x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
10 მოულოდნელი ფაქტი ადამიანის ორგანიზმის შესახებ

არსებობს უამრავი საოცარი და შთამბეჭდავი რამ, რაც არ ვიცით საკუთარი სხეულის შესახებ — ეს, მართალია, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია.
გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი სხეული — დიდი გამოცანაა, პარადოქსულიც კი. ის არის ყველაზე მყიფე და ამავდროულად — ყველაზე მაგარი არსება დედამიწაზე: ზოგიერთი ადამიანი, ყინულზე დაცემისას, ამ ქვაზე ფეხის წამოკვრის შედეგად იღუპება, სხვები კი მაღალსართულიანი სახლის ზედა სართულიდან ვარდებიან და ცოცხლები რჩებიან, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ორგანიზმი, იდუმალებითაა მოცული და მის შესახებ, ბევრი რამ არ ვიცით.
ჩვენი ტვინი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სუპერკომპიუტერი. ხოლო, თვალის გუგის აგებულება, იმაზე რთულია, ვიდრე ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა დედამიწაზე.
ასე, რომ, ადამიანის სხეული — წარმოუდგენელი მექანიზმია, რომლითაც უნდა ვიამაყოთ! უკიდურეს შემთხვევაში, უნდა გავუფრთხილდეთ მაინც. აქ კი, წარმოდგენილია 10 მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანის სხეული, ბევრად უფრო საოცარია, ვიდრე ჩვენ გვგონია!


1. ჩვენი კანი ოთხფერია. ნებისმიერი კანი, პიგმენტაციის გარეშე, თეთრი იქნება. კანქვეშა სისხლძარღვები, მას გარკვეულ სიწითლეს მატებს. ყვითელი პიგმენტი, შესაბამის ელფერს ანიჭებს და არის კიდევ ღია ყავისფერი მელანინი, რომელიც მას ამუქებს. ხოლო, მისი დიდი რაოდენობით გამომუშავების შემთხვევაში, – კან შავი ფერის ხდება.

სწორედ ეს ოთხი ფერი, სხვადასხვა პროპორციით, ქმნის ადამიანების კანის სხვადასხვა ელფერს.


image


2. ადამიანის სხეული დილით უფრო გრძელია, ანუ ჩვენ დილით უფრო მაღლები ვართ, ვიდრე საღამოს. საქმე იმაშია, რომ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ძილის დროს, მალთაშუა დისკების გაჯერება, ახალი სითხით ხდება და ასევე, ზურგის კუნთებიც დუნდება.


3. ზრდასრული ადამიანის სხეულში, 75 კმ–ის ნერვული ძაფებია.


4. ყოველი ჩვენგანის სხეულში, არის სითხე, რომლის ბორტზე ატანის უფლებას არცერთ ავიაკომპანიაში არ მოგვცემდნენ... ეს არის მარილმჟავა, რომელსაც ჩვენი კუჭი გამოიმუშავებს. ის იმდენად ძლიერი მჟავაა, რომ მას ფოლადის დაზიანებაც კი შეუძლია და ამიტომ, მას მეტალურგიაში იყენებენ. მაგრამ, მჟავა სრულიად უსაფრთხოა ადამიანის კჭის ლორწოვანი გარსისთვის და ადამიანისთვის, რადგან კუჭის ისეთი აგებულება აქვს, რომ ორგანიზმს მჟავისგან იცავს.

image

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ 2 კვირაში ერთხელ, კუჭის ლორწოვანი გარსის განახლება ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კუჭი საკუთარი თავის მონელებას დაიწყებს.


5. ყველა ადამიანს ინდივიდუალური სურნელი აქვს. სუნამოების, ჰიგიენური საშუალებების და თუნდაც, უბრალო დეკორატიული კოსმეტიკის და თმის საღებავის ფართო არჩევანი, ჩვენს ბუნებრივ სურნელს თრგუნავს, მაგრამ მისი სრულად გაქრობა, შეუძლებელია.


6. ადამიანის ძვლების თითქმის ნახევარი, მაჯებსა და ტერფებშია.


image


7. ჩვენი სხეული, ჩვენზე, ბევრად ახალგაზრდაა, რადგან მისი განახლება, მუდმივად ხდება — ყოველ წამს, ზოგი უჯრედი კვდება და ახლით იცვლება... და რაც უფრო ვშორდებით გარდატეხის ასაკს, მით უფრო ნაკლები უჯრედი გვრჩება იქიდან, რაც დაბადების მომენტში გვქონდა.


8. დღის მანძილზე, ადამიანის ტვინი უფრო მეტ ელექტრულ იმპულსებს გამოიმუშავებს, ვიდრე მსოფლიოს ყველა ტელეფონი ერთად!


9. ადამიანს ყურები და ცხვირი მთელი ცხოვრების მანძილზე ეზრდება.


10. ნერწყვი — წელვადი უფერო სითხეა, რომელსაც ორგანიზმში გარკვეული ფუნქციები გააჩნია. ის პირის ღრუს გამოშრობისგან იცავს და საკვების მონელება, სწორედ ნერწყვით იწყება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას ჩვენი ნაწილის მონელებაც შეუძლია. გაგრძელება >>>



image

არხის სხვა სიახლეები:


* რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში

* 10 საინტერესო ფაქტი ყველასთვის ცნობილ ადამიანებზე და არა მარტო...

* "ოქროს მატარებელის" საიდუმლო

* 5 ნაკლებად ცნობილი და საოცარი ფაქტი წყლის შესახებ

* 5 ფაქტი, რომელიც სიმართლე გგონიათ, მაგრამ ასე არ არის

* თუ ტვინის გავარჯიშება გინდათ – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)

* 10 საინტერესო და საშიში ფაქტი

* გოგონები სპორტში – სახალისო ფოტოები

* პერუელი მხატვრის ეროტიკული სიურრეალიზმი (12 ფოტო)



3
410
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
410
  
2022, 18 ოქტომბერი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 15 ოქტომბერი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3