x
image
თორ ნიკე
საინტერესო სამეცნიერო სიახლეები
საინტერესო სამეცნიერო სიახლეები



1. მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური ფოტოსინთეზის მეთოდი, რომლითაც სურსათის წარმოება მზის ენერგიის გარეშეა შესაძლებელი.

ეს წარმატებული შედეგი 2022 წელს მიიღო კალიფორნიის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფმა ქიმიკოს და ინჟინერ რობერტ ჯინკერსონის მეთაურობით. ამ მეთოდით წყალმცენარეების წარმოება 4-ჯერ უფრო ენერგოეფექტური გახდა. პამიდორმა, თამბაქომ, ბრინჯმა, მწვანე ბარდამ და სხვა მცენარეებმა აჩვენა, რომ აცეტატში არსებული ნახშირბადის გამოყენებით მზის გარეშე ზრდა შეძლეს. ამ მეთოდით შესაძლებელია მცენარეების ზრდა მარსის მიწისქვეშა ბუნკერებშიც კი. (იხ. წყარო).


მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური ფოტოსინთეზის მეთოდი,  რომლითაც სურსათის წარმოება მზის ენერგიის გარეშეა






2. გაყინვით გამომშრალი კანის უჯრედებიდან მეცნიერებმა ცხოველების კლონირება შეძლეს პირველად ისტორიაში.

ეს გააკეთეს იაპონიის იამანაშის უნივერსიტეტის მკვლევარებმა საიაკა ვაკაიამას ხელმძღვანელობით 2022 წელს. ეს მეთოდი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ალტერნატიული, იაფი, უსაფრთხო და თხევადი აზოტისგან თავისუფალი ბიობანკების შესაქმნელად. (იხ. წყარო).


გაყინვით გამომშრალი კანის უჯრედებიდან მეცნიერებმა ცხოველების კლონირება შეძლეს პირველად ისტორიაში




3. სამყაროს პირველ სუპერმასიურ შავ ხვრელთა წარმოქმნის დიდი ხნის საიდუმლო სავარაუდოდ ამოხსნილია.

ვიდრე სამყარო მილიარდი წლის გახდებოდა, უკვე წარმოქმნილი იყო გიგანტური, ჩვენს მზეზე მილიარდობით უფრო მასიური შავი ხვრელები. აქამდე გაუკრვეველი იყო როგორ გაჩნდა ამხელა ზომის შავი ხვრელები ამდენად ადრეულ სამყაროში უკვე დაახლოებით 13 მილიარდი წლის წინ. 2022 წელს სუპერკომპიუტერულმა სიმულაციებმა ამ ამოუხსნელ ფენომენს ნათელი მოჰფინა. როგორც ბრიტანეთის პორტსმუთის უნივერსიტეტის კოსმოლოგმა დენიელ ვალენმა განაცხადა, 2003 წლიდან აღმოაჩინეს კვაზარები, რომლებიც არის ძლიერ კაშკაშა, მატერიის აქტიურად შთანმთქმელი სუპერმასიური შავი ხვრელები, რომელიც დიდი აფეთქებიდან მილიარდი წლის გასვლამდე უკვე არსებობდნენ. სუპერმასიური შავი ხვრელების წარმოქმნის ორი მოდელი არსებობს:

1. კვდება ერთი მასიური ვარსკვლავი, რომლის ადგილასაც მზეზე დაახლოებით ასჯერ მასიური შავი ხვრელი წარმოიქმნება. შემდეგ დიდი დროის განმავლობაში ის ყლაპავს უფრო და უფრო მეტ მატერიას, სანამ მზეზე მილიონობით და მილიარდობით მეტად მასიური არ გახდება.

2. მეორე ვარიანტში, ყველაფერი იწყება მოზრდილი, 100 ათასამდე მზის მასის შავი ხვრელიდან. ასეთი შავი ხვრელის წარმომქმნელი ვარსკვლავები ცოტა ხნით არსებობდნენ და ფუნქციონირებდნენ, დაახლოებით მხოლოდ 250 ათასი წელიწადი და შემდეგ შავ ხვრელებად კოლაფსირდნენ. ამჟამად ამდენად დიდი მასის ვარსკვლავები რომ ამდენად დიდ შავ ხვრელებად კოლაფსირდნენ თავიდანვე, აღმოჩენილი არ გვაქვს, მაგრამ სიმულაციები აჩვენებს, რომ ასეთი ვარსკვლავები ყალიბდებოდა ადრეულ სამყაროში, დაახლოებით 13 მილიარდი წლის წინ, იშვიათი, მაგრამ მძლავრი მკვრივი, ტურბულენტური ცივი გაზის ნაკადების შერწყმის ადგილებში. 2022 წელს ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა სიმულაციამ ასტროფიზიკოს მუჰამად ლატიფის ხელმძღვანელობით აჩვენა, რომ ასეთი სუპერმასიური შავი ხვრელები ამგვარი აირების ნაკადების ურთიერთქმედებით სპონტანურად წარმოიქმნა ეგზოტიკური გარემოებების საჭიროების გარეშე. (იხ. წყარო)


სამყაროს პირველ სუპერმასიურ შავ ხვრელთა წარმოქმნის დიდი ხნის საიდუმლო სავარაუდოდ ამოხსნილია




4. არამიწიერი ცივილიზაციები ერთმანეთს შეიძლება კვანტური კომუნიკაციებით ეკონტაქტებოდნენ.

კვანტური კომუნიკაციის რეალობად ქცევაზე დიდი ხანია მუშაობენ მეცნიერები დედამიწაზე. კვანტური მექანიკის გამოყენებით ინფორმაციის გადაცემა არსებითად ბევრად უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი. თუმცა კვანტური მდგომარეობები ძლიერ სუსტია და რაიმე გარე ზემოქმედებისას მარტივად ნადგურდება, ამიტომ კვანტურ ქსელებს კოსმოსში გადაადგილება დაშლის გარეშე უნდა შეეძლოს. ჩვენზე უფრო მაღალტექნოლოგიურ ცივილიზაციას ეს შეეძლება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთვის ეს შეუძლებელია. (იხ. წყარო).


არამიწიერი ცივილიზაციები ერთმანეთს შეიძლება კვანტური კომუნიკაციებით ეკონტაქტებოდნენ




5. ჩვენი გალაქტიკის ცენტრში რნმ-ზე დაფუძნებული სიცოცხლისთვის საჭირო საშენი მასალები დააფიქსირეს.

ეს აღმოჩენა გაკეთდა 2022 წელს ესპანეთის ეროვნული კვლევითი საბჭოსა და აეროკოსმოსურ ტექნოლოგიათა ეროვნული ინსტიტუტის ასტრობიოლოგიის მკვლევართა ჯგუფმა ვიქტორ რივილიას ხელმძღვანელობით. როგორც ჩანს ირმის ნახტომის შუაგულში უხვადაა ისეთი მოლეკულები, რომელთა კომბინაციაც რიბონუკლეინის მჟავას (რნმ) წარმოქმნის. ვარსკვლავთშორის სივრცეში წარმოდგენილ ქიმიას შეუძლია წარმოქმნას მრავალი ნიტრილი, რომლებიც საკვანძო მოლეკულური წინამორბედია იმისთვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო რნმ-ს და მასზე დაფუძნებული პირველი სიცოცხლის ფორმების წარმოქნა და გავრცელება სხვადასხვა პლანეტაზე, მათ შორის დედამიწაზე. შესაძლოა დედამიწაზე პირველად წარმოიქმნა ან კოსმოსიდან შემოვიდა მეტეორიტებისა და ასტეროიდების მეშვეობით რნმ-ის პრებიოტური მოლეკულები, ნიტრილები, რომლებიც პირველად წარმოიშვა ვარსკვლავთშორის სივრცეში, ხოლო შემდეგ ამ და სხვა პლანეტებზე მოხვედრის შემდეგ წარმოქმნა რნმ-მოლეკულები, რომლებიც თავად გამრავლდა, დროთა განმავლობაში გამრავალფეროვნდა, გართულდა, დაიხვეწა და წარმოქმნა სიცოცხლის უპირველესი, თვითგამრავლებადი, ევოლუციონირებადი მარტივი ფორმები უკვე 4 მილიარდ წელზე უფრო დიდი ხნის წინ. (იხ. წყარო)


ჩვენი გალაქტიკის ცენტრში რნმ-ზე დაფუძნებული სიცოცხლისთვის საჭირო საშენი მასალები დააფიქსირეს




6. მრავალი მტკიცებულება მიუთითებს, რომ მწერები ტკივილს გრძნობენ.

არასასიამოვნო სტიმულებს ბაქტერიებიც კი გაურბიან. სხვა, უფრო რთულ ცოცხალ ორგანიზმებში ტკივილის დაფიქსირება არ არის ისეთი მარტივი, როგორც უბრალოდ უარყოფით რეაქციებზე დაკვირვება საზიანო კონტაქტისას. შეიძლება ერთი მეორეში აგვერიოს. ტკივილის შეგრძნების აღსაქმელად საჭიროა კომპლექსური ფსიქოლოგიური სისტემა, რომელიც თავის ტვინთანაა დაკავშირებული. საერთოდ, ნოციცეფცია, რომელიც ნახვარ მილიარდ წელზე უფრო დიდი ხანია არსებობს ცოცხალ ორგანიზმებში დედამიწაზე (დაახლოებით 600-500 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან) არის სენსორული ნერვული სისტემის მიერ არასასიამოვნო სტიმულაციის დაფიქსირება, როგორიცაა ქიმიური დამწვრობა, ბასრი ჭრილობა თუ სისხლჩაქცევითი დაზიანებები - ცხოველებში მრავალი სახის ფსიქოლოგიურ და ქცევით პასუხებს იწვევს. ერთ-ერთი მათგანია ტკივილის აღქმა. პირველი მწერები დედამიწაზე 480 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ. კარგადაა დოკუმენტირებული, რომ პოტენციურად საზიანო კონტაქტზე მწერებს აცილების რეაქცია აქვთ. მწერებს ავტონომიურად აქვთ თავის ტვინიდან ნერვული ქორდის ნაწილში ჩამომავალი ნეირონები, საიდანაც მომდინარეობს მათი თავდაცვითი რეაქცია დაზიანებაზე. მწერებს გააჩნიათ ტკივილზე პასუხის კონტროლის გარკვეული ფორმა, თუმცა რაც უფრო ნაკლებგანვითარებულია ცენტრალური ნერვული სისტემა და კერძოდ თავის ტვინი, მით უფრო ნაკლებია ტკივილის შეგრძნებით გამოწვეული ტანჯვა ნებისმიერ არსებაში. (იხ. წყარო).


მრავალი მტკიცებულება მიუთითებს,  რომ მწერები ტკივილს გრძნობენ




7. ავსტრალიის ქვეშ დედამიწის ქერქის ოთხი მილიარდი წლის წინანდელი ნაჭერი აღმოაჩინეს.

ეს აღმოჩენა გაკეთდა 2022 წელს ავსტრალიის კურტენის უნივერსიტეტის დოქტორანტის, მაქსიმილიან დროელნერის ხელმძღვანელობით. დედამიწის ქერქის ეს ნაწილი დაახლოებით ირლანდიის ზომისაა, ათასობით მილიონი წელია ახდენს გავლენას რეგიონულ ევოლუციაზე და შეუძლია მოგვცეს დამატებითი ინფორმაცია თუ როგორ გახდა დედამიწა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტა. (იხ. წყარო).


ავსტრალიის ქვეშ დედამიწის ქერქის ოთხი მილიარდი წლის წინანდელი ნაჭერი აღმოაჩინეს




8. დასტრესილი მცენარეები საკუთარ ასპირინს გამოიმუშავებენ და თვითმკურნალობას ეწევიან.

ეს კვლევა ჩაატარა და აღმოჩენა გააკეთა 2022 წელს რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგმა ვილჰელმინა ფონ დე ვენმა. მისი განცხადებით "ისე ჩანს, თითქოს მცენარეები ტკივილგამაყუჩებელს იყენებენ, ტკივილის წინააღმდეგ, ზუსტად ჩვენ მსგავსად". სალიცილის მჟავა გამომუშავდება ქლოროპლასტებში ძირითადად სტრესის საპასუხოდ. ამ ნივთიერებას ადამიანები დიდი ხანია იყენებენ ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგოდ. მცენარეებში ის ფუნდამენტურ როლს ასრულებს სიგნალთა გადაცემაში, ჰომეოსტაზის რეგულირებასა და პათოგენებისგან თავდაცვაში. (იხ. წყარო).


დასტრესილი მცენარეები საკუთარ ასპირინს გამოიმუშავებენ და თვითმკურნალობას ეწევიან




9. გამოვლენილია საკვები დანამატი, რომელიც ზოგიერთი მემკვიდრეობითი კიბოს რისკს 60 პროცენტით ამცირებს.

აღნიშნული კვლევა დაახლოებით 2000 წლიდან მიმდინარეობდა და საბოლოოდ 2022 წელს დასრულდა ნიუკასლის უნივერსიტეტის ნუტრიციოლოგის, ჯონ მათერსის ხელმძღვანელობით. კვლევა ცხადყოფს, რომ შესაძლებელია ზოგიერთი სახის კიბოს რისკი შემცირდეს 60%-ით კვების რაციონში უფრო მეტი რეზისტენტული სახამებლის დამატებით. (იხ. წყარო).


გამოვლენილია საკვები დამანამატი,  რომელიც მემკვიდრეობითი კიბოს რისკს 60 პროცენტით ამცირებს




10. ოკეანის ფსკერზე უცნაური ხვრელები აღმოაჩინეს, მეცნიერები ჯერ ვერ ხსნიან, რას უნდა წარმოექმნა ისინი.

აღმოჩენა მოხდა 2022 წელს ატლანტიკის ოკეანეში, ზედაპირიდან 2.5 კილომეტრის სიღრმეზე, ისინი წერტილოვანია და საოცრად სუფთად და თანაბრადაა დაშორებული ერთმანეთთან ოკეანის ფსკერზე, წყალქვეშ მოქცეულ შუაატლანტიკურ ქედზე, რომელიც 16 ათას კილომეტრზეა გადაჭიმული და წარმოადგენს დედამიწაზე უდიდეს ქედს. სწორედ ამ წყალქვეშა ქედის ზედაპირზე არის აღმოჩენილი ათეულობით, სწორ ხაზად ჩამწკრივებული, ერთმანეთისგან ერთნაირი (მცირე) მანძილით, რამდენიმე სანტიმეტრით დაშორებული თითქოს ხელოვნურად წარმოქმნილი ხვრელები. ზუსტად ასეთივე ხვრელების მეორე წყება აღმოჩენილია პირველი აღმოჩენიდან 483 კილომეტრის მოშორებით, ამავე ქედზე, ამჯერად უკვე 1.6 კილომეტრის სიღრმეზე ფსკერზე. (იხ. წყარო).


ოკეანის ფსკერზე უცნაური ხვრელები აღმოაჩინეს,  მეცნიერები ჯერ ვერ ხსნიან,  რას უნდა წარმოექმნა ისინიოკეანის ფსკერზე უცნაური ხვრელები აღმოაჩინეს,  მეცნიერები ჯერ ვერ ხსნიან,  რას უნდა წარმოექმნა ისინი



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
148
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0