x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ასპექტები

image

ასპექტები ანახებენ კავშირს ორ ან რამდენიმე პლანეტას შორის, შესაბამისად, ნებისმიერი მოვლენა, რაც შეიძლება მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში, გამოიხატება ასპექტებით. მოვლენა, ფიზიკური იქნება თუ აბსტრაქტული, გამოისახება კონკრეტული ასპექტით ან ასპექტებით.
ასპექტები არსებობს მაჟორული, მთავარი და მინორული, მეორეხარისხოვანი. მინორული ასპექტები მოიცავენ ცალკე შემოქმედებით და კარმულ ასპექტებს.
მაჟორული ასპექტები არის 5 სახის:
შეერთება- ყველაზე ძლიერი ასპექტი. აქვს ერთდროულად დადებითი და უარყოფითი გავლენა. პლანეტები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ უწევთ ერთად მუშაობა, იძულებითი კავშირი. ეხმარებიან ერთმანეთს, მაგრამ ვნებენ კიდეც პარალელურად. ამ ასპექტის ორბისი სტანდარტულად 6გრადუსია, მნათობების შემთხვევაში-12. ზოგიერთი ასტროლოგი ხელმძღვანელობს სხვა ორბისებით.
ტრინი- მხოლოდ დადებით მოვლენებს იძლევა. პლანეტები ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს. პლანეტები ერთმანეთთან არიან დაშორებული 120 გრადუსით, პლუს-მინუს 6 გრადუსი.
სექსტილი- ასევე დადებითი, მაგრამ შედარებით სუსტი ასპექტი. მეგობრობა, სიმპათია პლანეტებს შორის. დაშორება პლანეტებს შორის 60 გრადუსი.
კვადრატი- რთული ასპექტი, თუმცა გადალახვადი. პლანეტებს უჭირთ ერთმანეთის გაგება. დაშორება 90გრადუსი.
ოპოზიცია- რთული ასპექტი, კომპრომისია საჭირო პლანეტების მხრიდან, რომ ერთად მოქმედება შეძლონ. დაშორება 180 გრადუსი.
ასპექტები მხოლოდ აკავშირებენ ორ პლანეტას და ამბობენ, ეს კავშირი კარგია, თუ ცუდი. სხვა ყველაფერი, თუ რა ხდება, სად და რა შედეგი იქნება, ყველაფერი დამოკიდებულია პლანეტებზე და მათ ინტერპრეტაციაზე.
მინორული ასპექტები ძირითადად არ განიხილება სტანდარტულ შემთხვევებში, გარდა კონკრეტული მიმართულებებისა, მაგალითად კარმულ ასტროლოგიაში მინორული ასპექტებიც გაითვალისწინება. ასტროლოგიის კონკრეტულ მიმართულებებში მაჟორულის გარდა განიხილება რამდენიმე მინორული ასპექტიც.
აქ ჩამოვწერ მინორული ასპექტების სიას. ფრჩხილებში მითითებულია გრადუსები:
კარმული ასპექტებია: სეპტილი (51, 25); ნახევარნონაგონი (20); ნონაგონი (40); სეპტაგონი (100); ბინონაგონი (80); კვადრონონაგონი (160).
შემოქმედებითი ასპექტებია: დეცილი (36);კვინტილი (72); ტრიდეცილი (108); ბიკვინტილი (144).
გარდა ამისა, არის კიდევ ნახევარსექსტილი (30); ნახევარკვადრატი(45); სესკვიკვადრატი (135); კვიკონსი (150); ვიგინტილი (18).
0
23
შეფასება არ არის
ავტორი:მერეოლეონა
მერეოლეონა
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0