x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"ნოდარ მელაძე მოგმართავ, თუ ზურა ხაჩიძის ქონებას იპოვი ოფშორში, სიტყვას გაძლევ, ნახევრის წილში ხართ!“ - ხათუნა ჟორდანია
image
.
მომღერალ ზურა ხაჩიძის მეუღლე ხათუნა ჟორდანია მისი მეუღლის ქონებასთან დაკავშირებით მედიაში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. ის ტელეკომპანია პირველსა და მისი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს მიმართავს და ამბობს, რომ მოძებნონ ზურა ხაჩიძის ქონება და რასაც იპოვიან წილში გაიყვანს და ქონებას მათ გაუყოფს.
.
მედიაში აჟიოტაჟი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ატეხეს და აღნიშნეს, რომ სამცხე ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობის დროს ზურაბ ხაჩიძემ დიდი ქონება დააგროვა.
.
„TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი, Nodar Meladze მოგმართავთ უდიდესი თხოვნით???????? იქნებ კარგად გადაამოწმოთ, რა ქონებას მალავს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე-ზურა ხაჩიძე და რა შეუსაბამობა აღმოაჩინეთ მის დეკლარაციაში? P.S. უმორჩილესად გთხოვთ, განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება, ოფშორებს (პანამა და ა.შ) პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ნახევრის წილში ხართ???????????? Честное пионерское!!!!!!!" - წერს ხათუნა ჟორდანია.
.
.
* * *

.

მარნეულში მასწავლებელი ბავშვებს დაჩოქებით სჯიდა - ის უკვე გათავისუფლდა


image

.


მარნეულის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელმა რახმან მუსაევმა მე-4 კლასის მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა. ამის შესახებ ადგილობრივი რეგიონული საინფორმაციო გამოცემები იუწყებიან.

,

როგორც გამოცემა აქტუალ.ჯი ადგილობრივ მოქალაქეებზე დაყრდნობით წწერს, მუსაევმა ფოტოები ბავშვების მშობლებს გაუგზავნა და სამომავლოდ ოჯახებისგან მათი უკეთესად მომზადება მოითხოვა. მათივე ცნობით, მასწავლებელი ხშირად ასე სჯის მოსწავლეებს, რომლებიც კარგად არ სწავლოებენ.

.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული ენის მასწავლებელი რაჰმან მუსაევი მე-4 კლასის მოსწავლეებს არსწავლის გამო, დასჯის მიზნით აჩოქინებს და ისე უტარებს გაკვეთილს.

მუსაევმა დაფის წინ მუხლმოყრილ 12 ბავშვს თავიანთი წიგნებითურთ გაკვეთილი ჩაუტარა, რის შემდეგაც მათ ფოტო გადაუღო და ახლობლებს გადაუგზავნა.

.
ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით რაჰმან მუსაევთან ვცადეთ დაკავშირება, თუმცა იგი კონტაქტზე არ გამოსულა.


აღნიშნულ ინფორმაციას Aktual.ge-სთან რესურსცენტრის ხელმძღვანელიც ადასტურებს.

ცნობისთვის, რაჰმან მუსაევი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ დეპუტატიცაა.

.

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ კირიხლოს სკოლის დირექტორმა მეჰმან მუსაევმა განაცხადა, რომ მისი ძმის შვილი, რაჰმან მუსაევი თანამდებობიდან გადადგა.

ამის შესახებ სკოლის დირექტორმა საინფორმაციო პორტალ Aktual.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც დირექტორმა აღნიშნა, სკოლამ რაჰმან მუსაევის განცხადება დააკმაყოფილა: " დღეს მოვიდა რაჰმანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. განცხადება დაწერა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო სკოლაში დარჩენა აღარ სურს, ჩვენ კი ეს განცხადება დავაკმაყოფილეთ.

რაჰმან მუსაევის მიერ სტუდენტების დასჯასთან დაკავშირებით, პირადად მე ვიძიებ ამ საკითხს, დღეს მშობლებსაც კი დავუკავშირდი, რომლებმაც თქვეს, რომ მათ შვილებს ამის შესახებ სახლში არ უსაუბრიათ", - ამბობს დირექტორი მეჰმან ჰუსეინოვი.

,

image

წყარო: "Aktual.ge"

0
832
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
832
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0