x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რუსეთმა უკრიანაში შეჭრით მსოფლიო Covid-19-ისგან იხსნა"-კოპტური ეკლესიის მეთაური
image

კოპტური ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი ანბა ბენჟამინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ბოლო მოეღო კორონავირუსის პანდემიას, რომელიც მისი აზრით გავრცელდა უკრაინული ბიოლოგიური ლაბორატორიებიდან და რომელსაც აკონტროლებს შეერთებული შტატები.


”უკრაინას რომ ეცხოვრა ისე, როგორც ცხოვრობდა, ეპიდემია გაგრძელდებოდა, რადგან ამერიკას აქვს გეგმა, შეამციროს მსოფლიოს მოსახლეობის 7, 2-დან 2 მილიარდ ადამიანამდე”, - ციტირებს გამოცემა New Arab-ი სასულიერო პირის სიტყვებს.


მეტროპოლიტის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის მთავარი სამიზნე სწორედ ის ლაბორატორიები იყო, რომლებშიც შეიქმნა ბიოლოგიური იარაღის სასიკვდილო ნიმუშები, რომელთაგან ერთ-ერთი იყო COVID-19-ის გამომწვევი აგენტი. და ამისთვის, ბენჟამინის აზრით, მსოფლიომ რუსეთს დიდი მადლობა უნდა გადაუხადოს.



კოპტური ეკლესია არის ეგვიპტის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ამჟამად აერთიანებს 20 მილიონზე მეტ მორწმუნეს, რომელთა უმეტესობა ცხოვრობს ქვეყანის ტერიტორიაზე, მცირე ნაწილი - დიასპორაში.


კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურია წმინდა მარკოზის ტახტის პატრიარქი მთელ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ასევე ატარებს ალექსანდრიის პაპის ტიტულს. ამ დროისთვის ამ პოსტს 69 წლის თეოდორე მეორე იკავებს, რომელიც 2012 წელს აირჩიეს. კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანო (წმინდა სინოდი) კაიროში XII საუკუნიდან არსებობს.

0
320
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0