x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"80-იან წლებში დატრიალებულ ტრაგედიას სულ სხვა ფაქტობრივი გარემოებები ჰქონდა" - მაია შენგელია
image

ქართულ მედიაში გავრცელდა მა­რი­ამ გე­ლაშ­ვილის პოსტი, სადაც წერს, რომ ვაკის პარკის მომხდარმა ტრაგედიამ 1984 წელს თბილისის ზღვაზე მოხდარი ტრაგედია გაახსენა, რო­მელ­საც 18-19 წლის სამი ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.


"ამ სა­ში­ნე­ლე­ბამ, რაც მოხ­და, ყვე­ლას 1984 წელს თბი­ლი­სის ზღვა­ზე დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დია გაგ­ვახ­სე­ნა. მა­ში­ნაც წყალ­ში დე­ნის არ­სე­ბო­ბით სამი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი გარ­და­იც­ვა­ლა, ჩემი სკო­ლე­ლე­ბი, ისი­ნიც 55-ელე­ბია, ჩემი პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სე­ლი კახა ჩხა­ი­ძე, მისი ძმა გო­გი­ტა და გოგ­ლი­კა ჩო­გო­ვა­ძე. ერ­თმა­ნე­თის საშ­ვე­ლად ხტე­ბოდ­ნენ იახ­ტი­დან წყალ­ში და… 19-20 წლის ბი­ჭე­ბი ვი­ღა­ცის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას შე­ე­წირ­ნენ... არც მახ­სოვს, მა­შინ ვინ­მე თუ და­ი­სა­ჯა. ალ­ბათ არა, თო­რემ გა­მახ­სენ­დე­ბო­და, არ ვიცი…


ახ­ლაც გა­მი­ახ­ლდა ის სა­ში­ნე­ლი გან­ცდა და სუ­ლის შემ­ხუ­თა­ვი ტკი­ვი­ლი… ან­გე­ლო­ზი­ვით ბავ­შვი… ღმერ­თო ჩემო... მთე­ლი ჩემი ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბით სავ­სე ვა­კის პარკში ასე მგო­ნია, ვე­ღა­რა­სო­დეს შე­ვალ… არა­და, სულ ცოტა ხნის წინ ვი­ყა­ვი ნუ­ცას­თან, ჩემს შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, რო­გორ მო­მე­წო­ნა, ერთი სული მქონ­და ბო­ლომ­დე რო­დის დამ­თავ­რდე­ბო­და… ეს რამ­ხე­ლა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, “ - წერ­და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­რი­ამ გე­ლაშ­ვი­ლი.



მალევე მის პოსტს გამოეხმაურა ფეისბუქით მაია შენგელია, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ საქმეს კარგად იცნობს და იმ ბიჭების დაღუპვა სულ სხვა ფაქტორმა გამოიწვია:


"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ სტატიას. საქმე იმაშია, რომ 80-იან წლებში დატრიალებულ ტრაგედიას სულ სხვა ფაქტობრივი გარემოებები ჰქონდა და მიზეზთა და მიზეზთა გამო კარგად ვიცნობ ამ საქმეს.


თბილისის ზღვა ორ ნაწილად იყოფა. ერთი ჩვეულებრივ ის ნაწილია, რომელსაც ყველა ჩვენგანი იცნობს, ხოლო მეორე, ე. წ. პატარა ზღვა, წარმოადგენს თბილისის წყლის რეზერვუარს, სადაც შესვლა და ბანაობა აკრძალულია. ეს ორი ნაწილი ერთმანეთს ძალიან ვიწრო სრუტით უკავშირდება. ახალგაზრდები იყვნენ იახტით. მათ რატომღაც მოინდომეს ე. წ. პატარა ზღვაში შესვლა, რაც იახტით შეუძლებელი იყო. ამიტომ იახტა ხელში აიყვანეს და ისე მოინდომეს დიდი ზღვიდან პატარა ზღვაში მისი გადაადგილება. ამ დროს იახტის ანძა გამოედო მაღალი ძაბვის ხაზს, რომელიც გადიოდა პატარა ზღვის თავზე და რადგან იქ ვინმეს შესვლა აკრძალული იყო, წესით იმ ადგილას არავინ არ უნდა მოხვედრილიყო. ანძამ გაგლიჯა მაღალი ძაბვის სადენი და იგი წყალში ჩავარდა. როგორც უკვე ვთქვი ამ ორ ზღვას ძალიან მცირე ყურე აკავშირებთ, ამიტომ ვინც ხმელეთზე იდგა, ის გადარჩა, დანარჩენები კი დაიღუპნენ. მართლაც დიდი ტრაგედია დატრიალდა, მაგრამ რეალური გარემოებები იმდაგვარი იყო, რომ მხოლოდ ტექნიკური სამსახურები ვერ დადანაშაულდებოდნენ. სამწუხაროდ აკრძალვა, რომ ე, წ. პატარა ზღვაში გადასვლა არ შეიძლებოდა, ახალგაზრდებმა არ გაითვალისწინეს. ეს აკრძალვა დღესაც მოქმედებს თბილისის ზღვაზე. მწუხარება ისეთი რამაა, რომ ხშირად ობიექტურობას გვაკარგვინებს. თუ გახსენებაა, მაშინ ობიექტური გარემოებანი სრულად უნდა გავიხსენოთ", - წერს მაია შენგელია.

0
108
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0