვინის ცისფერი ალმასისგან და მოწახნაგების შემდეგ მისი წონა 45, 52 კარატამდე შემცირდა. ქვა ჰოუპების გვარში დიდი ხნის განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მან გაიარა იუველირ პიერ კარტიეს ხელშიც და ამერიკული ელიტის წარმომადგენლის, ეველინ უოლშ-მაკლინის საკუთრებაც იყო.


image

მარცხნივ-ეველინ უოლში საყვარელი სამკაულით, მარჯვნივ-კოლიე ჰოუპის ბრილიანტით

საბოლოოდ "ჰოუპის ალმასი" იყიდა იუველირმა ჰარი უინსტონმა, რომელმაც შემდეგ ცისფერი შედევრი სმიტსონის ინსტიტუტს აჩუქა, სადაც დღემდე ინახება.

ცისფერი ბრილიანტის შესახებ არსებობს ლეგენდა, რომ ის დაწყევლილია და უბედურება მოაქვს. ლეგენდა სათავეს ინდოეთიდან იღებს. მისი თავდაპირველი წონა, ალმას "ტავერნიე"-ს სახით, 115 კარატი იყო და ქალღმერთ სიტას ქანდაკებას ამშვენებდა. ქურდი, რომელმაც ძვირფასი ქვის მოპარვა სცადა, "ღვთაებრივი მეხით" იქნა განგმირული, ხოლო ალმასის ყველა მომდევნო მფლობელი, სიცოცხლეს, ასე თუ ისე, ცუდათ ამთავრებდა.

თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ტიტანიკის ბორტზე "ოკეანის გულის" ტრაგიკულ ისტორიაში არის სიმართლეც. განწირული ლაინერის მეორე კლასში მგზავრობდა 20 წლის ქეით ფლორენსი, რომელმაც შეყვარებულისგან, 40 წლის ჰენრი სემუელ მორლისგან საჩუქრად მიიღო საფორონის და ბრილიანტების კოლიე. ქეითი იყო დამხმარე მორლის ლონდონის ერთ-ერთ საკონდიტროში. ტიტანიკით მოგზაურობის წინ, ჰენრიმ თავისი ორი მაღაზია გაყიდა და თანხა მეუღლეს და 12 წლის შვილს გადასცა, თვითონ და ახალგაზრდა ქეითი კი ამერიკაში მიემგზავრებოდნენ და იქ აპირებდნენ დაქორწინებას. ქეითი აისბერგთან შეჯახების შემდეგ ცოცხალი გადარჩა, ჰენრი მორლი კი, სამწუხაროდ დაიღუპა.


"ლამაზმანი": ლალის კოლიე და რიჩარდ გირის ხუმრობა


image

კადრი ფილმიდან

ყველას გვახსოვს ვივიენის (ჯულია რობერტსი) სიცილი, როცა მილიონერმა ედვარდმა (რიჩარდ გირი) კინაღამ ხელი მოაყოლა სამკაულის ყუთში. აღმოჩნდა, რომ ეს გირის იმპროვიზაცია იყო და კოლეგას უბრალოდ გაეხუმრა. მაგრამ რობერტსის ბუნებრივი რეაქცია ისე მოეწონა რეჟისორ ჰარი მარშალს, რომ გადაწყვიტა კადრი დაეტოვებინა. ახლა უკვე წარმოუდგენელია ლეგენდარული ფილმი ამ ეპიზოდის გარეშე.


image

კადრი ფილმიდან
image


მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მონაწილე იმპროვიზაციისა, არის კოლიე, 23 წვეთის ფორმის ლალის ქვით და ბრილიანტებით. ის დამზადებულია ფრანგული საიუველირო სახლის Fred Joaillier მიერ, სპეციალურად კინოკომპანიის შეკვეთით და შეფასებულია 1, 35 მილიონ დოლარად. გასაკვირი არ არის, რომ რიჩარდ გირს არ სურდა მისი დაბრუნება. ფილმის გადაღების დროს ძვირფასეულობას შეიარაღებული დაცვა ახლდა.


ანჯელინა ჯოლის "საქველმოქმედო" ჩოკერი


image

კადრი ფილმიდან

2011 წელს გამოსულ ფილმს "ტურისტი", მაყურებლებში ნამდვილი ვიზუალურ-ესთეტიური აღტაცება მოჰყვა. საქმე მხოლოდ ქარიზმატულ ჯონი დეპსა და ვენეციის პეიზაჟების ფონზე ანჯელინა ჯოლის სილამაზეში არ არის.


image

კადრი ფილმიდან

ფილმის ერთ-ერთი ყველაზე შეუდარებელი მომენტი იყო, ჯოლის გმირის გამოჩენა ღრმა დეკოლტიანი შავი კაბით და ბრილიანტის კოლიე-ჩოკერით. ეს ერთდროულად მოხდენილი და სადღესასწაულო სამკაული გადაკეთებულია ცნობილი იუველირის, დიზაინერის რობერტ პროკოპის მიერ (როდესღაც ის ბრედ პიტს დაეხმარა ნიშნობის ბეჭდის შერჩევაში). 1, 1 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასი სამკაული მსახიობის საიუველირო კოლექციის Style of Jolie პირველი ნაკეთობაა, რომელიც შეიქმნა ფონდ Education Partnership for Children of Conflict (ხანგრძლივი კონფლიქტების ზონაში მყოფი ქვეყნების განათლების განვითარება)-ისთვის. კოლექციის ყველა ნაკეთობისთვის დამახასიათებელია კლასიკური დიზაინი, რომელსაც უკვე დიდი ხანია თავის სტილში რეკლამას უკეთებს თვითონ ექვსი შვილის დედა. სამკაულებში გამოყენებულია ძირითადათ ზურმუხტი და ქარვა, რომელიც ასე ძალიან უყვარს ჯოლის.


Moon of Baroda ანუ მერილინ მონროს ერთგული მეგობრები


ბრილიანტებზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით, მათ მთავარ ქერა "მეგობარს" მერილინ მონროს. უნიკალური ყვითელი ალმასი Moon of Baroda, რომელიც მსახიობმა ფილმში "ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს" მოირგო, კინომატოგრაფიაში ერთ-ერთ ყველაზე ძველ საიუველირო სამკაულად ითვლება. გადაღებების მომენტისთვის ის 500-ზე მეტი წლის იყო.


image

ბაროდას ალმასი

თავდაპირველად 24, 04 კარატის (25, 95 კარატი იყო დაწახნაგებამდე), მსხლის ფორმის ქვა ეკუთვნოდა ინდოეთის სამხრეთ პროვინცია ბაროდას მაჰარაჯას, ვის მიხედვითაც მიიღო თავისი სახელწოდება ალმასმა.

მას ატარებდა აგრეთვე ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზია, ოდესღაც კი მარია-ანტუანეტა. არსებობდა ლეგენდა, რომლის მიხედვით, ამ სამკაულით ზღვაზე მოგზაურობის მოყვარულებს უბედურება ელოდათ. სწორედ ამიტომ Moon of Baroda ყოველთვის უბრუნდებოდა თავდაპირველ ინდოელ მფლობელებს. 1943 წელს ალმასი იყიდა საიუველირო სახლის Meyer Jewellery Company პრეზიდენტმა მაიერ როზენბაუმმა. მან მერილინ მონროს ნება დართო ცნობილ ფილმში გამოეყენებინა ეს სამკაული.


image

მერილინ მონრო ბრილიანტის სამკაულით

2018 წელს, უნიკალური ყვითელი ბრილიანტი აუქციონ Christie's ცენტრალური ლოტი იყო და გაიყიდა 1, 339 მილიონ დოლარად.


"ოუშენის რვა მეგობარი"


ცნობილი კრიმინალური ფრანჩიზის ბოლო ფილმში, საკვანძო როლს ბრილიანტის კოლიე თამაშობს, კინოსურათის ექსკლუზიური საიუველირო პარტნიორი კი ფრანგული სახლი Cartier იყო.


image

კადრი ფილმიდან

ფილმის მიხედვით, დები ოუშენი (სანდრა ბალოკი) შეკრებს ქალების ჯგუფს, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ძარცვისთვის-ლეგენდარული სამკაულის "ტუსენის" მოსაპარად, რომლის ღირებულება 150 მილიონი დოლარია, და ეს უნდა მოხდეს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის მეჯლისზე, პირდაპირ ცნობილ მსახიობ, დაფნა კლუგერის (ენნ ჰეტეუეი) ყელიდან. თუმცა პერსონაჟები და ისტორია გამოგონილია, თვითონ სამკაული-არა. სამკაულის სახელი Cartier-ის კრეატიული დირექტორის (1930-იან წლებში) ჟანე ტუსენის პატივსაცემად ეწოდა და უნიკალური კოლიეს რეპლიკას წარმოადგენს, რომელიც შემუშავებულია 1931 წელს, იუველირ ჟაკ კარტიეს მიერ მაჰარაჯა ნავანაგარას შეკვეთით.


image

მაჰარაჯა ნავანაგარა და მისი კოლიეს ესკიზი

ორიგინალი აღარ არსებობს, მაგრამ შემორჩა საარქივო ესკიზები და ფოტოები, რომლებიც Cartier-ის იუველირების შთაგონების წყარო იყო მისი მინიატურული ასლის შექმნისთვის. საქმე იმაშია, რომ მოუხდათ სამკაულის ზომების შემცირება, იმისთვის, რომ იდეალურად მორგებოდა ენ ჰეტეუეის.







გადახედეთ სხვა სტატიებს:






სანამ ცნობილი ადამიანები გახდებოდნენ, ასე "გამოიყურებოდა" მათი ღიმილი

image


რა სამკაულებით მივიდა ელიზაბეთ ტეილორი როტშილდების ბალ-მასკარადზე და რა კავშირი აქვს მას რომანოვების ძვირფასეულობასთან

image


კლეოპატრა-სტილის ხატი და მისი გარდერობი კინოში და რეალობაში

image


რატომ იღუპებოდნენ მე-19 საუკუნეში მოდის ტენდენციების მიმდევარი ქალიშვილები

image


გარანტია ათასი წელი: უძველესი მაიას ტომის სტომატოლოგიის დონით მეცნიერები გაოცებული არიან

image


ბელმონდო: მომხიბვლელი ავანტურისტი, რომელიც ყოველთვის უყვარდათ ქალებს

image


როგორები იქნებოდნენ ჯულია რობერტსისა და რიჩარდ გირის გმირების შვილები ფილმში "ლამაზმანი" (ფოტო)

image


ტატუს წარუმატებელი "ხელოვნების ნიმუშები"

image


ისტორიული "ფოტოფაქტები" ყალბი აღმოჩნდა

image


მსოფლიოს საინტერესო ადგილები, რომელიც ღირს, ფოტოებზე მაინც აუცილებლად რომ ნახოთ

image


როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image






0
353
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
353