x
image
არჩილ ვერულიძე
პალერმოში, კაპუცინთა მონასტრის ქვეშ მდებარე კატაკომბებში, მიცვალებულთა ქალაქი აღმოაჩინეს

image
ხუთი საუკუნის წინ პალერმოს უძველესი მონასტრის კატაკომბები ნეკროპოლისად აქციეს. დაახლოებით 2000 ნეშტი განაცვიფრებს და შიშის გრძნობას უნერგავს საფლავის სტუმრებს.
image

სხეულები განლაგებულია სხვადასხვა პოზაში და ზოგჯერ გიჩნდება გრძნობა, რომ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.

კატაკომბების უძველესი მუმია 4 საუკუნეზე მეტი ხნისაა. ეს არის ბერი სილვესტრო სუბიო, რომელიც გარდაიცვალა 1599 წელს და დაკრძალულია ტრადიციული სამონასტრო სამოსით.

კატაკომბებში ბოლო დაკრძალვა 1920 წლით თარიღდება. თავისი უკანასკნელი თავშესაფარი იქ იპოვა ბრონქული ინფექციით გარდაცვლილმა ორი წლის გოგონამ როზალინამ. იმისდა მიუხედავად, რომ მისი გარდაცვალებიდან 100 წელზე მეტი გავიდა, გოგონა ისე გამოიყურება, თითქოს ახლახანს ჩაეძინა.
image
საიდუმლოდ რჩება, თუ რატომ გადაწყვიტეს მუმიფიკატორებმა ასე ოსტატურად მხოლოდ ამ სხეულის დამუშავება. დანარჩენი გარდაცვლილებისგან მხოლოდ ძვლებიღა დარჩა ხორცის ან თმის მცირე ელემენტებით.

შემორჩენილი ხელნაწერების მიხედვით, მეცნიერებმა შეძლეს ბალზამირების თავდაპირველი პროცესის აღდგენა. გარდაცვლილს კვეთდნენ, უღებდნენ ორგანოებს და ცხედარს გამოსაშრობად ტოვებდნენ. 7-8 თვის შემდეგ მას ძმარში ასველებდნენ, რის შემდეგაც კუბოში ათავსებდნენ ან კედელზე ჩამოკიდებდნენ – ყველაფერი ახლობლების სურვილზე იყო დამოკიდებული.
image
კატაკომბები დაყოფილია რამდენიმე ნაწილად. ერთი მათგანი შეიცავს მღვდლების მუმიებს, მეორე მთლიანად ეკუთვნის ქალებს, რომელთა გვამები ნახევრად გახრწნილ კაბებში და ქოლგებით ხელში განსაკუთრებით შემზარავად გამოიყურება. ქალწულები განცალკევებით არიან დაკრძალულნი.
image
კატაკომბებში არის საბავშვო ოთახიც. უდროოდ წასული პატარები აქ საუკეთესო სამოსით განისვენებენ. მათ შორისაა პატარა როზალინა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში თოჯინად მიიჩნევდნენ ადგილობრივები. თუმცა, მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ გოგონას სხეული მუმიფიცირებული იყო უძველესი ქიმიკატების დახმარებით, რამაც მას ასე კარგად შენახვის საშუალება მისცა.

სიცილიის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში კაპუცინებმა პალერმიტანული კატაკომბების საფუძველზე შექმნეს სხვა მიწისქვეშა საძვალეები, რომლებშიც მუმიფიცირებული სხეულებიც არის გამოფენილი. ამ საძვალებიდან ყველაზე ცნობილია კაპუცინების კატაკომბები ქალაქ სავოკაში, სადაც ინახება ადგილობრივი სამღვდელოებისა და თავადაზნაურობის წარმომადგენლების ორმოცდაათამდე მუმია.

უძველესი მუმიების შესწავლამ მეცნიერებს საშუალება მისცა ბევრი რამ გაეგოთ დაავადებებისა და ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ გასულ საუკუნეებში.



0
310
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0