სხვა ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ 2022, 16 ოქტომბერი, 15:42 ყველამ იცის, რომ ცეცხლის ჩასაქრობად, საუკეთესო საშუალება წყალია. მაგრამ, არის ისეთი წყალიც, რომელიც იწვის. აალებადი წყარო, აზერბაიჯანის სამხრეთში, ქ. ასტარას მახლობლადა მდებარეობს, ხოლო წვის მიზეზი, დიდი რაოდენობით მეთანია, რომელიც მასში გახსნილი. წყალი თხევადი მდგომარეობიდან მყარში, ნულ გრადუსზე გადადის და რაც უფრო ეცემა ტემპერატურა, ყინული უფრო მეტად მაგრდება. მაგრამ, ტემპერატურის სტაბილურად დაწევას თუ გავაგრძელებთ, – 115 გრადუსზე, ის ჯერ გალღვება და შემდეგ, გაბლანტდება. – 130 გრადუსზე კი, ისევ გამყარდება და "მინის წყალს" მივიღებთ. ეს აბსოლუტურად გამჭვირვალე ყინულია და თავის სახელს სრულიად ამართლებს. ზრდასრული ადამიანის სხეული, დაახლოებით, 70% წყლისგან შედგება, ხოლო ახალშობილის ორგანიზმის 80% წყალია. ორგანიზმში არსებულ წყალს 2% თუ მოაკლდება, ადამიანი ძლიერ წყურვილს განიცდის, 10%–ის მოკლების შემთხვევაში, გარე სამყაროს ნორმალურად ვეღარ აღიქვამს და ჰალუცინაციები ეწყება, კიდევ 2% დაკარგვის შემთხვევაში, ორგანიზმში წყლის ბალანსის აღდგენა, ექიმის ჩარევის გარეშე, შეუძლებელი იქნება. ხოლო, 20% დაკარგვისას – შეუქცევადი სიკვდილი ელის. წყალი — ერთადერთი ნივთიერებაა დედამიწაზე, რომლის სიმკვრივე თხევად მდგომარეობაში უფრო მაღალია, ვიდრე მყარში. ამ თვისების გამო, ყინული წყალში არ იძირება და ტბები და წყალსაცავები, ფსკერამდე არ იყინება. წყლის სიბლანტე სრულ შესაბამისობაშია ცოცხალი ორგანიზმების კაპილარების ზომასთან. სიბლანტის ხარისხი უფრო დაბალი რომ იყოს, სისხლი უფრო სწრაფად იმოძრავებდა და უჯრედებს ჟანგბადით და საკვებით ვერ მოამარაგებდა, ხოლო თუ უფრო მაღალი იქნება – კაპილარებში გაიჭედება. წყალი – უჯრედების ბუნებრივი გამწმენდია: ის ასუფთავებს უჯრედებს მასში დაგროვილი მავნე ნივთიერებისგან და ამარაგებს ვიტამინებით და სხვა საჭირო ელემენტებით. გარდა ამისა, ის ამცირებს გულის შეტევის განვითარების შესაძლებლობას. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში 6 ჭიქა წყალს სვამენ, ნაკლებად ემუქრებათ გულის შეტევის საშიშროება, იმათთან შედარებით, ვინც მხოლოდ 2 ჭიქას სვამს დღეში. წყლის გარეშე ადამიანი ვერ ძლებს და ის, ჟანგბადის შემდეგ, მეორე ადგილზეა საჭიროების მიხედვით. ცხოვრების მანძილზე, ყოველი ჩვენგანი, საშუალოდ, 35 ტონა წყალს სვამს. * კაცობრიობის ისტორიული სამშობლო* გალილეო გალილეის 10 ბრძნული გამონათქვამი, რომელიც ნამდვილად დაგაფიქრებთ* დედამიწის ყველაზე უცნაური მკვიდრი* რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში* 10 საინტერესო ფაქტი ყველასთვის ცნობილ ადამიანებზე და არა მარტო...* "ოქროს მატარებლის" საიდუმლო* 5 ფაქტი, რომელიც სიმართლე გგონიათ, მაგრამ ასე არ არის* 10 მოულოდნელი ფაქტი ადამიანის ორგანიზმის შესახებ555 1-ს მოსწონს
|