სხვა კოლუმბიელი მოკრივე რინგზე ნოკაუტისგან გარდაიცვალა(ვიდეო) 2022, 1 ოქტომბერი, 15:10 ![]() 25 წლის მოკრივე ასპარეზობის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. კინიონესი 24 სექტემბერს ბარანკილაში 63, 5 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვენესუელელ მოკრივე ხოსე მუნიოსს შეებრძოლა. ბრძოლა ფინალურ, მერვე რაუნდში დასრულდა კოლუმბიელის მძიმე ნოკაუტით, რომელიც რინგიდან საკაცით გაიყვანეს. ეს მოხდა მე-8 რაუნდის ბოლო წამებზე. კინიონესმა მარჯვენა ფლანგიდან ძლიერი დარტყმა ვერ აიცდინა . დარტყმის შემდეგ 25 წლის მოკრივე რინგზე გავარდა, გონება დაკარგა და გონზე ვეღარ მოვიდა. მოკრივეს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ტვინის ტრავმული დაზიანების გამო ოპერაცია გაუკეთეს და ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში ამყოფებდნენ. ![]() -შენ ჩვენზე წინ წახვედი, ჩემო ძვირფასო ძმაო, ახლა შენ ხარ შენს ზეციურ მამასთან, რომელსაც ეთაყვანებოდი და ემსახურებოდი, მიყვარხარ, სამუდამოდ დარჩები ჩვენს გულებში", - დაწერა მოკრივეს ძმამ, ლეონარდო კინიონესმა სოციალურ ქსელში. 116 2-ს მოსწონს
|