x
image
რუსუდან ნადირაშვილი
“დამამცირეს! ახლა გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ…" – რა ისტორიას იხსენებს დავით ლიკლიკაძე
image


ჟურნალისტი და მსახიობი დავით ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს:


დამამცირეს!


თითქმის ერთი წელია ქულებს ვაგროვებ ერთ-ერთი მაღაზიის ბარათით. როგორც იქნა ავედი ნანატრ ათას ქულაზე და იცით რა მოვიგე? ნახევარი კილო შვრიის ფაფის ფანტელი.



ახლა გული მხოლოდ იმაზე მწყდება, ორი თვის უკან რომ დავესხი ახალგაზრდა მოლარე გოგონას, რომელსაც დაავიწყდა ჩემი ბარათის გატარება და ორი ქულა გამექვითა.


შვრიის ფანტელი ჯერ არ ამიღია. ამ დრომდე ველოდები კომპანიის მხრიდან მოლაპარაკებებს. ოპოზიცია შეიძლება გატეხოთ და პარლამენტში შეიყვანოთ, ჩემი გადმობირება კი გაგიჭირდებათ… ნუ ნახევარ კილო შვრიაზე ნამდვილად არ გავიყიდები“, – წერს დათო ლიკლიკაძე.

.

* * *

„ისეთი ცოლი უნდა მოვიყვანო მთელი საქართველო საუბრობდეს ჯადო გაუკეთაო, დაიცადეთ ცოტაც და, “ - გიორგი მასხულია

image

.

ჩვენი ქვეყნის დედაქალაქ თბილისში ახალი აჟიოტაჟი ატყდა. მითქმა მოთქმა განსაკუთრებით შოუბიზნესის წარმომადგენლებში ახალი ამბის გავრცელებამ გამოიწვია. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც გაირკვა, რომ ერთ-ერთმა ყველაზე სკანდალურმა დიზაინერმა ცოლის მოყვანა დააანონსა..

.

ყველაზე ეპატაჟური და სკანდალური ქართველი დიზაინერი, მისტერ საქართველოს კონკურსების ხელმძღვანელი გიორგი მასხულია სოციალური ქსელის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ცოტაც დავაცადოთ და ცოლს მოიყვანს. მასხულია საზოგადოებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ იმდენად ლამაზი ცოლი უნდა მოიყვანოს, ხალხი შედეგით გაოცებული დარჩეს.

.

„ისეთი ცოლი უნდა მოვიყვანო მთელი საქართველო საუბრობდეს ჯადო გაუკეთაო, დაიცადეთ ცოტაც და, “ - წერს გიორგი მასხულია.
.
მეგობრები კომენტარებში უწერენ: „ვინც არა!“; „ქორწილში ხომ დამპატიჟებ?“; „ეცადე ჯადო მუდმივი იყოს“ და ა.შ.
.

0
234
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0