ასტროლოგია ვიდეო: პირველად კაცობრიობის ისტორიაში ამერიკული ზონდი DART-ი ასტეროიდს დაეჯახა 2022, 27 სექტემბერი, 20:39 ![]() სამეცნიერო ტესტირების ჩარჩოში ამერიკულმა ზონდმა DART-მა კონტროლირებადი შეჯახება მოახდინა ასტეროიდ დიმორფთან, რათა დაეცვა პლანეტა პოტენციურად საშიში კოსმოსური ობიექტებისგან. კონტაქტი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით 19:15 საათზე მოხდა (27 სექტემბერს მოსკოვის დროით 02:15), იტყობინება TASS-ი. შეჯახება აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური მეცნიერების ეროვნული ადმინისტრაციის (ნასას) ვებ-გვერდზე გადაიცემოდა. დარტყმის მომენტში ზონდის სიჩქარე იყო დაახლოებით 24 ათასი კილომეტრი საათში. მეცნიერებმა ექსპერიმენტი წარმატებულად გამოაცხადეს. ”ჩვენ გავხსენით კაცობრიობის ახალი ისტორია, მივიღეთ შესაძლებლობა დავიცვათ თავი პოტენციური საფრთხისგან.” - თქვა ლორი გლეიზმა, დეპარტამენტის პლანეტარული განყოფილების ხელმძღვანელმა. ზონდი DART-ი (Double Asteroid Redirection Test) გაუშვეს 2021 წლის ნოემბერში. ექსპერიმენტის მიზანია შეიმუშაოს მეთოდოლოგია, რომლითაც მომავალში სპეციალისტები შეძლებენ შეცვალონ პლანეტისთვის საშიში ასტეროიდების ტრაექტორია. 164 შეფასება არ არის
|