x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უძველესი ცივილიზაციების იდუმალი ცოდნა და მემკვიდრეობა

ცივილიზაცია შეგვიძლია ვუწოდოთ საზოგადოების განვითარების განსაზღვრულ ეტაპს, რომლისთვისაც საკუთარი სოციალური კლასები, დამწერლობა, ხელოვნება, ხელობა და სხვა სახის საქმიანობა არის დამახასიათებელი. ისტორიკოსების აზრით, უძველეს ცივილიზაციებში უამრავი საიდუმლოა დაფარული და ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ამოუხსნელია.


image

image მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციები image

კვლევის შედეგების მიხედვით, პირველი ცივილიზაციების წარმოქმნა აზიის, აფრიკის და ევროპის ტერიტორიებზე, რამდენიმე ათასწლეულის წინ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცივილიზაციების ფორმირება სხვადასხვა დროში და ეპოქაში ხდებოდა, მათი განვითარების პროცესში ბევრი რამ საერთო იყო და სწორედ ეს საერთო ხაზი გახდა კაცობრიობის პროგრესის და კულტურული განვითარების პლაცდარმი.image

შუმერების ცივილიზაცია

imageimageimageბევრი ისტორიკოსი დარწმუნებულია, რომ მესოპოტამიაში 6 ათასი წლის წინ გაჩენილი შუმერების ცივილიზაცია პირველი იყო დედამიწაზე არსებულ ცივილიზაციებს შორის. ამ ცივილიზაციასთან დაკავშირებით, შემდეგი ფაქტების აღმოჩენა მოხერხდა:

1. შუმერები – პირველები იყვნენ დედამიწაზე, რომლებმაც იცოდნენ თვლის პოზიციური სისტემა (ციფრის წონა – 1, 2, 3...) და ფიბონაჩის ციფრები.

2. ამ ხალხის ლეგენდებში მზის სისტემის აგებულების უძველესი აღწერილობაა მოცემული.

3. შუმერულ ხელნაწერებში მითითებულია, რომ პირველი ადამიანები, გენური ინჟინერიის წყალობით, დაახლოებით, 3 ათასი წლის წინ იყვნენ შექმნილები.

4. მათ განვითარებული სახელმწიფო წყობა ჰქონდათ: სასამართლო, მართვის სხვადასხვა ორგანოები, რომლის ფორმირება არჩევნების გზით ხდებოდა.

5. შუმერების ცივილიზაცია, სამხ. მესოპოტამიაში, 2 ათასი წლის მანძილზე (ძვ. წ. აღრ. V-III ათასწლეული) არსებობდა.

imageმაიას ცივილიზაცია imageimage

imageიდუმალი ცივილიზაციებიდან ერთ-ერთი, რომელიც თავისი არსებობით დღესაც თავს გვახსენებს – არის მაია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მათ მიერ შექმნილი მხოლოდ კალენდარი რად ღირს?! ცივილიზაციის კვლევა დღემდე გრძელდება და მეცნიერებმა გარკვეული ინფორმაციის მიღება უკვე შეძლეს:

1. ცივილიზაცია დახელოვნებული იყო ქვის ქალაქების და პირამიდების მშენებლობაში. ქალაქების უმრავლესობა აშენებულია მისი აყვავების ხანაში – 250-900 წწ-ში და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ მექსიკის და ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზე, ეს ხალხები ძვ. წ. აღრ. II ათასწლეულის დასაწყისიდან ცხოვრობდნენ, მისდევდნენ სოფლის მეურნეობას: მოჰყავდათ გოგრა, ბამბა, ხილი, პარკოსნები და სხვა. მოიპოვებდნენ მარილს.

2. ამ ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რელიგია, ხოლო ღმერთებისთვის თაყვანისცემა გაკულტებული ჰქონდათ. ამასთან, მაია და ინდიელთა სხვა ცივილიზაციები ღმერთებს მხოლოდ ცხოველებს კი არა, ადამიანებსაც სწირავდნენ.

3. ეს ცივილიზაცია წარმოუდგენლად დიდ ცოდნას ფლობდა ასტრონომიაში, რაც ზემოთ ხსენებული, კალენდრის შექმნით დასტურდება.

imageინკების ცივილიზაციაimage

image

imageამერიკულ ცივილიზაციებს შორის, ტერიტორიის ყველაზე დიდი ფართობით და მოსახლეობის რაოდენობით, ინკების იმპერია გამოირჩევა. ისტორიკოსების წყალობით, ამ ცივილიზაციის შესახებ, უკვე ბევრი რამ არის ცნობილი:

1. ინკების იმპერიის ისტორია XI საუკუნიდან იწყება, ხოლო ვინ იყვნენ მათი წინაპრები ან საიდან მოვიდნენ, ცნობილი არ არის. მეცნიერთა ერთი ნაწილი მათ ადრეული ანდური ცივილიზაციის – მაგ., პარაკასის (ძვ. წ. აღრ. VII - I სს.) და ნასკას (ძვ. წ. აღრ. II- ახ. წ. აღრ. IV სს) შთამომავლებად მიიჩნევს.

2. კვლევამ აჩვენა, რომ ინკების იმპერია ადმინისტრაციულ ერთეულებად იყო დაყოფილი და თითოეულ მათგანში ეკონომიკის რომელიმე ან ერთდროულად, რამდენიმე დარგი იყო განვითარებული.

3. ზუსტად არის ცნობილი, რომ იმპერიაში არ არსებობდა კორუპცია და ისეთი დანაშაული, როგორიც მკვლელობა და ქურდობა არის.

4. ინკებს ზომა-წონის საკუთარი სისტემა, კალენდარი, არქიტექტურა და მუსიკალური კულტურა ჰქონდათ. უცნაური და უნიკალური იყო მათი დამწერლობაც. კაპუ – კვანძოვანი დამწერლობაა, რომლის გამოყენებით, ბაწარზე მიმაგრებული ძაფებით და კვანძების კომბინაციით, ნებისმიერი სახის ტექსტის აწყობა და საბუღალტრო მონაცემების თუ გადასახადების დაანგარიშება შეიძლებოდა.

5. იმპერიის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 5-7 ათასი საფოსტო სადგური იყო, რაც ძველ ცივილიზაციებში არც ისე ხშირად გვხვდება.

image

აცტეკების ცივილიზაციაimageimageimage

მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ინდიელ ხალხებს შორის დღეს ყველაზე მრავალრიცხოვანი აცტეკები არიან (დაახლოებით, 1, 5 მლნ.). ისინი ამ მიწებზე XII-XIII სს-ში დასახლდნენ. ხოლო, მიგრაციამდე, კონტინენტის ჩრდ. ნაწილში, დღევანდელი აშშ-ს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. მათი ცივილიზაციის შესახებ კი, შემდეგი ფაქტებია ცნობილი:

1. აცტეკები გატაცებულები იყვნენ სპორტით და ხელოვნებით. დღემდე შემორჩენილია მათ მიერ შექმნილი სკულპტურები და ჭურჭლის ნაკეთობები. კარგად იყო განვითარებული სოფლის მეურნეობაც და ვაჭრობა (საქონლის გაცვლა-გამოცვლა).

2. ამ ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო განათლება და ბავშვები ცოდნას მხოლოდ საკუთარი მშობლებისგან კი არა, სკოლებში იღებდნენ.

3. აცტეკების პიქტოგრამული დამწერლობა ჰქონდათ, იეროგლიფების ელემენტებით. ამასთან, ძალიან უყვარდათ ყველაფრის დოკუმენტირება: იწერდნენ ისტორიულ ფაქტებს, ადგენდნენ რელიგიურ და საკანონმდებლო ტექსტებს და მას «კოდექსს» ეძახდნენ, რაც თარგმანში – «ხის ნაჭერს» ნიშნავს. აცტეკები ქაღალდს ხის ქერქისგან აკეთებდნენ (აცილებდნენ უხეშ ნაწილს, რეცხავდნენ, ქვით ათხელებდნენ, თაბაშირით გრუნტავდნენ და აპრიალებდნენ) და სახელიც აქედან მოდის.

5. მამაკაცებისთვის დაშვებული იყო პოლიგამია (მრავალცოლიანობა), ხოლო ღარიბი ოჯახები საკუთარ შვილებს მონობაში ჰყიდიდნენ და ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

imageშუამდინარეთის ცივილიზაცია (ძველი მესოპოტამია)

imageimage

imageმესოპოტამია – ბერძნული ტერმინია და რადგან ტერიტორია ორ მდინარეს: ევფრატსა და ტიგროს შორის მოქცეულ დაბლობს მოიცავს, მას შუამდინარეთსაც უწოდებენ. მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ რეგიონის სამხრეთ ნაწილის პირველი მკვიდრები შუმერები (ძვ. წ. აღრ. IV – III ათასწლეული) იყვნენ, მაგრამ რეალურად, ეს მიწები, მათ გამოჩენამდე, სხვა ტომებით იყო დასახლებული.

1. ძველი ცივილიზაციის არტიფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ მესოპოტამიის ტერიტორიაზე რამდენიმე მსხვილი დასახლების პუნქტი იყო.

2. მესოპოტამიის მოსახლეობა რელიგიური იყო და მაგიური რიტუალებიც ფართოდ გამოიყენებოდა.

3. იმ პერიოდში, მესოპოტამიის ცივილიზაციას, დამწერლობის გარდა, ცივილიზაციის ყველა მახასიათებელი ჰქონდა. ხოლო, ამ მიწაზე შუმერების დასახლების შემდეგ, დამწერლობაც გაჩნდა.image

ბაბილონი

imageimage

imageქალაქი სახელმწიფო, ისტორიული აქადის ტერიტორიაზე, შუმერული წყაროების მიხედვით, ძვ. წ. აღრ. XXIV-XXI სს-ში პროვინციის ცენტრი იყო, ხოლო II ათასწლეულის დასაწყისიდან, ბაბილონის სამეფოს ცენტრი გახდა. ამ ცივილიზაციის ყველა საიდუმლო ამოხსნილი არ არის. მაგრამ, მეცნიერებმა ბევრი საინტერესო ინფორმაციის მოპოვება შეძლეს:

1. ბაბილონში კარგად იყო განვითარებული ვაჭრობა. ხოლო, ადგილობრივების მიერ შექმნი პროდუქცია, დიდი პოპულარობით სარგებლობდა, სამეფოს საზღვრებს გარეთაც. ეს ქალაქი, უძველეს დროში, «მოდის ფუძემდებლად» ითვლებოდა.

2. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი არასწორ დიაგნოზს სვამდა, ხელს აჭრიდნენ. ხოლო, მეძავობა, პრესტიჟულ პროფესიად ითვლებოდა.

3. ბაბილონში ყველაზე დიდ ღირსშესანიშნაობად დაკიდებული ბაღები ითვლება, რომელიც ერთ-ერთია 7 საოცრებას შორის.

4. მათი მშენებლობის ტექნოლოგია წარმოუდგენელი ნაგებობების შექმნის საშუალებას იძლეოდა და ამის მტკიცებულებად, მხოლოდ ბაბილონის გოდოლის მაგალითიც საკმარისი იქნება. image

იდუმალი ცივილიზაციები image

დედამიწაზე უამრავი უნიკალური ნაგებობა და ნივთია, რომლის შექმნას მისტიკას უკავშირებენ, რადგან მეცნიერები მათ არსებობას და შექმნის მექანიზმს ვერაფრით ხსნიან. ჭეშმარიტების ძიებაში, ბევრი მეცნიერი ჩიხში აღმოჩნდა. ხოლო, ექსტრასენსები და სხვა ადამიანები, რომლებიც ენერგეტიკულ ველებთან მუშაობენ და შესაძლებლობა აქვთ, მატერიალურის გარდა, ჩვენი არსებობის სხვა ასპექტებიც შეისწავლონ, უძველესი ცივილიზაციების არსებობაში დარწმუნებულები არიან.image

ჰიპერბორეა imageimage

imageამ უძველეს ცივილიზაციას არქტიდასაც ეძახიან. ითვლება, რომ ის ისევე გაქრა, როგორც ყველასთვის ცნობილი ატლანტიდა. უძველესი ცივილიზაციების დაღუპვის ფაქტის რეალური მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ხალხების ეთნო კულტურაში შემონახული ინფორმაცია, რომლის ანალიზს, ჰიპერბორეას სავარაუდო არსებობამდე მივყავართ.

1. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ჰიპერბორიელები გრძნეულები იყვნენ და ლევიტაცია შეეძლოთ. იყვნენ ძალიან ნიჭიერები და ეს მათ შექოქმედებაში ვლინდებოდა. დღესასწაულებზე ცეკვის და სიმღერის ჩვევა, რომელიც დღეს სხვადასხვა ხალხებში გვხვდება, სავარაუდოდ, სწორედ ჰიპერბორეული ტრადიციაა.

2. ჰიპერბორეელები მუდმივად ახალგაზრდები იყვნენ, არასდროს ავადმყოფობდნენ და ბედნიერი ცხოვრებით ტკბებოდნენ.

imageლემურია

imageimageimageსაიდუმლო წყაროების ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, პირველი უძველესი ცივილიზაცია წყნარ ოკეანეში მდებარე უდიდეს კონტინენტზე ლემურია იყო. ცნობილია კონტინენტის კიდევ ერთი სახელი – მუ არის. ამ ცივილიზაციის შესახებ, შემდეგი ინფორმაცია არსებობს:

1. ცივილიზაცია 52 ათასი წლის მანძილზე არსებობდა.

2. ლემურიაზე ადამიანი გიგანტები ცხოვრობდნენ, რომელთა სიმაღლე 18 მ-მდე იყო და მათ ზებუნებრივი უნარები გააჩნდათ.

3. ცივილიზაცია ძლიერი მიწოსძვრის შედეგად გაქრა.

4. მათი მემკვიდრეობა სამშენებლო მეცნიერებაა, რომლის წყალობით, ადამიანებმა ქვის ნაგებობების შექმნა შეძლეს. image

ხიტის ცივილიზაცია

imageimageimageგადმოცემების თანახმად, ინდოეთის და წყნარ ოკეანეებში არსებობდა უზარმაზარი კონტინენტი – ხიტიდა. ითვლება, რომ ამ კონტინენტზე ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფირფიტები, რომლის გაშიფრვის შემდეგ, გარკვეული ინფორმაცის მიღება მოხერხდა, აღნიშნული ცივილიზაციის შესახებ:

1. კლიმატი კონტინენტზე იდეალური იყო.

2. კონტინენტზე ცხოვრობდნენ თეთრი, შავი, ყავისფერი და ყვითელი ადამიანები. მათ ზებუნებრივი ძალა ჰქონდათ, შეეძლოთ ფრენა და ტელეპორტაცია. გარდა ამისა, არსებობს ასევე ინფორმაცია, რომ კონტინენტი დასახლებული იყო სულებით.

3. მოსახლეობისთვის ყველაზე მთავარი ბუნებასთან ერთობა იყო, რომელიც მათ ძალას აძლევდა.

4. ხიტიდა დედამიწი ასტეროიდთან შეჯახების დროს დაიღუპა.

imageპაციფიდა imageimage

imageზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ წყნარი ოკეანე უამრავ საიდუმლოს ინახავს. არსებობს ვერსია, რომ ერთ დროს, ოკეანეში არსებობდა მატერიკი – პაციფიდია და ამ მატერიკის შესახებ, მხოლოდ ეზოთერიკოსები კი არა, დღეს უკვე მკვლევარებიც საუბრობენ.

1. ითვლება, რომ ადრე დედამიწა ნამდვილი გოლიათებით იყო დასახლებული, რომელთა მინიმალური სიმაღლე 5 მ. იყო.

2. პაციბიდის ცივილიზაციის არსებობის მტკიცებულებად, მეცნიერები აღდგომის კუნძულზე მდებარე, მოაის ქანდაკებებს მიიჩნევენ.

3. ითვლება, რომ კონტინენტი ლითოსფეროს ფილების დრეიფის დროს დაიშალა და ოკეანეში ჩაიძირა. ხოლო, აღდგომის კუნძული – პატარა ნაწილია, რომელიც ამ ცივილიზაციისგან დარჩა.

imageატლანტიდა imageimageimage

ატლანტიდის საიდუმლოს ამოხსნას კაცობრიობა უკვე 2, 5 ათასი წლის მანძილზე ცდილობს. ყველაფერი კი პლატონის დიალოგებთ («ტიმეოსი» და «კრიტია») დაიწყო, რომლებშიც ცნობილი ფილოსოფოსი, «ჰერკულესის სვეტებს» (გიბრალტარის სრუტე) მიღმა მდებარე, კუნძულს და ქვეყანას აღწერდა. სწორედ ამ ინფორმაციას ეყრდნობიან აღნიშნული ცივილიზაციის თანამედროვე მკვლევარები:

1. ხსენებული დიალოგების მიხედვით, ატლანტები პოსეიდონის შთამომავლები იყვნენ და განვითარებული ტექნოლოგიების ცივილიზაცია შექმნეს.

2. კუნძულზე პოსეიდონის და მისი მეუღლის უამრავი ოქროს ქანდაკება იყო, რაც მხოლოდ სიმდიდრეზე კი არა, ხელოვნების განვითარებაზეც მიუთითებს.

3. ატლანტები ცხენზე ჯირითით ერთობოდნენ, უყვარდათ თერმული აბაზანების მიღება, – რასაც ხელს, კუნძულზე ბევრი ცხელი და თბილი წყაროს არსებობა უწყობდა.

4. ატლანტიდა, ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ჯერ ნაწილებად დაიშალა, ხოლო შემდეგ ჩაიძირა.

5. ჩატარდა უამრავი კვლევა და სამძებრო სამუშაოები დღესაც გრძელდება. ოკეანის ფსკერიდან ამოღებულია კრისტალებ, რომლებსაც მასში გამავალი ენერგიის გაზრდა შეუძლია. ატლანტოლოგების აზრით, ეს კრისტალები პირამიდების თავზე იყო დამონტაჟებული და მისი მეშვეობით ელ. ენერგიის გამომუშავება ხდებოდა. გაგრძელება >>>

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image



image



image




image










0
2154
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0