x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
„მიშასთან ხშირად დავდივარ, მაგრამ მწოლიარე ისე, რომ ვერ დგებოდეს, არ მინახავს“ - მეუფე ნიკოლოზი
image

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა „ვივამედში“ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

.
მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. '

'


„საზიარებლად მივედი, დამხვდა მწოლიარე. დიდი ხანია ციხეშია, ხშირად დავდივარ, მაგრამ მწოლიარე ისე, რომ ვერ დგებოდეს, არ მინახავს. ვერ ვდგებიო ასე მითხრა. გაუარესებული რომ არის მდგომარეობა, ამაში ორი აზრი არ არის.

კლინიკის დირექტორთან არ მისაუბრია, მაგრამ ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის სრულყოფილი მედიცინა, ამაში არაფერი შეურაცხმყოფელი არ არის. მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ რომელიმე მოსამართლე ოდესმე, რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს - ეს არის საშინელება. მოსამართლე უნდა იყოს, წესიერი და პატიოსანი“, - აცხადებ მეუფე ნიკოლოზი.

'

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ექსპრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ „სააკაშვილი ძალიან მალე საოპერაციო გახდება და მას მოშლილი აქვს ნერვული სისტემა“.

'

„თავისი დაავადებების შესახებ ყველაფერი იცის. ძალიან სამწუხაროა, რომ საოპერაციო გახდება ძალიან მალე, ხერხემლის მალების დაზიანება აქვს და ნერვული სისტემა მთლიანად ჩამოშლილი აქვს. 5 დღეა არ მინახავს და მისი მდგომარეობა დღეს საგრძნობლად არის გაუარესებული“, - განაცხადა გელბახიანმა.

'

მისივე თქმით, სააკაშვილი ამერიკელი ექიმის ვიზიტს ელოდება.

„იმედი აქვს, რომ მასთან შეუშვებენ ექიმს“, - განაცხადა გელბახიანმა და დასძინა, რომ სააკაშვილი წოლით რეჟიმშია.

ამასთან, მისივე თქმით, სააკაშვილის მაღალი ტემპერატურა მისი ნერვული სისტემის ჩამოშლით არის გამოწვეული.

0
268
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0