საქართველო 7 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთთან! - აუცილებლად წასაკითხი! 2022, 27 სექტემბერი, 10:50 დღეს, როცა რუსეთი ახორციელებს სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში და ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, რასაც უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ეწირება, საქართველო იმაზე სწრაფად ივსება რუსეთის მოქალაქეებით, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში საცხოვრებლად და სამუშაოდ მოემგზავრებიან. ლარსის გამშვებ პუნქტთან მათი ავტომანქანების კოლონას დასასრული არ უჩანს.
ამ სიტუაციაში რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ? რა თქმა უნდა, საზღვრები უნდა ჩაკეტოს! ეს ერთმნიშვნელოვანია! ჩვენ არ გვჭირდება აქ ოკუპანტი ქვეყნიდან გამოქცეულები. რუსეთის მოქალაქეები არც ტურისტებად გვინდა. ქვევით კი წარმოგიდგენთ 7 ძირითად მიზეზს, რის გამოც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთთან უნდა ჩაიკეტოს: 1. რუსეთი არის ოკუპანტი რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%. ამიტომ რუსეთის ყველა მოქალაქე არის არასასურველი პირი საქართველოში. რუსეთის მოქალაქეები აქ არ უნდა ისვენებდნენ და საერთოდ ვერც უნდა შემოდიოდნენ, სწორედ იმიტომ, რომ მათმა სახელმწიფომ ჩვენ ტერიტორიები წაგვართვა. 2. რუსეთი არის ჩვენი იდენტობის მტერი რუსეთი ბოლო ორი ასწლეულია ალებასტრით ლესავს და ათეთრებს ჩვენი ეკლესიების კედლებს, რათა ზედ უძვირფასესი ქართული ფრესკები წაშალოს. რუსეთმა ასეულობით ეკლესია დაანგრია, იავარჰყო და საწყობებად გადააკეთა. რუსეთი ქართული იდენტობის და ქართული სულის დაუძინებელი მტერია. 3. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება სურთ რუსეთის მოქალაქეებს სურვილი აქვთ, დასაქმდნენ აქ და ქართველებს სამუშაო ადგილები წაგვართვან. რუსეთის რაც უფრო მეტი მოქალაქე შემოვა საქართველოში, მით უფრო გაიაფდება ქართველების შრომა და მით უფრო ნაკლებ ანაზღაურებას მივიღებთ შესრულებულ სამუშაოში. 4. რუსეთის მოქალაქეებს ქართველებთან მიმართებით რასობრივი უპირატესობის განცდა აქვთ რუსეთში შედარებით უფრო მრავალრიცხოვანია ქერა და ცისფერთვალება ადამიანების რაოდენობა, ვიდრე საქართველოში. ამიტომ ამ ნიადაგზე ქართველებს რუსები ყოველთვის გვამცირებდნენ და აბუჩად გვიგდებდნენ. საინტერესოა, ახლა აღარ ვართ შავგვრემანები, როცა აქ გამორბიან? 5. რუსეთის რიგით მოქალაქეებს სპეცსამსახურების თანამშრომლებიც მოჰყვებიან, რომლებიც აქ ტერორისტული და დივერსიული ქსელების ჩამოყალიბებას ეცდებიან ალბათ გახსოვთ, თუ რა იოლად ხოცავდნენ რუსები ჩვენი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს, როცა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით. რუსეთის მოქალაქეების შემოსვლით ახლაც იგივე პროცესი დაიწყება. პატრიოტულად განწყობილი ადამიანების ლიკვიდაცია ბევრად უფრო გაიოლდება. 6. რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ აჯანყების მოწყობა და საქართველოს რუსულ ქვეყნად გადაქცევა შესაძლოა, ეს საფრთხე ჯერჯერობით არარეალისტურად მოჩანს, მაგრამ როცა აქ რუსეთის მოქალაქეების კრიტიკული მასა დაგროვდება, გამორიცხული არაფერია, ისევ და ისევ რუსული სპეცსამსახურების უშუალო ჩარევით და ხელშეწყობით. 7. რუსეთის მოქალაქეებს სურთ, საქართველო სანქციებისთვის თავის ასარიდებლად გამოიყენონ რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ, მაქინაციების გზით აარიდონ სანქციებს თავი და საქართველო ამ მიზნით გამოიყენონ. ბევრი სწორედ ამისათვის ჩამოვიდა აქ. ესეც ძალიან დიდი საფრთხეა ჩვენთვის, რადგან პროცესს თუ ვერ გავაკონტროლებთ, შესაძლოა მოგვიანებით ჩვენ თვითონ დავსანქცირდეთ. 156 1-ს არ მოსწონს
|