საზოგადოება "ყველა რუსი არ არის მტერი და ყველა უკრაინელი არ არის მეგობარი"-ლიზა ვადაჭკორია 2022, 13 ოქტომბერი, 15:57 "ყველა რუსი არ არის მტერი და ყველა უკრაინელი არ არის მეგობარი"წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია, იგი თვლის, რომ უკრაინის დროშას ამოფარებული ადამიანები სოციალურ ქსელში საქართველოს შესახებ ნეგატიურ კომენტარებს წერენ. ამის დასტურად ტელეწამყვანის ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდს აზიარებს. "ყველა რუსი არ არის მტერი და ყველა უკრაინელი არ არის მეგობარი.
აი ეს ქალი ტელეგრამ-არხებში ლანძღავს საქართველოს და რიტორიკიდან გამომდინარე სძულს ქართველები.
შენიშვნა რომ მივეცი, თუ ასე ძალიან არ გიყვარს საქართველო, იქნებ დატოვო ქვეყანა, თქო?
ცინიკურად მიპასუხა, რა შენი საქმეა, 6 წელია ბათუმში ვცხოვრობ და რასაც მინდა იმას ვწერო.
ინსტაგრამზე ვიპოვე და დახურული აქვს ექაუნთი. წარმომიდგენია, იქ რას წერს...
ამდროს უკრაინულ დროშას არის ამოფარებული და ქართველებს ალბათ კარგი ტიპი ჰგონიათ.
არ არის ახლა ეს ქალი გასაძევებელი?"-წერს ვადაჭკორია.
"ეგ ბევრ ემიგრანტს სჩვევიაა, ქვეყანამ რომელმაც მიიღო სამსახული მისცა და ფაქტიურად გადაარჩინა მისი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებას, წყევლიან და აგინებენ."
"
თქვენ საბერძნეთში მცხოვრები ქართველები განახათ როგორ წყევლიან და ლანძღავენ ბერძნებს...
თან იძახიან ცუდები კი არ არიან ეს მაჩუქა ის მაჩუქა მაგრამ გაწყდენ ერთდღეს მათი მოჯამაგირე ვართო.
რომ შევუსწორე მათი კი არა შენი ოჯახის და შენი პირის ხართქო ისე გამლანძღა რო რიონიც ვერ გამრეცხდა, .
ვითომდა მასწავლებელიქალი ვარ მეოყველაფერიო ვიციო, და ესე ლანძღავენ რა ბერძნების ბრალია თუ საქართველომ ვერ გააძღო და რა ბერძენის ბრალია თუ სამსახური დაკარგა. ასეა ყველა ემიგრანტი.
მწყინს გველა ემიგრანტის იმ ქვეყნის ლანძღვა რომელიც მას კვებავს და ის ლანძღავს მითუმეტეს როცა ჩემ სამშობლოს ეხება..."
"ეს ის სასტავი იქნება 2014-ში ვითომდა პუტინის აგრესიას რომ “გამოექცნენ” უკრაინიდან - (სინამდვილეში პუტინისტები)და პუტინის სამიზნე ქალაქებში ჩასახლდნენ მეხუთე კოლონად. მაგათი სიმწარე იწვნიეს უკრაინელმა მოქალაქეებმა, როცა ეგეთი “ჩასახლებული” მძორები კალაშნიკოვებს და ნაღმტყორცნებს უშენდნენ ქალებს და ბავშვებს იმ საკუთარი ბინის ფანჯრებიდან - 2014-ში “ლტოლვილი უკრაინელის” სტატუსით რომ დაითრიეს…"-წერენ კომენტარებში ვადაჭკორიას პოსტის ქვეშ.
219 2-ს მოსწონს
|