x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დედამიწის ყველაზე უცნაური მკვიდრი

გენეტიკოსებმა დაადგინეს, რომ მრავალპირიანი ქორჭილების (Plesiopidae) ოჯახის ერთ–ერთ წარმომადგენელს — სანაპიროს კალმარს (Doryteuthis opalescens), თავისი გენომის რედაქტირება შეუძლია.


image


თან, ეს პროცესი იმდენად სწრაფი და ეფექტურია, რომ კალმარს შეუძლია, არა მხოლოდ რადიკალურად გააუმჯობესოს ქცევა, არამედ ახალ პირობებსაც ადვილად მოერგოს.

ამ უცნაურ აღმოჩენას, შეუძლია ადამიანებს, სხვადასხვა გენეტიკური დაავადების მკურნალობა ასწავლოს, რაც პერსპექტივაში, ეპოქალური მიღწევა გახდება მედიცინაში.


საოცარი ხრიკი


საზღვაო ბიოლოგიური ლაბორატორიის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კალმარის ეს სახეობა, რნმ-ს აქსონებში (ნერვული უჯრედების გრძელი, ცილინდრული გაფართოებები) ცვლის და არა მისი დნმ-ის ბირთვში. კალმარი — მეცნიერებისთვის ცნობილი, ერთადერთი არსებაა, რომელსაც ასეთი რამის გაკეთება შეუძლია.

"რნმ-ს რედაქტირება, წარმოუდგენლად უსაფრთხოა, ვიდრე დნმ-ის პირდაპირი რედაქტირება. შეცდომის დაშვების შემთხვევაში, შესაძლებელია ყველაფრის თავიდან დაწყება" — განმარტა წამყვანმა მკვლევარმა ჯოშუა როზენტალმა (Joshua Rosenthal).


ევოლუციის მწვერვალი?


კალმარი საკუთარ გენომს რედაქტირებას, ბირთვის გარეთ უკეთებს და ის ბევრად უკეთესია, ვიდრე ადამიანის მიერ შექმნილი, ნებისმიერი თანამედროვე მეთოდი. ამჟამად, არ არსებობს ტექნოლოგია, რომელიც იმის გამეორების საშუალებას მოგვცემს, რასაც წყლის ეს ბინადარი, ყოველგვარი სირთულის გარეშე აკეთებს.

როგორც მეცნიერები ამბობენ, უფრო მეტი დრო და კვლევაა საჭირო, იმის გასარკვევად, თუ როგორ და რატომ ახორციელებს კალმარი "გენეტიკურ მოდიფიკაციას"? და კიდევ ის არის გასარკვევი, ეს არსება მართლა დედამიწელია, თუ სხვა პლანეტიდან არის "ჩამოსული"?


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში

* 10 საინტერესო ფაქტი ყველასთვის ცნობილ ადამიანებზე და არა მარტო...

* ველური ბუნების 5 ყველაზე პატარა წარმომადგენელი

* "ოქროს მატარებლის" საიდუმლო

* 5 ნაკლებად ცნობილი და საოცარი ფაქტი წყლის შესახებ

* 5 ფაქტი, რომელიც სიმართლე გგონიათ, მაგრამ ასე არ არის

* თუ ტვინის გავარჯიშება გინდათ – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)

* 10 მოულოდნელი ფაქტი ადამიანის ორგანიზმის შესახებ



3
541
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
541
  
2022, 18 ოქტომბერი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 15 ოქტომბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3