x
მეტი
  • 02.12.2022
  • სტატია:124066
  • ვიდეო:355504
  • სურათი:496661
გამოცანა იდუმალ კაპიტანზე (პასუხი აქვს)
image


ეს წერილი პროფესორს ერთ–ერთმა სტუდენტმა მიუტანა და თან უთხრა, რომ ზღვის სანაპიროზე სეირნობისას, გამორიყულ ბოთლში აღმოაჩინა. მისი თქმით, წერილი, წარსულში, ცნობილი კაპიტნის მიერ იყო დაწერილი და მეცნიერს მისი სახელის გამოცნობა შესთავაზა. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო და გამოცანა თავად დაწერა.

მისი ტექსტი კი, ასეთი იყო:


«ჩემი გემი ძალიან დიდი და მეტად უცნაურია:
მისი ეკიპაჟი ყველაფრის საწყისია;
არაფერს ვყიდი, არაფერს ვცვლი;
ნებისმიერ ქარს, მორჩილად მივყვები;
მივდივარ, მაგრამ სად? — არ ვიცი;
ხმელეთზე ასვლაზე კი, დიდ ხანს ვოცნებობ».


კითხვა: როგორ ფიქრობთ, ვის შეეძლო, წარსულში, ასეთი წერილის დაწერა?


პასუხი:

image

გემის კაპიტანი, რა თქმა უნდა, ნოე იყო — ბიბლიური პერსონაჟი, რომელმაც კიდობანი შექმნა, რომ საკუთარი მოდგმა, ცხოველები და მცენარეები, წარღვნისგან ეხსნა. კიდობანში ყველა სულიერი წყვილ–წყვილად იყო და არცერთი მათგანი არ იყიდებოდა. რადგან წარღვნის დროს, ხმელეთი წყლით დაიფარა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ქარი გემს საით წაიღებდა... ხოლო, ყველაზე მეტად, ნოეს, ხმელეთის დანახვა უნდოდა.


image


არხის სხვა სიახლეები:


* ბანქო და კალენდარი – გამოცანა რუბრიკიდან, "რა? სად? როდის?" (პასუხი აქვს)

* რისი ეშინიათ ყველაზე მეტად პატარებს?.. და რას გრძნობენ, როდესაც მარტო ყოფნა არ უნდათ?

* დიდი კანიონის უძველესი მიწისქვეშა ქალაქი

* ამ მცენარით ღვიძლის და თირკმელების გაწმენდა და 7 ქრონიკული დაავადების დამარცხება შეიძლება

* თუ შემწვარი კარტოფილი "არ გამოგდით"... ნახეთ, აბა, შეცდომას სად უშვებთ?

* 7 კმ–ს სიგრძის მატარებელი – რა არის ცნობილი მის შესახებ?

* 10 ანომალიურად დიდი ცხოველი, რომლებიც რეალურად არსებობენ!

* ნიჟარის ფორმის სახლი საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერით



3
583
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
583
  
4 ოქტომბერი, 11:47
როგორც ეს გამოცანაა ვინმე სტუდენტის დაწერილი, ისეა დაწერილი ნოეს კიდობანის ამბავიც, ვიღაცის მიერ..
(სულ დედალ-მამალი დაარჩია ნოემ, მაშ.. ეს სისულელე, ვინ და როგორ უნდა დაიჯეროს!?).
26 სექტემბერი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

24 სექტემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3