x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ერთადერთი უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია

მხედველობაში თუ არ მივიღებთ იდუმალ ცივილიზაციებს და მხოლოდ იმ ცივილიზაციებზე ვისაუბრებთ, რომლის არსებობა არტეფაქტებით დასტურდება, გამოვა რომ, ჩვენს პლანეტაზე, დაახლოებით, 9-10 ათასი წლის წინ, 4 ცივილიზაცია არსებობდა. ესენია: ინდის, ეგვიპტის, შუმერის და ჩინეთის. თუმცა დღეს, ამ ცივილიზაციების ნაკერებიდან, მხოლოდ ერთია შემორჩენილი.


image


ისტორიკოსები და ეთნოგრაფები დღემდე კამათობენ, თუ რატომ მოხდა ცივილიზაციის განვითარება კონკრეტულად ამ რეგიონებში და არა სხვაგან? რით იყო გამოწვეული იქ მცხოვრები ადამიანების ტექნოლოგიურ-კულტურული პროგრესი და რატომ მოხდა, რომ ასეთი განვითარების მიუხედავად, ამ ცივილიზაციების განადგურება მაინც მოხდა და გადარჩენა, მხოლოდ ერთმა მათგანმა მოახერხა?


imageimage


პირველად ინდის ანუ ჰარაპის ცივილიზაცია დაიღუპა. მისი განადგურების მიზეზი უცნობია. არქეოლოგიური გათხრების მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ამ ცივილიზაციამ, თავისი აღზევების პერიოდში, დაახლოებით 1500 წელი იარსება და შემდეგ, ნელ-ნელა ჩაქრა, – ქალაქები დაიცალა, ხელოსნობა და ხელსაქმე მივიწყებას მიეცა... ხოლო, როდესაც ინდოეთში ჩრდილოეთიდან მომთაბარე–არიები, თანამედროვე ინდიელების წინაპრები, შეიჭრნენ, მათთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. ინდის ცივილიზაციიდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი და ჩვენ ისიც კი არ ვიცით, თუ რა ენაზე საუბრობდნენ მისი წარმომადგენლები!


imageimage


ჰარაპის ცივილიზაციის ბედი გაიზიარა შუმერების ცივილიზაციამაც. თუმცა, გარკვეული მოსაზრებით, მას უფრო გაუმართლა, ვიდრე ინდის ცივილიზაციას, რადგან შუმერების კულტურა ნაწილობრივ შემონახულია და მეცნიერებს მათი ტექსტების წაკითხვაც კი შეუძლიათ. შუმერები მომთაბარე სემიტებმა დაიპყრეს და თანდათანობით, მათი ასიმილირება მოხდა აქადური და ასირიელი ტომების წარმომადგენლებთან, რომლებიც თანამედროვე არაბების და ებრაელების წინაპრები იყვნენ. სემიტებმა შუმერებისგან ბევრი რამ შეითვისეს და გარკვეულწილად, მათი ცივილიზაციის მემკვიდრეები გახდნენ. ასე, რომ, ეს ცივილიზაცია უკვალოდ არ გამქრალა.


imageimage


«ისტორიის» III «მსხვერპლი» ეგვიპტის ცივილიზაცია გახდა. ის საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე, – თითქმის, 2 ათასი წელი «იფერფლებოდა» და არსებობა, საბოლოოდ, VII საუკუნეში შეწყვიტა, როდესაც ეგვიპტეში არაბები გამოჩნდნენ. ამ ქვეყნის დღევანდელი მოსახლეობის უმრავლესობას, ძველ ეგვიპტელებთან არანაირი კავშირი არა აქვს – ისინი სრულიად განსხვავებულ ენაზე საუბრობენ, განსხვავებული რელიგია და კულტურა აქვთ; უძველესი ცივილიზაციის პატარა «ნარჩენს» კოპტები წარმოადგენენ, – ე. წ. ეროვნული უმცირესობა, რომლის რაოდენობა, ეგვიპტის მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს შეადგენს.



imageimage


ამრიგად, უძველესი ცივილიზაციებიდან, ჩვენს დრომდე, მხოლოდ ერთმა – ჩინეთის ცივილიზაციამ მოაღწია. რატომ მოხდა ასე? – ბევრი ვერსია არსებობს! თუმცა, მეცნიერები დღემდე ვერ თანხმდებიან, თუ როგორ მოხდა, რომ ასეთმა მაღალგანვითარებულმა და კულტურულმა ცივილიზაციებმა, მომთაბარე ტომების ზეწოლას ვერ გაუძლეს და გაქრნენ.

ზოგიერთების აზრით, ეს მათი «სასიცოცხლო ძალების» ნაკლებობის გამო მოხდა, ზოგი კი ფიქრობს, რომ მათი დაღუპვის მიზეზი, კარგი ცხოვრებით და ფუფუნებით განებივრება იყო. ასევე არსებობს აზრი, რომლის მიხედვით, კულტურულ ადამიანს, თავისი წესიერებით, ღირსებით, სიკეთით და გულმოწყალებით, უპრინციპო ბარბაროსებთან დაპირისპირებისას, გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნია.

მაგრამ, მაშინ ჩნდება კითხვა: ჩინეთის ცივილიზაციამ როგორ შეძლო ველური ტომებისგან თავდაცვა და გადარჩენა?

დიახ, ჩინეთსაც ჰქონდა აყვავების და დაცემის პერიოდები (ის მონღოლებმაც კი დაიპყრეს) – თუმცა, მან გაუძლო, გადარჩენა შეძლო და დღემდე მოვიდა! მაგრამ, ეს როგორ მოახერხა, ზუსტი პასუხი არ არსებობს.

imageარხის სხვა სიახლეები:


* "ჩვენ ვიცით, სად ვეძებოთ უცხოპლანეტელები" – აცხადებენ მეცნიერები

* კაცობრიობის ისტორიული სამშობლო

* გალილეო გალილეის 10 ბრძნული გამონათქვამი, რომელიც ნამდვილად დაგაფიქრებთ

* დედამიწის ყველაზე უცნაური მკვიდრი

* რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში

* 10 საინტერესო ფაქტი ყველასთვის ცნობილ ადამიანებზე და არა მარტო...

* "ოქროს მატარებლის" საიდუმლო

* ყველაზე საინტერესო, წყლის შესახებ



0
2007
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2007
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0