საქართველო "პუტინის დედას შ..." - სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი ფოტოს აქვეყნებს 2022, 29 სექტემბერი, 0:15 სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი, ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის ორიგინალური ჰუდითაა წარმოდგენილი.
ჰუდს აქვს წარწერა - "პუტინის დედას შ...". კადრი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მოხვდა. დღეს, პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლებამ" და სამოქალაქო აქტივისტებმა ბელორუსის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტი გააპროტესტეს. ლუკაშენკოს ვიზიტს უკვე გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთაც ბელორუსის ლიდერის ქმედება მკაცრად დაგმეს. ![]() ![]() 325 შეფასება არ არის
|