საქართველო გონჩარენკო აფხაზეთის ომზე: ადამიანებს თავი მოკვეთეს, ცოცხლად დაწვეს, 800 ქალი გააუპატიურეს 2022, 29 სექტემბერი, 1:12 "ადამიანებს თავი მოკვეთეს, ცოცხლად დაწვეს, 800 ქალი გააუპატიურეს" - ასე ეხმაურება უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო სოხუმის დაცემის დღეს. ამის შესახებ რადას დეპუტატმა საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა. "პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთმა ბუჩის მსგავსი საშინელებები ჩაიდინა. ბუჩამდე იყო აფხაზეთი. აქტივისტებმა ახლა გადაწყვიტეს რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკის არქივების გაციფრულება. ადამიანებს თავი მოკვეთეს, ცოცხლად დაწვეს, 800 ქალი გააუპატიურეს, " - წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში. 442 შეფასება არ არის
|