სხვა ის, რაც ჩვენს თავს ხდება... – ბედი, კანონზომიერება, თუ შემთხვევითობა? 2022, 29 ოქტომბერი, 16:35 თითოეულ ჩვენგანს აქვს სათქმელი ამის შესახებ, რადგან ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ხუმრობით თუ სერიოზულად, ყველას უთქვამს: «ეს ბედია!». ბევრს სჯერა, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ხდება, წინასწარ არის განსაზღვრული... სხვები კი თვლიან, რომ ჩვენი ბედი, ჩვენს ხელთ არის და ის, თუ როგორ ვიცხოვრებთ, მთლიანად ჩვენს ქმედებებზე არის დამოკიდებული. აქ მტყუან–მართლის დადგენა, ნამდვილად რომ რთულია. თან, თუ ადამიანს რამის სწამს და სჯერა, მითუმეტეს, ასეთ საკითხებში, მისი გადარწმუნება არც ისე ადვილია. ამიტომ აქ, ცნობილი ადამიანების ციტატებს გთავაზობთ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით: ცხოვრებაში ერთხელ, იღბალი ყველა ადამიანის კარზე აკაკუნებს, მაგრამ ადამიანი ამ დროს, ხშირ შემთხვევაში, უახლოეს პაბში ზის და კაკუნი არ ესმის. მარკ ტვენი თუ საკუთარი ბედი შენში სიცილს არ იწვევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხუმრობა ვერ გაიგე. გრეგორი დევიდ რობერტსი მხოლოდ ის ჯილდოვდება ბედისაგან, ბედნიერებით, ვინც მხიარულია და ვისი გულიც სამართლიანია. ფირდოუსი ყველა ცოცხალი არსება თავად ქმნის თავის ბედს. ანრი ამელი გულადი ბედს ეხმარება. ვერგლი პუბლი მარონი უფრო მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანს ბედისადმი, ვიდრე თავად მისი ბედი. ვილჰელმ ჰუმბოლდტი რაც არ უნდა სასტიკად მოექცეს ადამიანს ბედი, როგორც არ უნდა მიტოვებული და მარტო იყოს, ყოველთვის მოიძებნება გული, თუნდაც მისთვის უცნობი, მაგრამ ღია, რომელიც მისი გულის ძახილს გამოეხმაურება. ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო შეუპოვრობა ბედს ამსუბუქებს. გუსტავ ფლობერი სიმამაცე, ბედის დარტყმებს აქარწყლებს. დემოკრიტე რჩევის მიცემის დროს – მთავარი სიბრძნეა, ხოლო მოვლენების დროს – ბედი. კლოდ ადრიან ჰელვეციუსი მხნედ უნდა გადაიტანოთ ყველაფერი, რადგან იმას რასაც თქვენ შემთხვევითობად მიიჩნევთ, სინამდვილეში, კანონზომიერად ხდება! ლუციუს ანიუს სენეკა (უმცროსი) ბედი, მუდმივი მოხმარებისთვის, არაფერს გვაძლევს. ლუციუს ანიუს სენეკა (უმცროსი) ბედი, უბედურების ჟამს, ყოველთვის ტოვებს კარს გასასვლელად. მიგელ დე სერვანტესი ყველა ჩანაფიქრი შეიძლება განახორციელოს ადამიანმა საკუთარი ძალებით. ის რასაც ჩვენ ბედს ვეძახით – ადამიანების უხილავი თვისებაა. ძველი ინდური სიბრძნე ბედი ჩვენი მოქმედებების მხოლოდ ნახევარს განკარგავს, ხოლო მეორე ნახევრის, ან თითქმის ნახევრის, განკარგვის უფლებას ჩვენ გვაძლევს. ნიკოლო მაკიაველი ადამიანებს ჩვევად აქვთ, რომ საკუთარ უბედურებაში, ბედი, ღმერთი და ნებისმიერი ადამიანი დაადანაშაულონ, მაგრამ არა საკუთარი თავი. პლატონი ნებისმიერი ადამიანი თავისი ბედის შემოქმედია. სალუსტრი ცხოვრებაში არაფერი გეძლევათ უფასოდ, ყველაფერს, რასაც ბედი გაძლევთ, ფარულად, მისი ფასიც განსაზღვრულია. შტეფან ცვაიგი ბრძენი თავად ქმნის თავის ბედს. ტიტუს მაკციუს პლავტუსი ბედი შემთხვევითობა არ არის, ის არჩევანის შედეგია. მას კი არ ელოდებიან, — იპყრობენ. უილიამ ბრაიანი ქცევას დასთეს — ჩვევას მოიმკი, ჩვევას დასთეს — ხასიათს მოიმკით, ხასიათს დასთეს — და ბედს მოიმკი. უილიამ თეკერეი ადამიანები — საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები არიან. უილიამ შექსპირი არცერთი ჩვენგანი, როდესაც პრობლემების გარეშე, ბედნიერად ცხოვრობს, არასოდეს ამბობს, რომ ეს ბედის დამსახურებაა... მაგრამ, საკმარისია, პრობლემა გაჩნდეს, — მაშინვე ბედს დავადანაშაულებთ. ფილიტ კასკი ჩვენი ახირებები ბევრად უფრო უცნაურია, ვიდრე ბედის ახირება. ფრანსუა დე ლაროშფუკო ადამიანის ბედნიერება და უბედურება, ბედზე მეტად, მის ზნეზეა დამოკიდებული. ფრანსუა დე ლაროშფუკო ყოველი მოვლენა აწმყოში, წარსულიდან იბადება და არის მომავლის მამა... მიზეზების მარადი ჯაჭვის არც გაწყვეტა და არც ჩახლართვა შეიძლება... — ბედი გარდაუვლობა, ბუნების კანონზომიერებაა. ფრანსუა მარი არუე ვოლტერი თითოეულის ცხოვრება, მის ბედს ექვემდებარება, არავის შეუძლია შეცდომის თავიდან აცილება… და ბედი სიბრძნეს იშვიათად ეწინააღმდეგება. ეპიკურე და უცნობი ავტორებისგან: თუ რაღაცამ მიგიყვანა იმ ადგილზე, სადაც ხარ, მიენდე ამ ძალას. ძველ ჩინეთში სწამდათ, რომ თუ ორი ადამიანი შეხვდება ერთხელ ერთმანეთს — ეს შემთხვევითობა იყო, მაგრამ თუ ისინი ისევ შეხვდებიან — უკვე, ბედი. მადლიერების გრძნობით მიიღე ყველაფერი, რასაც ბედი გიგზავნის. შენ ის გეძლევა, რაც გჭირდება... ბედს თქვენთან ის ადამიანები მოჰყავს, რომლებიც თქვენ გჭირდებათ, ან ისინი, ვისაც თქვენ სჭირდებით... და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ცვლილება თქვენს ცხოვრებაში, თუნდაც ძალიან მძიმე — ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გაკვეთილია, რომელიც თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე გესაჭიროებოდათ! შემთხვევითობა არ არსებობს! ყოველ წუთს, ჩვენ გვეძლევა პასუხი, ჩვენში არსებულ კითხვებზე... და მხოლოდ იმას უნდა მივხვდეთ, რომელ კითხვაზე. — ყოველი ადამიანი, ვიღაცის პრობლემის მოსაგვარებლად მოდის, — თქვა ერთხელ ბებიამ. ყველა შემთხვევითობას, თავისი მიზეზი და აზრი აქვს. უმიზეზოდ არაფერი ხდება, ყველაფერი მომდევნო სცენისთვის მოსამზადებელი სამუშაოა. არასდროს იწუწუნოთ საკუთარ ბედზე, ამით მეგობრებს გაანაწყენებთ, მტრებს — გაახარებთ, საკუთარ თავს კი — ვერაფრით დაეხმარებით. ჩვენ ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ. ჩვენ ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც ჩვენს ქვეცნობიერში, უკვე არსებობს. თუ ოცნება გაქვთ, ხელი არ გაუშვათ. თუ ძლიერ ჩაეჭიდებით, ის თქვენი ბედი გახდება. ადამიანს ორი საყვარელი სათამაშო აქვს — საკუთარი ბედი და სხვისი გრძნობები... ყოველთვის, ყველაფერი თავის დროზე ხდება. ისე, როგორც უნდა იყოს... და შფოთვა, საჭირო არ არის! * ალენ დელონი: "ძაღლები ავადმყოფ ბავშვებს მახსენებენ"* სად და რატომ გაქრნენ შუმერები?* რატომ სძულდათ ლუი დე ფიუნესი მეზობლებს?* კვლევის თანახმად, ტუტანხამონი და სხვა ფარაონები კავკასიელები იყვნენ* ჯანმრთელი ადამიანის სიმსივნით დაავადების 5 შესაძლო მიზეზი* ყინულოვანი კონტინენტის საიდუმლო* არტეფაქტი, რომელიც მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კავშირზე მიუთითებს334 1-ს მოსწონს
|