სხვა რამდენად საჭიროა სიბრძნის კბილები და აპენდიქსი? 2022, 29 სექტემბერი, 8:20 სიბრძნის კბილები სიბრძნის კბილები – სინამდვილეში, კბილების მესამე წყებაა, რომლის ჩანასახი პირის ღრუში 3-5 წლის ასაკში იწყებს განვითარებას. ოდესღაც, ჩვენი წინაპრებისთვის ეს კბილები საჭირო იყო, რადგან ისინი, რთულად დასაღეჭ, მაგარ საკვებს იღებდნენ (ხორცი, ჩირი, ფესვები) და ეს კბილები, მათთვის, დამატებით შესაძლებლობას იძლეოდა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა კბილები აღარც კი ჰქონდათ. რაც შეგვეხება ჩვენ, უნდა აღინიშნოს, რომ სიბრძნის კბილები დღეს მხოლოდ ადამიანების 30 პროცენტს ამოსდის და მოუხერხებელი მდებარეობის გამო, მათი მოვლა არც ისე ადვილია. კბილის ჯაგრისით გახეხვა მოუხერხებელია და ხეხვის პროცესში, რბილი ქსევილები ზიანდება. ამიტომ, ყველა ცდილობს, რომ ზედმეტ ტკივილს თავი აარიდოს. ამიტომ, ამ კბილების ერთი გვერდი მოუვლელი რჩება. ამის გამო კი, ყველაზე ადრე, სწორედ ეს კბილები ფუჭდება. გავრცელებული აზრი, იმის შესახებ, რომ სიბრძნის კბილის მკურნალობა არ შეიძლება (უმრავლესობა, სწორედ ამის გამო არ მიმართავს დროზე ექიმს, რადგან ფიქრობს, რომ მაინც ამოსაღებია), სიმართლეს არ შეესაბამება. სიბრძნის კბილი, თუ ის სწორად ამოვიდა და კბილების რიგში კუთნილი ადგილი დაიკავა, ისეთივე კბილია, როგორც ყველა დანარჩენი. რაც შეეხება მოვლას, არსებობს სპეციალური სავლები საშუალებები, რომლებიც ამ კბილებზე ზრუნვას ამარტივებს. და კიდევ, ჩვენს რეალობაში, შეიძლება, სიბრძნის კბილებს, საკვების ღეჭვის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ, მისი ამოღების შემდეგ, შეიძლება სხვა კბილები «დაცურდეს» და კბილებს შორის ღარები გაჩნდეს. აპენდიქსი აპენდიქსი – პატარა ტომარას მსგავსი ორგანოა, რომელიც მსხვილი და წვრილი ნაწლავების შეხვედრის ადგილზეა განთავსებული. მას ხშირად, უსარგებლო ორგანოდაც კი მიიჩნევენ, მაგრამ ეს მხოლოდ მითია. აპენდიქსის ორგანიზმში თავისი ფუნქცია გააჩნია – მასში «სასარგებლო» ბაქტერიების საცავია და თუ ადამიანს დიარეა დაემართა, ეს ბაქტერიები, მას ჯანმრთელობის სწრაფად აღდგენაში ეხმარებიან. გასული საუკუნის ბოლოს, აშშ-ში, გეგმური ოპერაციებით, ახალშობილებისთვის აპენდიქსის ამოკვეთა დაიწყეს. ბავშვებს, რომლებსაც აღნიშნული ოპერაცია ჩაუტარდათ, დედის რძის მონელების პრობლემა შეექმნათ. გარდა ამისა, ისინი გონებრივი და ფიზიკური განვითარებით, საკუთარი ასაკის დონეს ჩამორჩებოდნენ, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევასთან იყო დაკავშირებული. დაკვირვებამ ისიც აჩვენა, რომ ეს ბავშვები უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ინფექციური დაავადებებისადმი. ხოლო, ნაწლავური ინფექციების შემდეგ მათ, ხშირ შემთხვევაში, დისბაქტერიოზი ემართებოდათ. ასე რომ, აპენდიქსი – ორგანიზმის დაცვის და იმუნური სისტემის ერთ-ერთი ელემენტია და მისი ამოკვეთა, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე არ შეიძლება. არხის სხვა სიახლეები: * 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა* 5 გასართობი თავსატეხი (პასუხები აქვს)* ყველაზე დიდი დრამა პუტინისთვის* XX საუკუნის 10 ყველაზე დაუნდობელი ლიდერი* ჩვენი პლანეტის ყველაზე საოცარი ცხოველები – ტოპ 15* ამ მცენარით ღვიძლის და თირკმელების გაწმენდა და 7 ქრონიკული დაავადების დამარცხება შეიძლება* რომელი ხორცია უკეთესი ჯანმრთელობისთვის? (რეიტინგში საქონლის ხორცი ბოლო ადგილზეა)* თუ შემწვარი კარტოფილი "არ გამოგდით"... ნახეთ, აბა, შეცდომას სად უშვებთ?326 1-ს მოსწონს
|