x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ჰიტლერის უსაყვარლესი ძმისშვილის ჰაინც ჰიტლერის სიცოცხლის საშინელი დასასრული
image ადოლფ ჰიტლერს განსაკუთრებით უყვარდა ძმისილი ჰაინც ჰიტლერი, რომელშიც საკუთარ ბობოქარ ახალგაზრდობას ხედავდა.


თან ჰაინცი უფროსი ძმისგან განსხვავებით ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრიც გახლდათ.


ჰაინცი დაიბადა 1920 წელს 14 მარტს. ახალგაზრდა მუდამ იყო ბიძის ადოლფ ჰიტლერის მფარველობის ქვეშ, თუმცა უნდა ითქვას რომ გავლენიანი ბიძის მფარველობით ზედმეტად არასდროს უსარგებლია.


ჰაინცს განსაკუთღებით უყვარდა მძლავრ ძრავებიანი მანქანებით ქალაქში ღამის რბოლებში მონაწილეობა, თუმცა არასდროს მოყოლია ავარიაში და არც სხვისთვის შეუქმნია საფრთხე.



მიუხედავად ავტოხულიგნობისა, ჰაინცი კანონმორჩილი ახალგაზრდა იყო და პოლიციის მოთხოვნაზე გაეჩერებინა მანქანა, არასდროს უცდია გაქცევა, არც არასდროს უთქვამს პოლიციის წარმომადგენლებისათვის, რომ ის ადოლფ ჰიტლერის ძმისშვილი იყო.


პოლიციელები ახალგაზრდის ზრდილობიანი პასუხების მერე მიწოდებული საბუთბის წაკითხვისთანავე უშვებდნენ მას, რადგან ჰიტლერის გვარი მაგიურად მოქმედებდა მათზე.


ბიძის რჩევით ჰაინცმა დაამთავრა ელიტური ნაცისტური სამხედრო აკადემია, განათლების ეროვნულ-პოლიტიკური ინსტიტუტი საქსონია-ანჰალტში. ჰაინც სურდა გამხდარიყო მოქმედი ოფიცერი და შეუერდა ვერმახტს, რის შემდეგაც მოხვდა პოტსდამის 23-ე საარტილერიო პოლკში.


ადოლფ ჰიტლერმა სთხოვა ძმისშვილს ბერლინში დარჩენილიყო მის გარემოცვაში, მაგრამ ჰაინცმა ბიძას სთხოვა ფრონტზე წასვლის ნებართვა მიეცა მისთვის, ბიძა დასთანხმდა, ჰაინცმა მონაწილეობა მიიღო "ბარბაროსას" ოპერაციაში როცა მესამე რაიხის ჯარები შეიჭრნენ საბჭოთა კავშირში.
ჰაინცმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთის ფრონტზე, რა დროსაც გამოჩენილი მამაცობისსათვის მეორე ხარისხის რკინის ჯვარი მიიღო.


1942 წლის 10 იანვარს ჰაინცი ტყვედ ჩაუვარდა საბჭოთა მებრძოლებს, მის საბუთებში გვარის წაკითხვისთანავე ჰაინცი ეტაპირებულ იქნა სასწრაფოს მოსკოვში, ის მოათავსეს ცნობილ ბუტირკის ციხეში. ადოლფ ჰიტლერმა სცადა ძმისშვილის გაცვლა საბჭოთა ტყვეების დიდ რაოდენობაზე, მაგრამ მოლაპარაკება წარუმატებელი აღმოჩნდა.


ჰაინცი 1942 წლის 21 თებერვალს 21 წლის ასაკში ციხეში დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში, ოფიციალური დოკუმენტები არსად იძებნება თუ რა გახდა მიზეზი ახალგაზრდა ოფიცრის გარდაცვალებისა.


ერთი ვერსიით ჰაინცმა შიმშილობა გამოაცხადა, მეორე ვერსიით კი ის წამების შემდეგ გარდაიცვალა.


imageimageimageimage






0
903
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
903