საზოგადოება "საქმე ეხება ფიზიკურ ძალადობას ჩემს ოჯახზე, ასევე 6 თვის ჩვილზე, რომელსაც ძაღლიანი ქალი თავს დაესხა და სკამი ესროლა 6 თვის ბავშვს!" - გიორგი გასვიანი 2022, 13 ოქტომბერი, 12:28 ![]() "ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ ერთ კაფეში მყოფ მარტოხელა დედას, იმიტომ რომ ის შესული იყო ძაღლით. მოითხოვდნენ ცხოველის მოშორებას, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ამას შეეწინააღმდეგა პატრონი და მიაყენეს მორალური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც აღელვებული ქალი მიიყვანეს თვითმკვლელობის მცდელობამდე და აღმოჩნდა საავადმყოფოში. ამის დამადასტურებელი ცნობა არსებობს. ხვალ იმართება სასამართლო პროცესი, რასაც გვერდი აქტიურად მივადევნებთ თვალს. ამავდროულად როგორც ორგანიზაცია ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით, ვთავაზობთ დაზარალებულ ქალს იურიდიულ მხარდაჭერას. არავის შერჩება ცხოველზე და ადამიანზე ძალადობა, რაცარუნდა “ცნობადი" იყოს საზოგადოებაში!"-წერს "ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი". მალევე ამ ფაქტს თავად გიორგი გასვიანი გამოეხმაურა: "ჩემზე და ჩემს მეუღლეზე აბსოლუტურად ყალბი ინფორმაცია ვრცელდება და ეს ჯგუფი გადაუმოწმებლად ავრცელებს ამ ინფორმაციას! დამაკავშირეთ გვერდის ადმინთან.. მოვითხოვ წაშალოთ ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტი! საქმე ეხება ფიზიკურ ძალადობას ჩემზე და ჩემს ოჯახზე, ასევე 6 თვის ჩვილზე რომელსაც ძაღლიანი ქალი თავს დაესხა და სკამი ესროლა 6 თვის ბავშვს! ძალადობის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 126-ე მუხლით. არსებობს ვიდეო მტკიციბულებები და უტყუარი ფაქტები. მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლო პროცესები! ნუ უსწრებთ მოვლენებს წინ! არასწორი ინფორმაციის გავცრელების გამო მოვთხოვთ პასუხს ყველა გვერდს! განცხადებასაც გავაკეთებთ!" 117 2-ს მოსწონს
|