x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სტილის და სილამაზის 9 გაკვეთილი ბრწყინვალე სოფი ლორენისგან
image


რთული დასაჯერებელია, რომ სოფი ლორენი საერთოდ არ იყო მიმზიდველი ბავშვი და მხოლოდ გარდატეხის ასაკის შემდეგ გალამაზდა... და შედეგად, სტილის კერპად იქცა! მან უამრავი ჯილდო მიიღო კინოში შესრულებული როლებისთვის. ხოლო, 1955 წელს, კანის კინოფესტივალზე, მსახიობი ყველაზე ფოტოგენურ სტუმრად დაასახელეს.

20 სექტემბერს სახელგანთქმულ იტალიელ ვარსკვლავს 88 წელი შეუსრულდა და ის, ასაკის მიუხედავად, ისევ მშვენივრად გამოიყურება. ამიტომ, აშკარაა, რომ მისგან, ქალბატონებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ! განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე სტილს და სილამაზეს ეხება:


არასდროს ღალატობს საკუთარ თავსimage


გასული საუკუნის 20–იან წლებში მოდაში მოკლესახელოებიანი კაბები და მაისურები შემოვიდა. ამიტომ, ქალები აქტიურად იცილებდნენ ბეწვს იღლიის არეში. მაგრამ იტალიაში, სხეულზე ბეწვის არსებობა, ჯერ კიდევ ბუნებრივად ითვლებოდა.

ხოლო, სოფი ლორენი საკუთარ პრინციპებს ჰოლივუდშიც არ ღალატობდა და ის, 1955 წელს, საზოგადოების წინაშე, ბევრისთვის მიუღებელ ფორმაში წარსდგა... და ეს ფოტოც, სწორედ მაშინ არის გადაღებული.


იცის ღრმა დეკოლტეს ტარებაimage


სოფია ლორენი საკმაოდ ხშირად ჩნდება საზოგადოებაში ღრმა დეკოლტეთი. მაგრამ, არასდროს ყოფილა ის მეტისმეტად ღია და გამომწვევი. «ქალის კაბა მავთულის ღობეს უნდა ჰგავდეს: თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს, მაგრამ ხედი არ უნდა დაფაროს», — ამბობს მსახიობი.


არ კმაყოფილდება მზა სამოსით და შეკვეთით იკერავსimage


მისი პირველი დიზაინერი ემილიო შუბერტი იყო, რომელსაც «ვარსკვლავების მკერავს» ეძახდნენ, რადგან არაერთი ვარსკვლავისთვის შექმნა ტანსაცმლის კოლექციები. მას სოფი ლორენმა, ერთხელ, ერთდროულად, 42 სამოსი შეუკვეთა. კოლექციაში ყველაფერი იყო: გამჭვირვალე შარფებით და თეთრეულით დაწყებული და საღამოს კაბებით დამთავრებული.

მან სამოსის შეკვეთისას, უპირატესობა ვარდისფერს, თეთრს, ფირუზისფერს და შამპანურის ფერს მიანიჭა. თუმცა, მისი საყვარელი ფერი, ყოველთვის შავი იყო. მაგრამ, იმის გამო, რომ მამაკაცების მკაცრ კოსტიუმებს შორის არ ჩაკარგულიყო, ამ ფერის მხოლოდ 5 სამოსით შემოიფარგლა.


თავად შეარჩია ვიზაჟი და მას არასდროს ღალატობსimage


ბუნებრივად ლამაზ თვალებს, სოფი ლორენი ლაინერით წარმოაჩენს. დღემდე, ვიზაჟისტების შთაგონების წყაროს მისი «კატის თვალი» წარმოადგენს.

გარდა ამისა, მსახიობი წარბებსაც იღებავს, მაგრამ ყოველთვის აკონტროლებს, რომ ბუნებრივად გამოიყურებოდეს. ტუჩსაცხის ფერს კი, ხშირად იცვლის: მისი ნახვა, როგორც მუქი წითელი, ისე ღია ვარდისფერი ტუჩებით შეიძლება.

კოსმეტიკის საშუალებით, სახის ლამაზი ნაკვთების ხაზგასმა, სოფი ლორენს კარგად ეხერხება. «ტუალეტის მაგიდასთან, ნებისმიერ ქალს შეუძლია მხატვარი იყოს. ხოლო, ხელოვნება, როგორც არისტოტელე ამბობდა, იმის შექმნას ასრულებს, რაც ბუნებამ დაუმთავრებელი დატოვა». — აღნიშნა ერთხელ მსახიობმა.



ირჩევს სამოსს, რომელიც ყოველთვის აქტუალური იქნებაimage


ვარსკვლავი არ მისდევს სეზონურ მოდას. უფრო პირიქით — ის ისეთ სამოსს ირჩევს, რომელიც აქტუალობას არასდროს დაკარგავს. მაგ., ბურთულებიანი პრინტი, რომელიც მოდაში იყო გასული საუკუნის 50–იან წლებში და მოდიშია ახლაც.


იცის წელის გამოკვეთაimage


ლორენს «ქვიშის საათის» ფორმის სხეული აქვს. მას შეიძლება ეცვას ღია, ან დახურული სამოსი, მაგრამ ვიწრო წელი ყოველთვის გამოკვეთილი აქვს.


ასაკის მიუხედავად, მაღალ ქუსლებზე დადისimage


სოფი ლორენს, ნებისმიერ ასაკში, ყოველთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. ასეთი ფეხსაცმელი ფეხს აგრძელებს. ამასთან, ფოტოებზე ჩანს, რომ ის ისეთ მოსახერხებელ მოდელებს ირჩევს, რომლითაც სიარულს მთელი დღე დაუღლელად შეძლებს.


არ ეშინია ექსპერიმენტების გარეგნობასა და სტილში
image


მართალია, ლეგენდარულ მსახიობს საკუთარი და ცნობილი ხრიკები აქვს, მაგრამ არც ექსპერიმენტები აშინებს. წლების მანძილზე, ის იცვლიდა ვარცხნილობას და სამოსის სტილს. გარდა ამისა, ის სამოსს ყოველთვის თვალშისაცემ აქსესუარებსაც ამატებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თმის ვარცხნილობას მსახიობი ყოველთვის დამოუკიდებლად იკეთებდა.


100% დარწმუნებულია საკუთარ თავში image


ცნობილი დივისგან იმის სწავლა შეიძლება, თუ როგორ უნდა შეიყვარო საკუთარი თავი, ისეთი, როგორიც ხართ და კიდევ იმის, თუ როგორ უნდა იყო დარწმუნებული ყოველთვის, საკუთარი თავის შეუდარებლობაში. როგორც ის ამბობს, ნებისმიერ ქალს გაბრწყინებული თვალებით, თუნდაც მას უბრალო ჯინსი ეცვას, შეუძლია დაჩრდილოს კარგად ჩაცმულ–დახურული დაკომპლექსებული ლამაზმანი.

ბედნიერება და ფართო ღიმილი — ეს არის ჭეშმარიტი სილამაზე, სოფი ლორენის აზრით.


image

არხის სხვა სიახლეები:


* თუ რამე გაწუხებთ, ეს ტესტი გაიარეთ. შესაძლოა, ავადმყოფობის მიზეზი ვიტამინების ნაკლებობა იყოს

* უფრო მეტი, ვიდრე ფოტო (15 ფოტოსურათი)

* უძველესი ცივილიზაცია, რომლის შესახებ მეცნიერები საუბარს ერიდებიან

* ჭარბი ქოლესტერინი თუ გაწუხებთ, ეს უნდა იცოდეთ

* "არამკითხე მოამბე..." – უნდა ჩავერიოთ სხვის საქმეში?

* "გალაქტიკური ციხე", ანუ მტკიცებულება, რომ "ადამიანები დედამიწიდან არ არიან"

* ვარდებისადმი არაჯანსაღი სიყვარული, ფსიქიკური პრობლემები, დევნის მანია – საინტერესო ფაქტები ლუი დე ფიუნესის შესახებ

* 15 საინტერესო ფაქტი სხვადასხვა სფეროდან


1
724
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
724
  
2022, 9 ნოემბერი, 0:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1