x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ჩვენი პლანეტის ყველაზე საოცარი ცხოველები – ტოპ 15
image


პლანეტაზე მობინადრე ცოცხალი არსებების ფორმების, ფერების და ზომების მრავალფეროვნება, ადამიანის ყველაზე მდიდარ წარმოსახვასაც კი აღემატება. აქ კი, ცხოველთა სამყაროს რამდენიმე უჩვეულო ინდივიდებს წარმოგიდგენთ. მათ შორის, ზოგიერთი, ისე გამოიყურება, როგორც მარსის შესახებ გადაღებული ფილმის მითიური გმირი, სხვები კი, – თითქოს, სხვა განზომილებიდან მოხვდნენ ჩვენთან... მაგრამ, როგორც ერთი, ისე მეორე, დედამიწაზე ცხოვრობს და მხოლოდ ბუნების შემოქმედების ნაყოფია.

აქ წარმოდგენილი უცნაური ცხოველების ტოპ – 15 კი, ასე გამოიყურება:


15. იეტის კიბორჩხალაimage


კიბოსნაირების სახეობა, რომელიც სხვა ფეხსახსრიანებისგან «თმიანი» კიდურებით გამოირჩევა, წყნარი ოკეანის სამხ. ნაწილის ღრმა წყლებში ბინადრობს. იკვებება ბაქტერიებით და თავადაც ვიღაცის საკვებია.


14. ბატკანძერიimage


ეს საკმაოდ დიდი ზომის ფრინველი (სხეულის სიგრძე 1 მ–ზე მეტი აქვს, ხოლო მასა – 5–7 კგ.) მაღალ მთის ბინადარია. ის გვხვდება ჰიმალაის მთებში და ევრაზიის სხვა მთიან რეგიონებში. იმის გამო, რომ ადამიანებს მათი თავდასხმის ეშინოდათ, ისინი, პრაქტიკულად, ამოწყვიტეს. ამჟამად, პლანეტაზე 10 ათასამდე ბატკანძერაღა დარჩა.


13. პიკის ზღვის ძაღლიimage


პიკის ზღვის ძაღლები ამერიკის დას. სანაპიროს წყლების მობინადრეა. ზრდასრული თევზის სხეულის სიგრძე, დაახლოებით, 30 სმ–ია და საშინლად დიდი პირი აქვს.



12. ქრიზოპელა (მფრინავი გველი)image


ეს გველი ბევრი ადამიანისთვის ნამდვილი კოშმარია, მაგრამ სულ ტყუილად. მისი ინტერესის სფეროს მხოლოდ ბაყაყები, ღამურები და მღრღნელები წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა, ამ გველის უნარების გამო, მისი მაინც ეშინიათ: ქრიზოპელს ხეზე ასვლა და იქიდან გადმოხტომა შეუძლია. გადმოხტომის წინ კი, სპირალივით ეხვევა, შემდეგ მკვეთრად იხსნება და ჰაერში ფრენას იწყებს. ფრენისას ის მთელს სიგრძეზე იმართება და ქვედა ტოტზე ან სხვა ხეზე, რბილად ეშვება.


11. ჩრდილოეთ ამერიკის კაკომიზლიimage


ენოტისებრთა ოჯახის, ამ მიმზიდველი ცხოველის სამშობლო – ჩრდ. ამერიკის არიდული (მშრალი) რეგიონებია. კაკომიზლი იმდენად სწრაფად შინაურდება, რომ მაღაროელები და კონტინენტზე ევროპიდან ჩასული ახალმოსახლეები მათ შინაურ ცხოველებად იყვანდნენ. ამიტომ, იმ დროს, კაკომიზლს «მაღაროელის კატასაც» ეძახდნენ.


10. ზოლიანი ტენრეკი image


ბინადრობს მხოლოდ მადაგასკარის ტროპიკულ ტყეებში. უცნაური გარეგნობის გარდა, ეს ცხოველი იმითაც გამოირჩევა, რომ ზურგის მხარეს განლაგებული ნემსებით ვიბრირება შეუძლია და ამ ხერხით ცხოველები ერთმანეთის ადგილმდებარეობას იგებენ.


9. ვარდისფერი ზღვის კიტრიimage


ეს არსება სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმის გმირს მოგვაგონებს, სინამდვილეში კი – უწყინარი არსება. მის მოწითალო პირის ირგვლივ, საცეცებია განლაგებული და მისი მეშვეობით, ზღვის კიტრი ფსკერზე საკვებ ტალახს თხრის, რომელიც პირიდან პირდაპირ ნაწლავებში გადადის.


8. რინოპითეკიimage


ეს უცნაური პრიმატები აზიაში ბინადრობენ, 4000 მ–მდე სიმაღლეზე და ქვემოთ იშვიათად ჩამოდიან. ამიტომ, ადამიანები მათ, თითქმის, ვერასდროს ხვდებიან.


7. მანტის კრევეტიimage


მანტის კრევეტები ცხოვრების უმეტეს ნაწილს სოროებში ატარებენ. არაერთი გამოკვლევის თანახმად, ამ ტიპის კრევეტს ყველაზე სწრაფი დარტყმა აქვს, დედამიწის ყველა მცხოვრებს შორის. ნადირობისას, მათი კიდურები, თითქმის, მყისიერად აღწევს სიჩქარეს 80-100 კი/სთ, რაც 50-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ადამიანის თვალის დახამხამება. ხოლო, დარტყმის ძალა, დაახლოებით, 1500 ნიუტონი აქვს, რაც საშუალებას აძლევს, მოლუსკების მყარი ნიჟარა გატეხოს.


6. პანდა-ჭიანჭველაimage


დედამიწის უცნაური ცხოველების ამ სიაში, პანდის შეფერილობის, ეს ფუმფულა არსებაც მოხვდა. სინამდვილეში, ის ჭიანჭველა კი არა, უფრთო კრაზანაა, რომელიც სამხ. ამერიკაში ბინადრობს. მართალია, ჭიანჭველას ჰგავს, მაგრამ მისგან განსხვავებით, ძლიერი ნესტარი აქვს და მწარედაც იკბინება.


5. ფოთლის კუდიანი გეკონიimage


შენიღბვის ეს დიდოსტატი მადაგასკარში ბინადრობს. თავისი ფოთლის ფორმის კუდის წყალობით, მას ადგილობრივი ჯუნგლების «ინტერიერთან» ჰარმონიულად შერწყმა შეუძლია.


4. ჟირაფისებრი ანტილოპაimage


ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს გრძელკისრიანი არსება მინი–ჟირაფი კი არა, აფრიკული გაზელია. იმისთვის, რომ მაღლა მდებარე ტოტებს მისწვდეს, მას მხოლოდ გრძელი კისერი არ ჰყოფნის და იძულებულია, უკანა კიდურებზეც დადგეს.


3. ჩინური გიგანტური სალამანდრაimage


ამ სახეობის ზრდასრული ცხოველის სიგრძე, შეიძლება 180 სმ–ს აღწევდეს და 70 კგ–ს იწონიდეს. თუ წყალსაცავში ეს არსება ბინადრობს, ე. ი. იქ წყალი სუფთაა და ცივი.


2. ანგორა კურდღელიimage


კურდღლის ამ სახეობის სამშობლო თურქეთია. ევროპაში განსაკუთრებული პოპულარობა XVII – XVIII საუკუნეებში მოიპოვა. მას საკვებად არც ახლა და არც წარსულში იყენებდნენ და გრძელი ბეწვის გამო ამრავლებდნენ, ან სახლში ჰყავდათ, როგორც შინაური ცხოველი. ანგორის კურდღლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 5–7 წელია.


1. ზვიგენი გობლინი image


ზვიგენი გობლინი სკაპანორინჩუსის ოჯახის ერთადერთი ცოცხალი წარმომადგენელია, რომელიც, დედამიწაზე უკვე 125 მლნ. წელია ბინადრობს. გვხვდება ყველა ოკეანეში, 100 მ-ზე მეტ სიღრმეზე, ამიტომ ადამიანებისთვის, საშიში არ არის.


image


არხის სხვა სიახლეები:


* ველური ბუნების იშვიატი კადრები

* გამოცანა იდუმალ კაპიტანზე (პასუხი აქვს)

* რისი ეშინიათ ყველაზე მეტად პატარებს?.. და რას გრძნობენ, როდესაც მარტო ყოფნა არ უნდათ?

* ამ მცენარით ღვიძლის და თირკმელების გაწმენდა და 7 ქრონიკული დაავადების დამარცხება შეიძლება

* თუ შემწვარი კარტოფილი "არ გამოგდით"... ნახეთ, აბა, შეცდომას სად უშვებთ?

* 10 ანომალიურად დიდი ცხოველი, რომლებიც რეალურად არსებობენ!

* ნიჟარის ფორმის სახლი საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერით



1
961
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
961
  
2022, 27 სექტემბერი, 1:42
რა საყვარელი კურდღელიააა
0 1 1