x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მერკელი: ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ რუსეთის მონაწილეობითაა შესაძლებელი
image
გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი თვლის, რომ ევროპის მცდელობები, დაამყაროს გრძელვადიანი მშვიდობა რუსეთის მონაწილეობის გარეშე, განწირულია წარუმატებლობისთვის და ევროპელი პოლიტიკოსების არასერიოზული დამოკიდებულება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიტყვებთან სავსეა სერიოზული პრობლემებით.



გერმანული გაზეთის Suddeutsche Zeitung-ის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საუბრისას მერკელმა აღნიშნა, რომ ცივი ომი ჯერ არ დასრულებულა, პუტინის განცხადებები სულაც არ არის ბლეფი და ყოფილმა კანცლერმა უკრაინაში განვითარებულ ბოლო მოვლენებს უწოდა "ღრმა შემობრუნების მომენტი".



მერკელმა გამოთქვა რწმენა, რომ უსაფრთხოების საერთო ევროპული არქიტექტურა მხოლოდ რუსეთის მონაწილეობით შეიძლება აშენდეს, მაშინაც კი, თუ ევროკავშირის ქვეყნებს ამისთვის გამძლეობის მყარი რეზერვი სჭირდებათ.



21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის გამოსვლაში გააფრთხილა დასავლეთი, რომ „ქარის ვარდი შეიძლება შემობრუნდეს მათი მიმართულებით“. ევროპის რიგ ქვეყანაში მაშინვე გაჩნდა ისტერია „ბირთვული შანტაჟის“ შესახებ.




მოგვიანებით ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი ვერ ხედავს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს.


„ჩვენ ვაკვირდებით რას აკეთებს რუსეთი და არ გვინახავს რაიმე ცვლილება მათ ბირთვულ განლაგებაში.“ - განაცხადა ნატოს ხელმძღვანელმა.

1
408
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
408
  
2022, 9 ოქტომბერი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1