საზოგადოებრივი კაცობრიობის ისტორიული სამშობლო 2022, 16 ოქტომბერი, 8:54 იმაზე თუ დაფიქრებულხართ, რომ დედამიწა, შეიძლება ჩვენი სამშობლო არ იყოს და ამ პლანეტაზე, უცხოპლანეტელები ვიყოთ? კაცობრიობის წარმოშობის საკითხი, პლანეტა დედამიწაზე, დღემდე ღიად რჩება და შესაბამისად, არაერთი თეორია არსებობს: მაგ., ამერიკელი ეკოლოგი ელის სილვერი თავის წიგნში – «ადამიანები დედამიწიდან არ არიან: მტკიცებულებების მეცნიერული შეფასება», ამტკიცებს, რომ ყველა ფაქტის მიხედვით, ადამიანი მიწიერი ევოლუციის პროდუქტი არ არის და რომ, კაცობრიობის წარმოშობა, სამყაროს სხვა კუთხეში მოხდა. ხოლო, მოგვიანებით, სიცოცხლის ეს ფორმა დედამიწაზე გადმოვიდა. მეცნიერთა ერთი ნაწილი კი თვლის, რომ ჩვენ მარსელების შთამომავლები ვართ... და ეს რომ ასეა, ამაზე შემდეგი ფაქტები მეტყველებს: * მზიდან დაშორება (ადამიანი ცუდად იტანს მზის სხივებს (დამწვრობა, პიგმენტაცია და ა. შ) და მარსზე სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები რომ იყოს, მასზე ცხოვრება ჩვენთვის, უფრო კომფორტული იქნებოდა). იმაზე, რომ შორეულ წარსულში, კოსმოსთან კავშირი გვქონდა, გამოქვაბულების ნახატების სიუჟეტები და კლდეზე შესრულებული უძველესი ნახატები მიუთითებს – ყველგან, ყველა კონტინენტზე, კოსმოსური ხომალდების და კოსმონავტის კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანების გამოსახულება გვხვდება. გარდა ამისა, უძველეს მითებში და ლეგენდებში, ადამიანის დედამიწაზე გამოჩენა სწორედ ზეცას უკავშირდება. მაგ., ჰუტუს და ტუტსის აფრიკულ ტომებში თვლიან, რომ პირველი ადამიანი დედამიწაზე, მეუღლესთან ერთად, ციდან ჩამოვიდა. იაპონურ ლეგენდები კი ამტკიცებენ, რომ პირველი ადამიანები – ღრუბლების ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. რაც შეეხება ჩვენს ისტორიულ სამშობლოს, ის დღეს ცივი და უსიცოცხლოა. მაგრამ, დიდი ხნის წინ, ეს პლანეტა სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. მარსზე მდინარეები მიედინებოდა, იყო ხეობები და ტბები. ამ დასკვნამდე მივიდნენ ექსპერტები, წითელი პლანეტიდან მიღებული ფოტო და ვიდეო მასალების და ასევე, მარსის გრუნტის და განსაკუთრებით, მისი სამხრეთით არსებული რელიეფის გაანალიზების შემდეგ. მეცნიერთა გაანგარიშებით, მარსზე ჰაერის საშუალო ტემპერატურაა, ამჟამად -60 °С–ია, რაც წყლისთვის ძალიან დაბალია. მაგრამ, ყოველთვის ასე არ იყო... მილიონობით წლის წინ, წითელი პლანეტის კლიმატი გაცილებით კომფორტული იყო და საშუალო ტემპერატურა +20 °С–ის ფარგლებში მერყეობდა. შესაბამისად, მარსზე წყალი იყო. და არა უბრალოდ წყალი. მის ზედაპირზე დიდი მდინარეები მიედინებოდა. გაგრძელება >>> * გალილეო გალილეის 10 ბრძნული გამონათქვამი, რომელიც ნამდვილად დაგაფიქრებთ* დედამიწის ყველაზე უცნაური მკვიდრი* რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში* 10 საინტერესო ფაქტი ყველასთვის ცნობილ ადამიანებზე და არა მარტო...* "ოქროს მატარებლის" საიდუმლო* 5 ფაქტი, რომელიც სიმართლე გგონიათ, მაგრამ ასე არ არის* 10 მოულოდნელი ფაქტი ადამიანის ორგანიზმის შესახებ1497 4-ს მოსწონს
|