x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
„დეოლიგარქიზაციის კანონი არაფერს შეცვლის, მხოლოდ კეზერას და "ნაცებს" მედიის დაფინანსება აეკრძალება“ - ალეკო ელისაშვილი
image


უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის გარდა იმისა, რომ კეზერაშვილს და კიდევ რამდენიმეს აუკრძალავენ პარტიების და მედიის დაფინანსებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ის, რომ ვინმე ჩრდილიდან არ მართავდეს პოლიტიკას, სამართლიანი სასამართლოს არსებობაა აუცილებელი.

,


"ფუჭი ძალისხმევაა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, ჯერ ერთი, ეს უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მდიდარი ადამიანის ოლიგარქად აღიარება მოხდება, პირველ რიგში მათი, ოპოზიციას რომ აფინანსებენ და ოპოზიციაში რომ არიან იმ მდიდრების, მეტი არაფერი შეიცვლება. ჩვენ თუ მართლმსაჯულების სისტემა გვექნება ნორმალური, სპეციალური კანონების მიღება ამაზე არ დაგვჭირდება, ავტომატურად გამოირიცხება ის, რომ ვინმე ჩრდილიდან მართავდეს პოლიტიკას. ეს კი იმით დამთავრდება, რომ კეზერაშვილს და კიდევ რამდენიმეს აუკრძალავენ პარტიების და მედიის დაფინანსებას, "- განაცხადა ელისაშვილმა.'

,

ქართულ ოცნებაშიც იგივეს ამბიბენ, რომ თუ ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას იმიტომ ითხოვს რომ ის ივანიშვილს მოერგოს, ბიძინა ივანიშვილს ეს კანონი საერთოდ არ მიესადაგება. უკრაინული კანონის მიხედვით, რომლის მოდელის გადმოტანასაც ოპოზიცია ითხოვს, ძირითადად ოპოზიციის დამფინანსებლებს შეეხება.

'

კონფლიქტმა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მიმდინარეობს, ნათლად გამოაჩინა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მართლაც მისაღებია - კეზერაშვილი ოლიგარქიის კლასიკური განმარტების ყველა ძირითად კრიტერიუმს პასუხობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.


მისი თქმით, მმართველი გუნდი კვლავ გამოხატავს მზაობას, რომ ეს საკითხი კანონმდებლობით დარეგულირდეს, თუმცა "მეორე მხარეს ვხედავთ სერიოზულ უკან დახევას".

.

მისი თქმით, მათ დეოლიგარქიზაციის კანონის ეშინიათ და "ცდილობენ დღის შუქზე გამოიყვანონ კეზერაშვილი, რომელიც წლები ფარდის უკან მოქმედებდა".


"ნაციონალური მოძრაობა" გახლავთ პარტია, რომელსაც არ ჰყავს მომავალზე ორიენტირებული არც ერთი ლიდერი, არ აქვს სამომავლო გეგმა და კანონზომიერია ის პროცესი, რასაც თვალს ვადევნებთ.

.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი და დრო, თუ როდის დაიწყო ეს პროცესები "ნაციონალურ მოძრაობაში". ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მოგვაწოდა 12 რეკომენდაცია, რომელთაგან ერთი არის დეოლიგარქიზაცია. იმ კონფლიქტმა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობს, ნათლად გამოაჩინა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მართლაც მისაღებია, რათა დარეგულირდეს ისეთი ტიპის ჩარევები, როგორსაც მაგალითად, კეზერაშვილი ახორციელებს ამ პოლიტიკურ პარტიაში. კეზერაშვილი ოლიგარქიის კლასიკური განმარტების ყველა ძირითად კრიტერიუმს პასუხობს", - განაცხადა თალაკვაძემ.

0
68
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0