სხვა 10 ყველაზე დაუჯერებელი და წარმოუდგენელი ფაქტი, რომელიც რეალობას სხვაგვარად დაგანახებთ 2022, 9 ოქტომბერი, 2:07 ნათქვამია, ფაქტი ჯიუტიაო. ყველაზე კარგი იქნებოდა, ჩვენს მსჯელობაში ყოველთვის მხოლოდ ფაქტებს რომ ვეყრდნობოდეთ. ძალიან ბევრ დროს დავზოგავდით ამით. სამყაროში ბევრი ფაქტის დაჯერება შეიძლება რთული იყოს, თუმცა მაინც მივყვეთ მათ:
1. ჯოან როულინგი მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, რომელიც მილიარდერი წიგნებით გახდა. მისი ქონება 1, 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2. Caerostris darwini არის ობობა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გამძლე აბლაბუდას ქსოვს. საერთოდაც, მისი აბლაბუდა ყველაზე გამძლე ბიომასალაა მთელ ბუნებაში. ის 10-ჯერ უფრო გამძლეა კევლართან შედარებით, რომლითაც ტყვიაგაუმტარ ჯავშანჟილეტებს ამზადებენ. 3. ტიმოთი რეი ბრაუნი დედამიწაზე პირველი ადამიანია, რომელიც შიდსისგან სრულად განიკურნა. 2010 წელს მან დონორისგან ღეროვანი უჯრედები მიიღო, რათა ლეიკემიისგან გამოჯანმრთელებულიყო. მკურნალობის დასრულების შემდეგ ექიმებმა დაადგინეს, რომ ის თურმე შიდსისგანაც განკურნებულიყო, რითაც მანამდე იტანჯებოდა. დღემდე მსგავსი ფენომენი მხოლოდ კიდევ ორ ადამიანთან დაფიქსირდა. 4. Netflix-ს ჩინეთში 20 მილიონი აბონენტი ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია ჩინეთში მიუწვდომელია. 5. ადამიანის ხელით გათხრილი უღრმესი ღრმული “სულ რაღაც” 12 კილომეტრია, როცა დედამიწის დიამეტრი 12, 700 კილომეტრს შეადგენს. 6. მოლაპარაკე კომპიუტერის მეშვეობით სტივენ ჰოუკინგი წუთში მხოლოდ ერთ სიტყვას წარმოთქვამდა. 7. 1964 წლიდან იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში “მშვიდობის ცეცხლი” ანთია, რომელიც ატომური დაბომბვის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება და რომელიც მხოლოდ მაშინ ჩაქრება, როცა დედამიწაზე უკანასკნელი ბირთვული ქობინა განადგურდება. 8. ნიუ-იორკში ყოველი 21-ე ადამიანი მილიონერია. 9. ბრიტანელმა ახლად შეუღლებულმა წყვილმა ერთხელ ხუმრობის მიზნით საკუთარ ქორწილში დედოფალი ელისაბედი დაპატიჟა, რომელიც… იქ მართლა მივიდა. 10. ამსტერდამში არის ფიტნესის სტუდია, სადაც მსურველებს სრულიად შიშვლებს შეუძლიათ ვარჯიში. 522 შეფასება არ არის
|