x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მშვიდობით ჩემო პატარა, განა, რა დაგრჩენიათ ჩვენისთანა საზიზღარი ხალხის გვერდით?" - ცნობილები ვაკის პარკში მოხდარ ტრაგედიაზე საუბრობენ

image

„ჩემი შვილი ედუარდი ცეკვაზე 55-ე სკოლაში დადიოდა, ჩემი ალისა ძალიან ხშირად თამაშობს ვაკის პარკში. შეძრწუნებული ვარ იმით, რაც მოხდა და რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დამართნოდა.



ჩემი გულწრფელი, მამობრივი სამძიმარი მშობლებს“-(მიხეილ სააკაშვილი.)

image


„ჩემთვისაც კი, გიჟ დედად რომ ვითვლები, დღემდე მანქანით მიმყავს და მომყავს შვილები დანიშნულების ადგილას და იქიდან სახლში, ვერ ვიტან ექსკურსიებს, რადგან გონება დაუნდობლად მიხატავს ყველა შესაძლო უბედურებას, რაც იქ შეიძლება მოხდეს, მიკროავტობუსის ავარიიდან დაწყებულს, ბავშვის კლდიდან გადაჩეხვით და წყალში ჩავარდნით დამთავრებულს, სრულწლოვანი ელენე, თავისი ოქროს მედლით, სამი ენით და სხვა ბონუსებით, პრაქტიკულად ძალით რომ დავტოვე თბილისში ბაკალავრიატის აქ დასამთავრებლად და უკვე ღამის კოშმარები მტანჯავს იმის წარმოდგენით, მაგისტრატურა საზღვარგარეთ რომ უნდა გაიაროს, რომელიმე შვილს რომ დაერეკა და ეთქვა, დედა, შატალოზე ვართ ვაკის პარკში და არ შეგეშინდესო, ცხადია არ გამიხარდებოდა სკოლიდან გაპარვის ფაქტი, მაგრამ იმ მხრივ მაინც ვიქნებოდი მშვიდად, რომ ბავშვები უსაფრთხო ადგილას იყვნენ და ჩავთვლიდი, რომ ალიკაპის გარეშე სასეირნოდ გამოყვანილი უპასუხისმგებლო მოქალაქის მგლისხელა ძაღლი თუ შეაშინებდათ, თორემ სხვა რა შეიძლებოდა მომხდარიყო პარკში, დღისით მზისით, სადაც მთელი ბავშვობა და სტუდენტობა მაქვს გატარებული.(თეა გვასალია)

image

„ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ახლობლის ბავშვი გარდაიცვალა. ფილარმონიის წინ მირბოდა, წვიმდა. გუბეში ფეხი ჩააჭყაპუნა, ამ გუბეში თურმე ელექტრობოძიდან ჩამოვარდნილი სადენი იყო ჩავარდნილი.

ბავშვს დენმა დაარტა და იქვე გააშეშა. ეს იყო ჩემი ბავშვობის კოშმარი. მას შემდეგ გუბეებს ვერ ვიტან. სულ გვერდს ვუვლი.

ამ ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა, ალბათ უფრო მეტიც და მთელი ამ დროის განმავლობაში ასეთი ბრმა და გაუთვალისწინებელი ტრაგედიები გვეჩეხება თვალწინ.(მარიკა ბაკურაძე)

image

„წამოვიდა ახლა ელექტრო ინჟინერიის ექსპერტული დასკვნები... მესმის, რომ მოქალაქეებს ცდილობენ, ერთგვარი გამოსავალი ნახონ... მაგრამ, ღმერთმანი, ვეღარ შემიძლია ტრაგედიიდან - ტრაგედიაზე და ექსპერტობიდან ექსპერტობაზე მარადიული პორტირება ... იცით რატომ ვართ მთელი ფეისბუკი მუდმივად სამძიმარში მყოფი ელექტრიკოსები, სამხედროები, ხან პოლიცია, ხან მაშველები, ხან მეხანძრეები, ხან მშენებლები და ხანაც ექიმები??? იმიტომ, რომ ქვეყანაში არც ერთი ჩამოთვლილი სფერო გამართულად არ მუშაობს. გამართულად კი იმიტომ არ მუშაობს რომ პასუხისმგებლობა არ არსებობს. პასუხისმგებლობა იმიტომ არ არსებობს, რომ მგონია, სწორი კითხვები არ არსებობს. მზად ვართ მთელი სერიოზულობით ვიმსჯელოთ სატრანსპორტო კოლაფსის ტექნიკურ ნიუანსებზე, მიმოვიხილოთ ტოკიოს და სიდნეის გადაწყვეტები მაგრამ აქვე, დიდ დიღომში რა ხდება, ვინაა პასუხისმგებელი და რაზე, არ ვიცით. ელექტრო გაჟონვისა და მოკლე ჩართვის დამცველებზე თავ-პირის დავამტვრევთ ერთმანეთს, მაგრამ რატომ დაიხარჯა პარკის განახლებაზე 30 მილიონი, ვისი იყო ეს ფული და ვის ჯიბეში წავიდა - არა, არ ვიკითხავთ... მსოფლიოს მასონურ შეთქმულებაზე დისერტაციას დავიცავთ - აგერ, ჩვენსავე ქალაქსა თუ სოფელში, ვისი ტენდერი ვის ბიუჯეტშია, ვერ ვიტყვით... და ივსება ქალაქი უზარმაზარი ასიათასიანი ჯიპებით, რომლებსაც ათიათასიანი ნომრები უკეთიათ... ფეისბუკიც ივსება პოსტებით, სადაც დედები შვილის სამკურნალოდ ფულს ითხოვენ... და დიახ, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია - რატომ კვდება ბავშვი პარკში, როცა მის რეაბილიტაციაზე 30 მილიონი დაიხარჯა, რატომ დაიხარჯა 30 მილიონი პარკზე, როცა ერთი გამართული კლინიკა არ გვაქვს, და როცა კლინიკა არ გვაქვს, რატომ დადიან ქალაქში ჩინოვნიკები ასიათასიანი პერსონალური და დაცვის ჯიპებით...“, - (დაჩი გრძელიშვილი.)


image

„ბევრი სისულელე გავაკეთე ამ ამბის მერე… თითქოს არც ესმოდა ჩემს ყურს. მეგობრებთან ერთად ვიყავი, მათი მორიდებული მზერაც მახსოვს, რომ მითხრეს და ჩემს რეაქციას დაელოდნენ. მე კი უაზროდ ვიცინოდი, ვხუმრობდი და თითქოს არაფერს ვგრძნობდი. თუმცა ვერ გავუძელი, გადავხედე ინფორმაციას, კადრებს. უმძიმეს კადრებს, საკუთარ შვილს საბოლოოდ რომ იკრავ გულში (ჯერ კიდევ თბილს) და ემშვიდობები. რა სიმწარეა, რა უსუსურობაა. და ეს ტკივილი უსასრულოდ რომ გრძელდება“, – (თიკო ჩხეიძე.)


"image

ჩვენ ახლა ბევრს ვიტირებთ...
ასე ვიქცევით ბარბარეს ბარბაროსული მკვლელობის მერე...
ასე გამოვიტირეთ შენამდე "ბიჭი მომავლიდან"; "ბიჭი მწვანე სკოლიდან"; "ჩანჩქერში დამხრჩვალი ფერია"; "ტყეში მოკლული ცისფერთვალება გოგონა";
და კიდევ რამდენი (???)
ჩვენ მხოლოდ ტირილი და გულის შემძვრელი ნეკროლოგების წერა შეგვიძლია...
აი, რომელიმე თქვენგანი, სულ ცოტა მოკრიმინალო წარსულის, რომ ყოფილიყო, მთელი ერი ავჯანყდებოდით და ქვას ქვაზე არ დავტოვებდით. ძეგლებსაც გაგიხსნიდით...
მშვიდობით ჩემო პატარა...
ჩემი ქვეყანა თქვენისთანა ანგელოზებს ვერ გუობს...
ამიტომაც მიდიხართ და მიდიხართ...
ან განა, რა დაგრჩენიათ ჩვენისთანა საზიზღარი ხალხის გვერდით?"(ნუგზარ სულაშვილი)
image
ბევრი გმირი ჰყავს ამ ტრაგედიას - თავად ბავშვები, რომლებიც მეგობრის დახმარებას უყოყმანოდ ეცადნენ და ეს საოცარი ადამიანი, დევი მეზურნიშვილი. ბავშვების მფარველი ანგელოზი, რომელმაც საბედნიეროდ, შეუძლებელი პირობების მიუხედავად, ბავშვების ამოყვანა შეძლო, მაგრამ მათგან ერთერთი გმირის, რომელიც მეგობრის დახმარებას ცდილობდა, გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. პატარა გოგოს დაღუპვის გამო, ოჯახის შემდეგ ყველაზე ტრავმირებული დღეს ეს ადამიანია, რომელმაც ამდენი იბრძოლა ბავშვის სიცოცხლისთვის. ამ ქვეყანაში ასეთი ადამიანები რომ დადიან და სიყვარულის რწმენას გვაძლევენ, მხოლოდ ამიტომ ვგრძნობ თავს იმედიანად.(ნათია ფანჯიკიძე)
imageხვიჩა კვარაცხელია
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.როგორც ცნობილია, მარიტა ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო.
4
336
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
336
  
2022, 15 ოქტომბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 21:54
სოც ქსელები მოსთქვავენ და არის ერთი ვაივიში,მაგრამ ეს ბავშვი სატირალი არ არის,ეს ბავშვი არის იმის მაგალითი რო ჩვენ ვართ ბანძები,უცოდინრები,უბრალოდ ვირები. ჯიუტები ვართ,უცოდინრები და ყროყინი გვიყვარს,რაც ავტომატურად საქართველოს ვირთა ქვეყანად აქცევს. ადამიანებს ვერ ვუწოდებ ამ ქვეყანაში მცხოვრებთ,რადგან ადამიანები ერთმანეთში საუბრობენ და ირჩევენ საუკეთესოს. უკრაინის ომზე და მიშიბიძინიზე დაობს ერი,როცა ადამიანები იხოცებიან ამ ქვეყანაში და სრული განუკითხაობაა.
2022, 14 ოქტომბერი, 21:49
პასუხისმგებლობა,პასუხიმგებლობა და ისევ პასუხიმგებლობა,სანამ არ გავითავისებთ რო ჩვენი თითოეული ნაბიჯი შეიძლება ჩვენს შვილებს წინ დახვდეთ,მანამდე არაფერი შეიცველაბა. როცა არემონტებ ხიდს და ცემენტს აკლებ,უნდა იფიქრო რო შეიძლება იქ შენმა შვილმა ან თვითონ შენ გაიარო,როცა არემონტებ შადრევანს და ყურადღებას არ აქცევ სადენებს,უნდა იფიქრო რო იქ შეიძლება შენი შვილი შევიდეს და დენმა დაარტყას.

ვიცი,რომ ვიღაცას დაიჭერენ და ეს "პრარაბი" იქნება,მისცემენ იმ 4-7 წლამდე და ერიც ტაშით შეხვდება ამ ყველაფერს,მაგრამ ხვალ ისევ იქნება კიდევ ერთი მარიტა. დამნაშავე ამ ამბავს ერთი არ ყავს,საქართველოს ყველა სრულწლოვანი მოქალაქე ვართ დამნაშავენი,ერთმანეთთან არ ვსაუბრობთ და ბავშვებს უსაფრთხო გარემოს ვერ ვუქმნით.საშველიც არის ამის,თან ძალიან მარტივია,ყველამ საკუთარი თავი უნდა შეცვალოს და ქონდეს მეტი პასუხიმგებლობა. ნაგავი ურნაში უნდა იყოს და არა მდინარეში,ხიდს ცემენტი არ უნდა დააკლო,სადენი ასჯერ უნდა შეამოწმო სანამ ჩაიბარებ,უნდა იარო ნელა,სახლი თუ ავარიულია იქ არ უნდა იცხოვრო,მშიერს თუ ხედავ უნდა დააპურო და ამ მშიერის გამო ბიუროკრატი უნდა გალანძღო,რადგან მან მოიპარა ფული და ადამიანი შიმშილისთვის გაწირა.
0 1 4