საზოგადოება "თქვენი შვილი ცუდად იქცევა, ეჩხუბება მეზობლებს" - წერილი პუტინის მშობლების საფლავზე 2022, 28 სექტემბერი, 9:08
რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, სადაც რუსეთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მშობლები განისვენებენ საკმაოდ უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია და ფოტოსურათი, სადაც ჩანს რომ მათ საფლავზე, წერილი დატოვეს. მასზე ავტორის ვინაობა მითითებული არ არის, თუმცა საყვედურნარევი შენიშვნებია ასახული. როგორც გაირკვა, საფლავზე ნაპოვნი ანონიმური წერილის შინაარსი სახალისოც არის და მწარე სიმართლეც.
.
რუსული სოციალური ქსელი "ტელეგრამ არხით" ვრცელდება ფოტოსურათი, რომელზეც ჩანს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მშობლების საფლავზე დატოვებულია წერილი, რომელშიც მშობლებს სთხოვენ, მიიღონ შესაბამისი ზომები.
წერილი სკოლის რვეულიდან ამოღებულ ფურცელზე ეწერა. ფოტო, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელს და უამრავი მომხმარებელი გაახალისა. მასში ნაჩვენებ წერილში საუბარია იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინმა არ იცის ისტორია, არ სცემს პატივს მეზობლებს. ამის შესახებ პედაგოგები შენიშვნას აძლევენ მის მშობლებს. . წერილში წერია, რომ პუტინი ცუდად იქცევა, აცდენს ისტორიის გაკვეთილებს, ეჩხუბება მეზობლებს. "ძვირფასო მშობლებო! თქვენი შვილი ცუდად იქცევა! აცდენს ისტორიის გაკვეთილებს, ეჩხუბება მეზობლებს, იმუქრება სკოლის აფეთქებით. მიიღეთ ზომები!" - წერია წერილში. .. „გაუჭირდებოდა ეფესბეს ამის გაკეთება!? ეს თავად დასჭირდა ალბათ, რადგან ფრონტზე ბარდაგის შექმნას არ აპატიებს რუსეთი პუტინს და გენერლების დაუცველობას. ასე არაა შენ, რომ გინდა, ომსა და ფრონტს თავის კანონები გააჩნია, შენ, რომ ზიხარ დაცულად კრემლში, ჯარისკაციც დედამ გაზარდა. შედეგად ნაწილობრივი მობილიზაცია პოლიტიკურ შეცდომას წარმოადგენდა. რაში სჭირდება ფრონტის გაგებაში რუსეთს მობილიზაცია ცა დაუცველი ფრონტისა(რა, რუსეთს ისრაელზე ნაკლები საავიაციო-სარაკეტო სისტემა გააჩნია!? მიეცი ისრაელს ცა დაუცველი ფრონტი და გაჩვენებს რამდენ ხანში შეაჩერებს მოწინააღმდეგეს. სადაა მასე ბარდაგს, რომ ქმნი!? ეს იქნება ხვალეს საკითხი რუსეთისა, არდგომა და ხვალეო)!? ეგ სხვაა ძმაო და ამას რუსეთი არ უჭამს პუტინს და ახლა პოლიტიკურ ამბიციას უყენებს კადიროვი, რაც სწორია მეომრისა, თუ პოლიტიკის გაგებაში, რადგან კადიროვიც აგებს პაუხს იქ გაგზავნილი ჯარისკაცის წინაშე (ანუ ეუბნება ვერ მართავ ქვეყანასო). გეოპოლიტიკური ცენტრის გაგებაში იქ ფრონტის გაწელვა პოლიტიკანობაში და ვაჭრობა, ეს სიბეცეა პოლიტიკოსისა. სადაც ნებელობაა საჭირო იქ ნებელობა მოითხოვს კომპეტენციას და არა ბინძური პოლიტიკანობის თამაშს, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ფაქტობის დაფიქსირებაზე. კი, აქ ჰიბრიდული ომია ევრატლანტიკის პოლიტიკანობისა, მაგრამ ომის კანონები გადასწონის ყველაფერს, რაც ორთავე მხრიდან ნაკლებ მსხვერპლს ეფუძნება. გიხაროდეთ!“ - წერს კომენტარებში ერთერთი ქართველი მომხმარებელი. 50 1-ს მოსწონს
|