საზოგადოება რა ღირს ბინები დღეს თბილისში? 2022, 1 ნოემბერი, 11:18
შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ თბილისში ბინებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. 2021 წლის მონაცემებით, უძრავი ქონების ბაზრის თითქმის 72% თბილისს უჭირავს, შედეგად, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ფასების ინდექსს, ძირითადად თბილისი განსაზღვრავს და ძირითადად, მოიცავს ახალ აშენებულ მრავალსართულიან სახლებს (ბინებს) და კერძო სახლებს (შედარებით მცირე რაოდენობით).
გარდა ამისა, ფასის მაჩვენებელზე დიდ გავლენას ახდენს უბანი, მშენებლობის ხარისხი. შესაძლოა, ერთსა და იმავე უბანში, ერთი და იგივე ფართის ბინის ღირებულება მკვეთრად განსხვავდებოდეს, რაც როგორც წესი განპირობებულია ხოლმე სამშენებლო მასალებისა და ზოგადად მშენებლობის ხარისხით, ამიტომ მაძიებელს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს დიდი ყურადღება და დაფიქრება მართებს. თბილისში ბინის მოსაძებნად ეწვიეთ area.ge-ს, უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმას, რომელიც ბაზარზე ყველაზე მეტ განცხადებას ფლობს და მაძიებლებს უზიარებს მათ საიტის მეშვეობით. არეას უპირატესობა მის პრემიუმ სერვისებშია, რომელიც ამარტივებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს. გარდა იმისა, რომ არეა იძლევა როგორც ახალი აშენებული, ასევე მეორეული ბინების ძიების საშუალებას, მის სივრცეში შესაძლებელია მშენებარე პროექტების დეტალური დათვალიერება. დეველოპერულ კომპანიებთან პარტნიორობის ფარგლებში, არეას მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება, პირველებმა იხილონ და დაათვალიერონ მათთვის საინტერესო მშენებლობები და ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით. არეაზე ჩაშენებული ძიების ჭკვიანი ფუნქციონალი ერთიორად ამარტივებს საქმეს. სპეციალური ფილტრის მეშვეობით, შესაძლებელია სასურველი კრიტერიუმების მონიშვნა და ამის მიხედვით მხოლოდ იმ განცხადებების განხილვა, რომელიც თქვენს ინტერესის სფეროს ესადაგება. ვაკე, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანია თბილისში, შესაბამისად ბინის ფასები შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მაღალია, პრესტიჟულობით ვაკეს საბურთალოც არ ჩამოუვარდება, მაგრამ იქ მშენებლობის ტიპიდან გამომდინარე შედარებით მრავალფეროვანი ფასებია, მაგალითად, ძველ აშენებულ კორპუსში შესაძლებელია 3 ოთახიანი ბინის 110 – 120 000 ლარად შეძენა, მაშინ როცა ახალ აშენებულში იგივე ფართის ბინას 150 – 200 000 ლარი სჭირდება. ზოგადად, თბილისის ცენტრალურ უბნებში კვადრატული მეტრის ფასი 3 500 – 5 000 ლარის ფარგებში მერყეობს, გარეუბნებში, ვარკეთილში, გლდანში, თემქაზე - 2 500 – 3 500 ლარის ფარგლებში. 2022 წლის მონაცემების დამუშავების შედეგად საცხოვრებელი ფართის მდგომარეობის მიხედვით თბილისის ცენტრსა და ცენტრთან ახლოს მდებარე გარეუბნებში ფასები შემდეგნაირად ნაწილდება: მწვანე კარკასის მდგომარეობაში ცენტრალური უბნებში კვ/მ 3 350 ₾, გარეუბნები 2 550 ლარის ღირს, თეთრი კარკასი - 3 100 ₾, 2 450 ₾ - გარეუბნებში. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ეძებთ ბინას თბილისში, area.ge-ზე საუკეთესო შეთავაზებებს იდეალურ ფასად ნახავთ. R 215 2-ს მოსწონს
|